უმარტივესი ხერხი სახლში არაჩვეულებრივი სურნელი რომ ტრიალებდეს

IMG_6477

როგორ მიყვარს როცა სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. სახლს უფრო თბილს, სასურველს, მყუდროს ქმნის. არომატიზირებული სანთლები კარგი საშუალებაა, მაგრამ ეგ ვარიანტი უფრო საღამოს უხდება, მაგრამ რა ვქნათ როცა ლიმნის, ფორთოხლის, ლავანდა თუ ვანილის სურნელი გვინდა რომ დღისითაც გვიქმნიდეს განწყობას? მე მინდა ყოვლად მარტივი და ნატურალური ხერხი შემოგთავაზოდ თუ როგორ შეიძლება მოამზადოთ თქვენი გემოვნების მიხედვით ოთახში შესაპკურებელი სპრეი.

ამისთვის დაგჭირდებათ:

სპრეი ბოთლი

არაყი და წყალი 50/50 -ზე გაზავებული.

ეთერზეთი, გემოვნებით

რაც შეეხება ეთერზეთის წვეთების რაოდენობას, აქ უნდა იხელმძღვანელოთ თუ თქვენ სურნელის რა ინტენსივოვა გსიამოვნებთ.

ლავანდა და ლიმონი ზაფხულისთვის არაჩვეულებივია. ლიმონის სურნელი აცოცხლებს ადამიანს, დადებითად განაწყობს და ლავანდას სარელაქსაციო თვისებებზე კი არაერთი სტატია დაწერილა. თუმცა გაითვალისწინეთ რომ რაც არ უნდა კარგი თვისებები ჰქონდეს ეთერზეთს, მთავარია სურნელი თქვენთვის სასიამოვნო იყოს.

გამოიყენეთ სპრეი როგორც  ოთახში შესაპკურებლად, ასევე აბაზანაში, ლოგინზე მოსფრქვევათ, სავარძელზეც, ტანსაცმლის კარადაში. შექმენით ყველგან სასიამვნო გარემო.

Amag

Advertisements