ყველაზე მაგარი ვარჯიში!

რაც კი ოდესმე რამე სპორტზე, ვარჯიშებზე მივლია, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ როგორც იქნა ვიპოვე ის რაც ყველაზე მეტად მომეწონა (შემიყვარდა), შეესაბამება ჩემს ხასიათს, რაც მთავარია არ მეზარება (უფრო სწორედ ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა ვარჯიშის დღე) და არ ვაცდენ, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ზუმბა!

ზუმბა ეს არის ლათინური მუსიკის რითმებზე ცეკვა-აერობიკა-ფიტნესი, რომელიც 1990 წლებში შექმნა კოლუმბიელმა ალბერტო პერეზმა და 2008 წლიდან პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში. ზუმბა მოიცავს ჰიპ-ჰოპს, რეგეტონს, სალსას, სამბას და კიდევ სხვა მუსიკას და ცეკვის ელემენტებს  და არის უსაზღვროდ ენერგიული ვარჯიში. თუმცა როცა ზუმბას დრო მოდის, არც ერთხელ არ მიფიქრია რომ სავარჯიშოდ მივდივარ,  რადგან ეს ვარჯიში კი არა უფრო ცეკვა, გართობა და დასვენებაა ყველაფრისგან. ტყუილა არ არის რომ ამ ვარჯიშებს fitness party უწოდეს. ამასთანავე ერთ საათიანი ვარჯიშის დროს 500-დან 1000-ს კალორიამდე იხარჯება (გააჩნია წონას, ვაჯიშის ინტენსიობას, ხანგრძლივობას, ა.შ.). კვირაში 3- ჯერ ასეთი ვარჯიში და თუ უკვე ფორმაში არ ხართ, აუცილებლად მალევე დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს.

ზუმბას ინსტრუქტორები სერტიფიკაციას გადიან და ზუმბას ქსელში წევრდებიან. ეს იძლევა იმის საშუალებას რომ მათ ვებგვერდზე ვნახოთ თუ სად და როდის არის ზუმბას გაკვეთილები მსოფლიო მასშტაბით. თბილისი რომ მიუთითე არანაირი ინფორმაცია არ ამომიგდო. თუ თბილისში დავბრუნდი საცხოვრებლად, მაშინ აუცილებლად გავივლი ინსტრუქტორის კურსებს და შემდეგ „ფიტნესს ფართიზე“ მოგიწვევთ ყველას. მანამდე კი ან დაელოდეთ ვინმე სხვა ინსტრუქტორის გამოჩენას ან კიდევ შეგიძლიათ ამ გვერდიდან უფასოდ გადმოიწეროთ რამდნენიმე ვარჯიში (შესაძლებელია DVD-ის ყიდვა ვებგვერდიდან). მართალია ინსტრუქტორთან ერთად ბევრად ჯობია და მუსიკა/ვარჯიში ბევრად უფრო სახალისოა, მაგრამ მაინც, დამიჯერეთ არ ინანებთ!

ვიდეო ზოგადი წარმოდგენისთვის რამდენიმე მოძრაობის ახსნით:

 

Advertisements