ბარბარა სტრეიზანდი და თავდაჯერებულობა
რამდენიმე დღეა ვფიქრობ ლამაზ ქალებზე. ქალები, რომლებიც ყურადღების ცენტრში არიან, აღფრთოვანებას იწვევენ, პატივს სცემენ მათ და ყველას უნდა რომ მასეთივე იყოს. ქმრებს უყვართ, შვილებს უყვართ, მეგობრებს უყვართ, ყველას უყვართ და მოწონთ. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, ნეტა რა არის მათი საიდუმლო?
გუშინ ოფრა ვინფრის შოუში ბარბარა სტრეიზანდი იყო მიწვეული. ეს ქალი მხიბლავს, ისეთივე ჰაეროვანია როგორიც მხიარულ გოგონაში იყო 1968 წელს, და ისეთივე სასიამოვნო ხმას აქვს როგორც მაშინ. ვაკვირდები და სულაც არ არის ლამაზი. გრძელი ცოტა უშნო ცხვირი აქვს. კარიერის დასაწყისში მის გარეგნობას დაცინოდნენ. იმასაც ამბობდნენ რომ გააჩნია კამერა რომელი კუთხით იღებს, ერთი მხარე უკეთესი აქვს ვიდრე მეორეო. ბარბარა ამბობს, რომ „მე მოვედი ჰოლივუდში ისე რომ არც ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, კბილები გავისწორე და სახელი შევიცვალე“. რა მართლაც ასეა. ამ ქალმა თავის სილამაზეში ყველა დაარწმუნა და 9 გრემით, 4 ემით, 2 ოსკარით ნათელია რომ ბარბარა სტრეიზანდი უფრო მეტია ვიდრე მხიარული გოგონა.
მე მივხვდი, რომ არ უნდა იყო ლამაზი რომ ასეთად აღიქვამდნენ. მთელი საიდუმლოება რომ კარგად გამოიყურებოდე არის, იმაში რომ თავს გრძნობდე თავდაჯერებულად.
ისწავლე საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა და სხვებიც დაგაფასებენ. თუ შენ საკუთარ თავს არ დააფასებ, ვერ მოსთხოვ რომ სხვამაც დაგაფასოს, შეგამჩნიოს.
ერთი წუთით დაფიქრდი და გაიხსენე შენი მეგობრები, თანამშრომლები. რამდენს იცნობ რომ სულაც არ არიან კლასიკური გაგებით ლამაზები მაგრამ ყურადღების ცენტრში არიან და ქალღმერთის აურა აქვთ?
დიახაც, თავდაჯერებულობა ეს უფრო მეტია ვიდრე შარმი და ნაკლები ვიდრე სექსაპილურობა. ეს ის არის რაც ქალს მაგიურს ხდის. ბევრ ქალს ეს აქვს ჩადებული, ბევრს გაუმართლა და ბავშობიდანვე შეიძინა თავდაჯერებულობა. მერე რა, თავდაჯერებულობა და თვითრწმენა ეს ის სილამაზის ხერხია რომელიც ყველას შეუძლია რომ ისწავლოს.
zalian lamazi blogia :*
ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ნელ ნელა შევეცდები რაღაცას დავამსგავსო…მადლოოობთ თიკ!!!!მამხნევებ!!!
გეთანხმები ანო, რას გიწერია არის სრული ჭეშმარიტება!
რაც საკუთარ თავზეც კი გამომიცდია!
მომწონს შენი ბოგუშკა კატუს :*
ert-erti usayvarlesi… qalma romelmac yvelafers tavisit miagwia. blogis shesaxeb vetanxmebi tina tin-s
madlobt tamta, tina tin da moiashi!
tavdajerebuloba zalian mnishvnelovania. magram xandaxan znelia sakutari tavis gjerodes….
დიახ, ზუსტად! 🙂
ის არასტანდარტული რაღაცები (გარეგნობაში) პირიქით მოგწონს თავდაჯერებულ ქალში. სწორედ რომ კარგი უნარია.
ცოტათი რიდსაც იწვევენ თავდაჯერებული ქალები და ერთ დღესაც, ვთქვათ, უკუღმა რომ ჩაიცვან წინდა, მალე ისიც ტენდენციად იქცევა და ყველა იფიქრებს, უი, ეს რა კარგი რამეაო.