თმის მოვლის საშუალებები – Bumble and bumble

Bumble and bumble

ვაგრძელებ სასარგებლო პროდქუტების მიმოხილვას, რომელიც გამოვიყენე და ნამდვილად მოვიხიბლე.

პოსტში რომელიც მუქი რგოლების და ჭაღარების დამალვაზე ვსაუბრობდი, ვახსენე Bumble and bumble (თან რა საყვარლად ჟღერს ბამბლ <3).

გინდათ დახვეული, ტალღოვანი თმები და არ გინდათ მუსი გამოიყენოთ, რომელიც აწეპებს და აშრობს თმებს? სცადეთ Bumble and bumble-ს curl conscious reactivating mist.

რამდენი წელი ვხმარობდი მუსებს. ასევე ვსინჯე თმის დასახვევი ლოსიონიც, სხვადასხვა სპრეიც, მაგრამ ძალიან მიხარია რომ საბოლოოდ აღმოვაჩნე ზუსტად ეს შეშაშხუნებელი, რომელიც თმებს არა მარტო უფრო გამოკვეთილ ხვეულს/ტალღოვანს ხდის, არამედ არაჩვეულებრივი ფრეშ სურნელი აქვს, რომელიც აუცილებლად ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ. მწეველი (და ხუჭუჭა) გოგონებისთვის ნამდვილი მიგნებაა. ალბათ იცით რომ სუნამოს თმებზე შეშხუპება არც თუ ისე კარგი იდეაა, რადგან ის აშრობს თმებს. Mist როგორც სველ ასევე მშრალ თმებზე შეგიძლიათ დაიტანოთ, თან თუ გნებავთ რამდენჯერმე დღეში, რათა გააცოცხლოთ თქვენი კულულები. გამოიყენება ყველა ტიპის ხვეული თმებისთვის.

თმის ნიღაბი deeep ასევე არაჩვეულებრივი სურნელით გამოირჩევა. თმებს სასწაულად არბილებს, სიცოცხლეს და ბზინვარებას მატებს. მთელი ზაფხული კვირაში 2-3 ჯერ ვიკეთებდი ამ ნიღაბს. ჩემი თმებისთვის სასწაული მოხდა – თმა რბილი და ნაზი მაქვს. ვფიქრობ რომ იმ გოგონებისთვისაც, ვინც ასევე ფენს ხმარობს, თმას მაღალ ტემპერატურაზე ისწორებს და განსაკუთრებით -იღებავს ან სხვა ქიმიური დამუშავებისგან თმა  აქვს დაზიანებული კარგი არჩევანი იქნება.

გაიჩერეთ კვირაში ერთხელ 20 წუთით მაქსიმუმ. ყველაზე კარგია თუ ზოგადად თმის ნიღაბის წასმის შემდეგ თბილ პირსახოცს შემოიხვევთ თავზე. პირსახოცი რომ შეათბოთ გამოიყენეთ საშრობი ან შეგიძლიათ პირსახოცი ცხელ/მდუღარე წყალში დაასველოთ, კარგად გაწუროთ და ისე შემოიხვიოთ.

Bumble and bumble -ს უამრავი სხვა პროდუქტები აქვს. შეგიძლიათ მათ ვებგვერდზე ყველაფერს დეტალურად გაეცნოთ. ზოგადად ბაზარზე ამდენი პროდუქტების, სხვადახვა ხაზების არსებობის ფონზე ძნელია ყველაფერი მოსინჯო, თან მარტო მოსინჯვა ხომ არ არის, შედეგის მისაღწევად გარკვეული პერიოდია საჭირო. მაგრამ ჩემ საყვარელ პროდუქტებს დრო დრო პოსტებში გავახმაურებ. თან მე თმის ნიღბების დიდი მოყვარული ვარ. შემდგომში თმის მოვლის სხვა ხაზზე დავწერ, რომელიც თბილისში აღმოვაჩინე, დედას სააბაზანო კაბინეტში.

ამ ვიდეოში გაეცნობით Bumble and bumble-ს!

Advertisements