ვემზადებით ზაფხულისთვის! [კითხვები+ პასუხები]

ზაფხული ახლოვდება. მალე აუზის სეზონიც გაიხსნება და განსაკუთრებით ამ დროს გვიჩნდება სურვილი რომ ვიყოთ კარგ ფორმაში. მართალია აჯობებს სულ ფორმაში ვიყოთ, მაგრამ რას იზამ, ხან ისე ვიქნებით, ხან ასე. ჯერ კიდევ დროს არის დავიწყოთ სწორი კვება და ვარჯიში. ვემზადებით ზაფხულისთვის!!!

[რამდენ ხანში დაგვეტყობა შედეგები?]

ყველას სხეული ინდივიდუალურია და გენეტიკაზეა დამოკიდებული- ზოგი სწრაფად დგება ფორმაში, ზოგი ნელა. ასევე გააჩნია კვებას, ვარჯიშის განრიგს, დასახულ მიზანს. ზომირებული ვარჯიშით, დაბალანსებული კვებით, კარგი ძილით შედეგები 3-6 კვირაში უკვე გამოჩნდება-მომატებული ენერგია, დადებითი განწყობა, კონცენტრაციის უკეთესი უნარი, სხეულის სიმკვრივე, მინუს 2-3 კგ.

[ასუქებს თუ არა ნახშირწყლები თუ მას საღამოობით მივირთმევთ?]

არა, თუ ნორმის ფარგლებში მივიღებთ და დღის განმავლოვაბაში მიღებულ კალორიებს არ გადავაჭარბებთ. უზომო რაოდენობის ნახშირწყლების მიღება დღის თუ ღამის არც ერთ დროს არ არის რეკომენდირებული.

no diet

[როგორ დავწვათ ცხიმი ისე რომ კუნთოვანი მასა შევინარჩუნოთ?]

პირველ რიგში აუცილებელია ადეკვატური რაოდენობის ცილები მივიღოთ. ზოგადი წესია, 0.8 გრამი ცილა თითო კილოგრამ სხეულის წონაზე. მ.გ. 55 კგ წონის ადამიანმა 44 გრამი ცილა უნდა მიიღოს საშუალოდ. ასევე გასათვალისწინებელია რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯისის წინ და შემდგომ რა საკვებს მივიღებთ. რაც უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობთ, სავარაუდოდ უფრო მეტი ცილა დასჭირდება თქვენს სხეულს/კუნთებს აღსადგენად. აქ დიეტოლოგის/ფიტნეს ტრენერის რჩევა იქნება საჭირო. ასევე რეკომენდირებულია ძალოვანი ვარჯიშები (strength training). არ გეგონოთ რომ ბოდიბილდერების კუნთები გექნებათ თუ ივარჯიშებთ განთელებით და გირებით. კვირაში ორჯერ თუ დაუთმობთ ამას დროს, თქვენი სხეული გამკვრივდება, კუნთები ტონუსში მოვა. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია კუნთი და, ტონუსშია, მით უფრო მეტ კალორიას წვავს თქვენი სხეული.

You-cant-out-exercise-a-bad-diet

[რა არის საუკეთესო გზა რომ დავიკლოთ ცხიმი ბარძაყებზე და დუნდულებზე?]

პირველი -უნდა მივირთვათ ჯანსაღი საკვები, ტორტი-მორტი ასუქებს.

აუცილებელია ასევე შევამციროთ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდეობა. აქ ინტერნეტში მთელი რიგი კალკულატორები არსებობს რომლებიც იმის და მიხედვით რამდენად აქტიურ ცხოვრებას ეწევით, გამოგითვლით რამდენი კალორია გჭირდებათ დღეში და სასურველი წონის მისაღწევად რამდენი ხნით და რამდენი კალორია უნდა მოაკლოთ თქვენს რაციონს. თქვენი გადასაწყვეტია უბრალოდ ნაკლებს შეჭამთ თუ ვარჯიშსაც დაურთავთ. მაგრამ როგორც იცით ოპტიმალური შედეგისთვის ვარჯიში აუცილებელია. 30 წუთიანი ვარჯიში კვირაში 3-5 ჯერ დასაწყისისთვის მშვენიერია, შემდეგ კი ნელ ნელა 60 წუთამდე უნდა ავიდეთ. კარგია ველოსიპედი, კიბეებზე ასვლა, სწრაფი სიარული, ძუნძული. კვირაში ორჯერ კი ძალოვანი ვარჯიშები დაგეხმარება რომ შეინარჩუნო, გაზარდო კუნთოვანი მასა და ამით მეტაბოლიზმი კარგად აამუშავო და მეტი კალორიები დაწვა. დუნდულების და ბარძაყების ვარჯიშები არ დაგავიწყდეს, კარგია სკვატები (ბუქნები) და ლანჯები (lunges).

თუ დროში იწურები, შეგიძლია მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გააკეთო. თუ რა არის ეს და რატომ არის კარგი, დააჭირე აქ>>>>>.

[რა ჯობია ჯერ კარდიო გავაკეთო და მერე ძალოვანი ვარჯიშები თუ პირიქით?]

გააჩნია შენს მიზნებს. თუ წონაში დაკლება გინდა- მაშინ ჯერ კარდიო მერე ძალოვანი ვარჯიშები. თუ კუნთების გაზრდა- მაშინ პირიქით.

ვინ როგორ ემზადებით ზაფხულისთვის? მომწერეთ.

წარმატებები!

Amag