ჯანმრთელობა, ჯანჯაფილი და მწვანე ჩაი
რა ჯობია იმას როცა სასიამოვნო სასარგებლოს ემთხვევა და რასაც მივირთმევთ არა მარტო მოგვწონს, არამედ ჩვებს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
რამდენიმე თვეა ჩემთვის აღმოჩენა გავაკეთე და მინდა თქვენც ამის შესხებ გაგიზიაროთ. ეს ნამდვილად გემრიელი (მე ლამისაა შეპყრობილი ვარ ისე მომწონს) და სასარგებლო პროდუქტებია.
გენმაიჩა, (Genmaicha, Генмайтя), ეს არის მწვანე ჩაი მოხალულ ბრინჯთან ერთად. ადრე ამ ჩაის ღარიბი იაპონელები სვამდნენ, რადგან ბრინჯით გაჯერებული ჩაი უფრო ნაკლები ღირდა. ახლა ყველა მიირთმევს ამ გემრიელ ჩაის, რომელსაც ჩემთვის მზესუმზირის, თუ ქუნჯუთის გემო დაკრავს მოხალული ბრინჯის გამო. გენმაიჩა ძალიან კარგია, რადგან
- შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს სხეულში უჯრედების დაზიანებისგან, ასუფთავებს სხეულს ტოქსინებისგან, და ამაგრებს იმუნიტეტს
- დაგეხმარებათ რომ დაიკლოთ წონაში. ჩაის დალევიდან 2 საათის განმავლობაში ჩქარდება მეტაბოლიზმი
- ამაგრებს ძვლებს და სახსრებს
- გააჩნია დამაწყნარებელი ეფექტი
- მწვანე ჩაი ზოგადად ხსნის დაღლილობას და ა.შ.
გენმაიჩა შეგიძლიათ შეიძინოთ ჩაი მანია-სგან. მაგრამ გენმაიჩაის დახასიათებას არ დაუჯეროთ, რომ ის ბატის ბუტის ნარევს წარმოადგენს. ეს უბრალოდ მოხალული ბრინჯია, რომელიც როცა სკდება ბატი ბუტს ემსგავსება. რაც შეეხება იმ ნაწილს რომ მას გეიშას საუზმეს უწოდებენ, რადგან მადას აკარგვინებს, ეს შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოცადოთ და დაადგინოთ მართალია თუ არა.
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (Ginger, Имбирь ), ეს არის ფესვი, ერთ ერთი უძველესი საკაზმი, რომელიც აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
შემადგენლობა
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
სამკურნალო ეფექტები
ჯანჯაფილი სამკურნალო ეფექტური საშუალებაა და გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს და ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. მას იყენებენ გულისრევის, „ზღვის დაავადების“ დროს. ამისთვის სპეციალური საღეჭი რეზინები იყიდება, რომელიც შეიცავენ ჯანჯაფილს და მაგალითად მანქანით დიდ მანძილებზე მგზავრობისას გიშველით.
გამოყენება
ჯანჯაფილი აზიურ სამზარეულში უხვად გამოიყენება. დამარინადებული ჯანჯაფილი სუშის აუცილებელი ნაწილი. (როგორი გემრიელიაა!!). ბოსტნეულის, ხორცის თუ თევზის კერძს ჯანჯაფილი პიკანტურ გემოს აძლევს. ქუნჯუთის ზეთი და ჯანჯაფილი ძალიან გემრიელი კომბინაციაა და სალათებს უხდება. ასევე მისგან მურაბა და შაქარყინული მზადდება. მურაბა არ გამისინჯავს, მაგრამ დაშაქრული ჯანჯაფილი ძალიან გემრიელია.
ამასთანავე სიტყვა ჯანჯაფილს საინტერესო ისტორია აქვს. თუ გაინტერესებთ რა კავშირშია ზანგი, ჯანჯაფილი, და მურაბა ერთმანეთთად, გირჩევთ არ გამოტოვოთ ლინგვისტუსის პოსტი ჯანჯაფილის მურაბის შესახებ.
თქვენი საყვარელი და სასარგებლო პროდუქტები რომელია?