კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით
კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით არავისთვის სიახლე არ არის. ინტერნეტში უკვე საკმაო ინფორმაცია მოიპოვება. პირველად კვების ამ მეთოდის შესახებ რამდენიმე წლის წინ ექიმი, დიეტოლოგი და ჩინური მედიცის სპეციალისტი ლალი ბარქაიასგან შევიტყვე. რა თქმა უნდა ძალიან დავინტერესდი, ზოგადი მიმართულებები ლალიმ მომაწოდა მაგრამ დეტალური წიგნი ამის შესახებ ვერსად ვერ ვნახე. 5 წლის წინ გერმანიაში მქონდა ბედნიერება რომ ეს წიგნი ჩამივარდა ხელში. რა თქმა უნდა შევიძინე და მინდა თქენც მთავარი პრინციპები, ოთხივე ჯგუფის სისხლის ზოგადი დახასიათება და ლინკები გაგიზიაროთ. ვისაც მეტი ინფორმაციის გაგება სურს, ან კონკრეტული კითხვები გექნებათ შეგიძლიათ კომენტარების და იმეილის სახით დამიტოვოთ და შევეცდები ყველაფერს თვით ავტორის წიგნზე დაფუძნებით გავცე პასუხი.
სისხლის ჯგუფის კონცეფციის ავტორი გახლავთ ამერიკელი ნატუროპათოლოგი ექიმი პიტერ ჯ. დადამო (Dr. Peter J.
D’Adamo). მისი ვებ გვერდია http://www.dadamo.com. ის წლების მანძილზე იკვლევდა სისხლის ჯგუფის, კვებისა და დაავადებების ურთიერთ დამოკიდებულებას. მან მილიონზე მეტი ადამიანი დაარწმუნა იმაში რომ სისხლის ჯგუფის, კვების, ცხოვრების სტილსა და ჯანმთელობას შორის დიდი კავშირი არსებობს. ექიმი დადამო დაიბადა 1956 წელს ნიუ-იორკში. მას რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის ჩემს ხელთ არსებული „4 Blutgruppen. Die Strategien und das Kochbuch fur ein gesundes Leben”, ანუ ოთხივე სისხლის ჯგუფის დახასიათება, სტრატეგიები და სამზარეულო წიგნი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად: იდენტობა და სისხლის ჯგუფი, რჩევები სისხლის ჯგუფის მიხედვით და მესამე, სისხლის ჯგუფი და ჯანმრთელობა.
ალბათ ყველას აინტერესებს თუ თავის სისხლის ჯგუფის მიხედვით როგორ უნდა იკვებოს, მაგრამ ვისაც ცოთა მეტის გაგება სურს და აინტერესებს როდის წარმოიქმნა ესა თუ ის სისხლის ჯგუფი, რა არის აგლუტინოგენები და აშ., მაშინ შეგიძლიათ სამედიცინო ინტერნეტ ჟურნალის ამ გვერდზე წაიკითხოთ მოკლე შეჯამება.
სისხლის ჯგუფები იყოფა შემდეგნაირად:
პირველი ანუ O- „მონადირე“, „მტაცებელი“ ადამიანია. ყველაზე ძველი სისხლის ჯგუფი, საიდანაც წამოვიდნენ დანარჩენები. კვება უნდა შედგებოდეს უცხიმო, ცილოვანი პროდუქტებისგან. თუმცდა არ შეცდეთ, ასევე უამრავი ხილი და ბოსტნეული არის რეკომენდირებული და აუცილებელიც კი. დედამიწის მოსახლეობის 33,3% აქვს ეს სისხლის ჯგუფი.
შემდეგ წარმოიშვა მიწათმოქმედნი, მეორე ჯგუფის სისხლი ანუ A, რომლებიც იკვებებოდნენ იმით რაც მოჰყავდათ. მათ უხდებათ ყველაზე მეტად ვეგეტერიანული კვება. დედამიწის მოსახლეობის 37,8% აქვს ეს სისხლის ჯგუფი.
მესამე ანუ B ჰქონდათ მომთაბარეებს და გამოირჩევიან, იმით რომ ყველაფერს კარგად ინელებენ და ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. შესაბამისაც მათი რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს და შედგებოდეს ცოტა ცოტა ყველაფრისგან. სტრესის დროს ხორცს უნდა ანიჭებდეს უპირატესობას. დედამიწის მოსახლეობის 20,6% აქვს ეს სისხლის ჯგუფი.
მეოთხე, ყველაზე იშვიათი AB ჯგუფი – ,,ახალ ადამიანებს” წარმოადგენს, რომელიც მეორე A და მესამეს B შერეულია და ახასიათებს მგრძნობიარე მომნელებელი სისტემა და ვეგეტარიანულ საკვებს უნდა ანიჭებდნენ უპირატესობას. დედამიწის მოსახლეობის 7–8% აქვს ეს სისხლის ჯგუფი.
გამეორება რომ არ გამომოვიდეს მინდა შემოგთავაზოთ ლინკები სადაც მოიპოვება სისხლის ჯგუფის კვების ზოგადი მიმართულებები:
ოთხივეს მიმოხილვა არის საიტზე dieta.ge და ასევე Inga22-ის ბლოგის გვერდზე.
მეტი ინფორმაციისთვის და კონკრეტული პროდუქტების შესახებ შეგიძლიათ მომწეროთ. ასევე მაქვს ჯერ ჯერობით მხოლოდ I ჯგუფის სისხლის სრული სია ინგლისურად excel-ში და ვისაც დაგაინტერესებთ შემეხმიანეთ.
pirveli jgufis exeli gamomigzavne ra mailze gtxov
gamarjobat. tu shegidzlian mailze gamomigzavno upro meti informacia am temastan dakavshirebit. prezentacias vaketeb universitetshi “kveba da sisxlis jgupi” da tu shegidzliat damexmaret. cinascar madloba.
iqneb datvrilebit mogvatodot informacia
gamarjoba, rezus meore uaryopiti jgupis sisxlis shemtxvevashi riti unda vixrlmdzgvanelo ?ertidaigivdadebitic
I have checked your website and i’ve found some duplicate content, that’s why you
don’t rank high in google’s search results, but there is a tool that can help you to create 100% unique articles, search for; boorfe’s tips unlimited content
I have noticed you don’t monetize your blog, don’t waste your traffic, you can earn additional bucks every month because
you’ve got high quality content. If you want to
know how to make extra $$$, search for: Ercannou’s essential
adsense alternative
This waas a lovely blog post