ჩემი პატარა საიდუმლო

შეიძლება შეამჩნიეთ ჩემი გაუჩინარება ბლოგიდან, შეიძლება ვერა, იქნებ ძველ პოსტებს ავლებდით თვალს, ყოველშემთხვევაში მინდა შეგატყობინოთ რომ მე დავბრუნდი და ამჯერად უფრო ვიაქტიურებ. ამ ყველაფერს მიზეზი აქვს და მინდა ეს სასიხარულო ამბავი თქვენც გაგიზიაროთ. მე და ჩემი მეუღლე ველოდებით პატარას, ანუ სულ რაღაც 25 კვირაში ჩვენს პატარა ოჯახს ახალი წევრი შეემატება. ეს მატება ვფიქრობ ბლოგსაც დაეტყობა, მაგრამ არ გეგონოთ რომ საბავშო/ორსულთა ჟურნალად გადაქცევა მაქვს ჩაფიქრებული. უბრალოდ ალაგ-ალაგ შევეცდები ჩემი შეხედულებები, გამოცდილება, გრძნობები გაგიზიაროთ. დედიკოებო, ვინც ასევე ელოდებით, ან გეგმავთ, უბრალოდ ყველას ვისაც საინტერესო ამბების, რჩევების გაზიარება გსრუთ, გთხოვთ არ დაგეზაროთ და მომწერეთ ხოლმე. ძალიან გამიხარდება.

ამასობაში გაზაფხულიც დადგა. ვაშინგტონშო თოვლიანი და სუსხიანი ზამთარი გადავაგორეთ. ეხლაც საშინლად ყინავს და შემდეგ კვირას ისევ თოვლს და -8 გრადუსს აცხადებენ.

ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ორცხობილა და ცხელი შოკოლადია.

SLIDEAmag