ცოტა რამ კორეული კოსმეტიკის შესახებ

დიდი ხანია კორეულმა კულტურამ მთელი აზია მოიცვა, ევროპაც დაიპყრო და ამერიკაც. კეიფობი, სერიალები და ფილმები ძალიან პოპულარულია ყველგან, მათ შორის ეგ ფენომენი არც ჩვენთვის ყოფილა უცხო. კორეულმა კულტურამ ჩვენც გაგვიტაცა და ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე უხვად გადააწყდებით ფორუმებს, საიტებს რომელიც კორეულ ტალღას არის მიძღვნილი. ზოგი სერიალი ქართულადაც ყოფილა გახმოვანებული და პალიტრა-ტვ-ზე გადის. >>>>>>>

სამხრეთ კორეელებს ძალიან უყვართ თავის მოვლა, კოსმეტიკა, მოდურად ჩაცმა. შეიძლება თამამად ითქვას რომ სეულში მოსეირნე ახალგაზრდობა ახალ ტრენდებს უდებენ სათავეს, და ეს ეხება არა მარტო ფეშენ ინდუსტრიას, არამედ კოსმეტიკა, პოპ კულტურასა და ტექნოლოგიის სფეროებს.>>>>>>

განსაკუთრებით ეხლა იგრძნობა  კორეული კოსმეტიკის მიმართ დიდი ინტერესი და მისი ზეგავლენა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თავის მოვლის რეჟიმი. სამრეთ კორეელებს დასავლეთი სამყაროსგან განსხვავებით რამდენ ეტაპიანი თავის მოვლის პროცედურა აქვთ, რომელიც მოიცავს ტონიკების, ესენციების, სერუმების, სახის ნიღბების რეგულარულ და ერთდროულ გამოყენებას. შედარებით ახალი ტრენდია ჩვენთვის სახის ორმაგი წმენდა (double cleansing), ჯერ ზეთით და მერე ჩვეულებრივი სახის დასაბანი საშუალებით.>>>>>>

ნიღბები, რომელიც არა კრემოვანი პროდუქტებისგან, არამედ სერუმით გაჟღენთილი ნაჭრის სახით იდება სახეზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ამჟამად.

facemaskhor

BB კრემების შესახებ უკვე ყველამ ვიცით ბოლო რამდენიმე წელია. ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს რამდენიმეს ერთად (სერუმი, პრაიმერი), და ერთდროულად ტონალურიცაა, დამატენიანებელიც და მზისგან დამცავიც. ყოვლად ფანტასტიური პროდუქტია ტონალური რომელიც ღრუბელშია გაჟღენთილი– Cushion Foundation. მე მსგავსი მსუბუქი, სასიამოვნო, კანს რომ ერთი ხელის მოსმით უნაკლოს ხდიდეს არ მინახავს არასდროს.

ერთ ერთი ძალიან ცნობილი სერიალის, ჩემი სიყვარული ვარსკვლავიდან (My Love From The Star), 별에서 온 그대, მთავარი გმირი ჩონგ სონგი, რომელსაც ჯუნ ჯი ჰიუნი ასრულებს, ერთ ერთ ეპიზოდში სარკის წინ ზის და  თავს ილამაზებს ზუსტად რომ ამ ღრუბელ ტონალურით.

CHong Song

ჯუნ ჯი ჰიუნი არნახული პოპულარობით სარგებლობს აზიაში. თავის მოვლის საშუალებიდან რასაც ხელს კიდებს ყველაფერი წამებში დახლებიდან ქრება. >>>>>

თუნდაც ერთი წლის წინ ამერიკაში იბეის/ ამაზონის გარდა ხელმისაწვდომი კორეული პროდუქტების შეძენა რთული იყო. მაგრამ ეხლა დიდი მაღაზიათა ქსელები როგორც Sephora, Urban Outfitters, Forever21, Target უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქტებს, როგორიცაა TONYMOLY, Peripera, THEFACESHOP, Skinfood, Clio, Holika Holika, Mizon, Laneige, Dr. Jart, Amorepacific, ა.შ.

რამდენიმე კორეულ პროდუქტზე ამ პოსტშიც ვწერდი. ძალაინ ძნელია გვერდი აუარო კორეულ კოსმეტიკას. დიდი არჩევანია, კარგი ხარისხი, მისაღები ფასები, უსაყვარლესი შეფუთვა. სუფთა, ბზინვარე სახის კანი ყველაფრის სათავეა და ყველა ხერხს მიმართავენ მის მისაღწევად. თავის მოვლის უამრავი ნაირსახეობა არსებობს სხვადასხვა საინტერესო ინგრედიენტებით. ძალიან პოპულარულია ლოკოკინას ესენციის შემცველი პროდუქტები (snail cream).

თუ თქვენც გაქვთ შეხება კორეულ კულტურასთან, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება აუცილებლად.

poongsan2ერთ კორეულ ფილმს შემოგთავაზებთ – პონგოსანი (Poongsan), რომელიც ერთ ახალგაზრდა ბიჭზეა, რომელსაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას გამავალ საზღვარზე ჩუმად გადააქვს წერილები, სურათები, ვიდეოები იმ ოჯახებისთვის ვინც საზღვრის სხვადახვა მხარეს აღმოჩნდნენ. იგი დიდი სიმარჯვე და მოხერხებულობით გამოირჩევა. ერთხელაც ერთ შეკვეთას იღებს რომ საზღვარზე გოგონა უნდა გადაიყვანოს, რომელიც ჩრდილოეთ კორეადან გამოქცეული მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის საყვარელია და ყველაფერი აქედან იწყება. ძალიან ემოციური ფილმია. გირჩევთ რომ უყუროთ.

Amag

Advertisements