ფასდაკლების სისტემა და Tbilisi Yoga Space

უკვე რა ხანია თბილისში ფასდაკლების ახალი სისტემა მუშაობს. ეს სისტემა ამერიკელმა ენდრიუ მეისონმა შეიმუშავა და მისი ყოფილი უფროსის მხრიდან 1 მილიონი დოლარის დაფინანსებით 2008 წელს შექმნა ვებგვერდი სახელად groupon (group coupon). იდეა მარტივია: ვებგვერდზე ქვეყნდება ყოველდღიურად ამა თუ იმ რესტორნის, სილამაზის სალონის, ფიტნესს ცენტრის, კინოთეატრის და უამრავი სხვა დაწესებულების კუპონები. უმეტეს შემთხვევაში სერვისის 50 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება გეძლევა. ეს სისტემა როგორც მომხარებლისთვის, ასევე კომპანიისთვისაც მომგებიანია. ნაკლებ თანხაში შეგიძლია ახალ რესტორანში წახვიდე, ახალი სალონი მოსინჯო, ან ახალ ფიტნესს ცენტრში სცადო ვარჯიში. თუ მოგეწონა გააგრძელებ სიარულს და კომპანიას შენი სახით ახალი კლიენტი ემატება. არ მოგეწონება და გულიც არ დაგწყდება, რადგან მთლიანი თანხა არ გადაგიხდია.

ამ სისტემას ამერიკაში ისეთი მოკიდებული აქვს ფეხი, რომ რესოტრანსა თუ სალონში მემგონი უკვე  აღარავინ დადის კუპონის გარეშე. ამასთანავე გრუპონს სოკოსავით გაუჩნდა კონკურენტები, Living Social Deals, Buywithme, Bloomspot, ა.შ. თბილისშიც აიტაცეს და ამჟამად 2 კომპანია www.swoop.ge და www.coupon.ge მოქმედებს. მეც ამ სისტემის აქტიური მომხმარებელი ვარ. იმდენად აქტიური რომ თბილისში 2 კვირით ყოფნისასაც კი შევიძინე კუპონი. ამჯერად ეს იყო იოგას 3 ფასდაკლებული გაკვეთილი Tbilisi Yoga Space-ში.

Facebook-ზე მათი გვერდი დავათვალიერე, აღმოჩნდა რომ რამდენიმე ჩემს მეგობარს „და- like-ებული“ ჰქონდა. ეს ჩემთვის ეგრევე ნიშანი იყო რომ „აჰა-კარგი უნდა იყოს“, რადგან ერთ-ერთი მეგობარი იოგას დიდი მოყვარული და მიმდევარია. მოკლედ ვიყიდე კუპონი (უფრო სწორედ დავაჭირე ღილაკს და მონაცემები შევავსე, გადახდა პირდაპირ ადგილზე ხდება), დავრეკე, ჩავეწერე და მეორე დღესვე მივედი.

Tbilisi Yoga Space

ცენტრი ნამდვილად მომეწონა. კოსტავას კუჩაზე მანსარდა მართლა კოხტად და გემრიელად აქვთ მოწყობილი. ატმოსფერომ ეგრევე დადებითად განმაწყო, მოვდუნდი. მასწავლებელიც გამოჩნდა, სხვა მოვარჯიშეებიც მოგროვდნენ და დავსხედით. სანამ ვარჯიშს დავიწყებდით მასწავლებელი გამომელაპარაკა. გამომკითხა იოგასთან აქამდე რამე შეხება თუ მქონია.

Tbilisi Yoga Space

რა მიზნები მაქვს და ასე შემდეგ. ძალიან ბუნებრივი შეკითხვებია, და სწორიც არის, რომ მასწავლებელი წინასწარ ეცნობა თუ ვინ უზის მას და შესაბამისადაც რომ დატვირთოს. ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა.

იოგა ფართო ცნებაა, სხვადასხვა სახისაა, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის გამოცდილება მაქვს, თან სხვებისგანაც მსმენია, ჟურნალები წამიკითხავს, წიგნიც მაჩუქეს ამ თემაზე, ერთი

მასწავლებელი ბექა

სიტყვით იოგაზე ზოგადი წარმოდგენა ნამდცილად გამაჩნია, და თავისუფლად შემიძლია განვაცხადო რომ საათნახევრიანი სუნთქვის ვარჯიშები, რომელიც მასწავლებელმა ბექამ Tbilisi Yoga Space-ში ჩაატარა, ჩემ წარმოდგენილ იოგას ( და ბევრს რომ წარმოუდგენია ისეთს) და თან პირველ გაკვეთილს ნადმვილად არ შეესაბამებოდა. ენის სიგარეტის ფორმად დახვევა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, მუხლებზე ჯდომა და ზურგის შეწევა-გამოწევით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, თითების მკერდის წინ შეერთება და იდაყვების მკერდის დონეზე აწევა და მარჯვნივ-მარცხნივ ტრიალებით ჩასუნთქვა- ამოსუნთქვა, მუხლებზე ჯდომა და ხელების ზევით აწევა და საათ-ნამის ძახილით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ის  მცირედი ჩამონათვალია რაც საათნახევრის მანძილძე მასწავლებელმა წიგნის ხელმძღვანელობით (!) გვაკეთებინა. კანკალმა რომ ამიტანა, გაუსაძლისი და მოსაწყენიც რომ გახდა ეს ყველაფერი, და თან კინოში უკვე მელოდებოდნენ ჩემი ბიძაშვილები, წამოვდექი და განვაცხადე – უკაცრავად მე დღეს მეყოფა ალბათ ვარჯიში-თქო. ვარჯიში ეხლა იწყება, ჯერ სად მიდიხარ, ასანებს ეხლა ვიწყებთო. ყბა ჩამომივარდა. კი მაგრამ რამდენი ხანი გრძელდება ერთი გაკვეთილი?-ვეკითხები. ეს მთვარეზეა დამოკიდებული, ორ -სამ საათს ვარჯიშობთ კარგი მთვარის დროს -მპასუხობს ისევ მასწი.  აი აქ მივხდი რომ დროზე უნდა ამეკრიფა ჩემი გუდა- ნაბადი და წამოვსულიყავი. ამის გარდა თუ შენი აურა მასწავლებლის აურასთან კონფლიქტში შედის (ეს მე ვერ ვიგრძენი, მაგრამ მიხვდებით რომ მასწმა მომახსენა), აქ მემგონი აღარც მთვარე და ვარსკვლავები დაგეხმარებათ. ისე შევიდოდა კონფლიქტში აბა რა იქნებოდა, საათნახევრიანი სუნთქვების მერე გული გაწყალებული და გაუგებარი კანკალი მქონდა ავარდნილი. ისიც უნდა ვახსენო რომ წასვლის წინ მასწმა აივანზე მიხმო და თავს როგორ გრძნობო მკითხა. რა უნდა მეთქვა – ცოტა გამიჭირდა, ცოტა ნელია, სირბილი მირჩევნია-თქო ვუპასუხე. არაუშავს, ეხლა ვარჯიშის მერე ცოტა ვერ იქნები, ყველაფერზე ფიქრს დაიწყებო. აი ყველაფერზე ფიქრის რა მოგახსენოთ, მაგრამ ის კი ვიფიქრე ეს სუნთქვითი ვარჯიშები მაინცდამაინც კარგ გავლენას ადამიანებზე არ ახდენს- მეთქი.

Facebook-ზე like-ებს არ ენდოთ და აი კუპონს კი მადლობა – ვსინჯე და ამჯერად საკმარისი იყო ერთი გაკვეთილი (ცნობისთვის ერთ თვიანი აბონიმენტი 120 ლარი ღირს). დარჩენილი ყოველი წუთი და საათი ისევ ოჯახთან და  მეგობრებთან მერჩივნა რომ გამეტარებინა. ჩემი იოგა, სიხარული და სიმშვიდე ზუსტადაც რომ ეგ არის.

Advertisements