სეზონის ტრენდები
წელს როგორც არასდროს ფერადი ზაფხულია მემგონი. მადრიდში ყოფნის დროს აღფრთოვანებული ვიყავი ფერადი შარვლებით, მაგრამ სტაფილოსფერ, ყვითელ და ლურჯთად შედარებით მწვანე და წითელს გამოვყოფ, რადგან უფრო ხშირად ეცვათ თუ გოგოებს და თუ ბიჭებს. მე განსაკუთრებით მწვანე ფერი მომწონს! თბილისიც ფერადი გახდა ეს წლებია. რა კარგია! წელს ჩემი ორ კვირიანი ვიზიტის დროს თვალი მოვკარი წითელ და მწვანე შარვლებში გამოწყობილ გოგოებს.
ასევე შესამჩნევია თუ როგორ მოდაშია ამ სეზონზე ყველაფერი რაც კოპლებიანია! იქნება ეს კაბები, ბლუზები, ქვედაბოლოები თუ თმის აქსესუარები!
შემოდგომის ტრენდების შესახებ არ დაგეზაროთ და ეწვიეთ http://www.taa.ge -ს, რომლის გვერდზე ყოველთვის გაეცნობით აქტუალურ ტრენდებს, საინტერესო ამბებს მოდა და სილამაზის სფეროში.
მადლობა 🙂
რისი? შენი ბლოგი ❤
გეთანხმები, ფერადი შარვლები ძალიან მოდურია და პირადად, ძალიან მომწონს 🙂 პირველად ზარას მაღაზიაში წავაწყდი და აღფრთოვანებული ვიყავი მახსოვს 🙂 🙂
მეც ასევე:))) რა კარგია რომ თბილისი ფერადი ხდება. სულ შავი მოსაწყენია:) ასევე აგვისტოში H&M -ს ვარდისფერი და ყვითელი შარვლები აქვს. http://www.facebook.com/groups/133102673446546/#!/media/set/?set=a.10150263681480913.324053.21415640912&type=1