პირველად “ვიზაჟისტის” როლში-ანუ ადვილია თუ არა მაკიჟის გაკეთება სხვისთვის
შარშან დაბადების დღეზე ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ფანტასტიური სიურპრიზი მომიწყო და ერთი არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა, რომელმაც ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. არა ეს ფილოსოფიური ნაშრომი არ გახლავთ, არც საინტერესო რომანი, არამედ ცნობილი ბობი ბრაუნის მაკიაჟის სახელმძვანელო, რომელშიც საკმაოდ მარტივად, გასაგებ ენაზე არის აღწერილი ყველაფერი რაც მაკიაჟის შესახებ უნდა ვიცოდეთ. (შარშანდელი დაბადების დღის პოსტი შეგიძლია იხილო აქ).
ამ წიგნმა სტიმული მომცა წაკითხული და ნასწავლი არა მარტო ჩემზე არამედ სხვა ადამიანებზეც გამომეყენებინა. ჩემი პირველი მოდელები დიდი მოლაპარაკების შემდეგ ჩემი ოჯახის წევრები გახლდათ. თვითონ პროცესი ძალიან სასიამოვნო მომეჩვენა და შედეგიც რომ კარგი გამოვიდა კიდევ უფრო გამიხარდა. საქმე იქამდე მივიდა რომ წელს ნოემბერში ერთ ერთი მუსიკალური ჯგუფის კლიპის 3 დღიან გადაღებაზე ვისაზიჟისტის ასისტენტი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვიზაჟისტი არ გამოცხადდა და რადგან გადაღება საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანი გახლდათ, თან არც დრო იყო შემცვლელის პოვნისთვის, ეს საქმე მთლიანად მე მომანდეს. მართალია არაფერი განსაკუთრებულის, კრეატიულის გაკეთება საჭირო არ იყომ მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ძალიან ვინერვიულე. საბოლოოდ იმ ფიქრმა რომ “რაც იქნება, იქნება” ამიყოლია. თან ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა და მამხნევებდა რომ თუ არ გამოგივა და ამისთვის ხომ არ მოგკლავენ, წამოსვლის პუდრი ერთი კარგად შეაყარე და ისე წამოდიო. 🙂
გადაღებები უმეტესწილად ერთ ერთი ჯგუფის წევრის სახლში მიმდინარეობდა და ნამდვილად დამღლელი აღმოჩნდა. დილის 4 საათზე ვდგებოდით რომ 7- ზე ადგილზე ვყოფილიყავით და საღამოს 8 საათამდე მხოლოდ ერთხელ ვისვენებდით. საერთო ჯამში ძალიან გავერთე, მაგრამ ვნერვიულობდი. მაგალითად ერთ ერთ ბიჭს საშინლად მშრალი და აქერცლილი კანი ჰქონდა და დავიტანჯე როგორმე რომ ერთიანი და გლუვი იერი მიმეცა. ცხვირის გარშემო მაინც ცუდად ჩანდა და გადაღების დროს ისეთ შუქში მოუწიათ მისი დაყენება რომ ეკრანზე ისე გამოჩნდა თითქოს ყველაფერი კარგად ყოფილიყო.
რამდენიმე დასკვნა და შეჯამება:
– საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყველაფერი სინათლის/ განათების ამბავია ნამდვილად. იქნება ეს გარეთ თუ შენობაში, ყვითელი თუ თეთრი ნათურები, ასევე თუ როგორ გეცემა შუქი და აშ.
– დიდი მნიშვნელობა აქვს კანის ფერს-თბილი, ცივი, თუ ნეიტრალური. სწორი ფერების არჩევაში ზუსტად რომ ეს დაგეხმარება.
– კანის ფერის მიხედვით მოსახდენი ფერთა გამის არჩევა შეგიძლია, მაგრამ კიდევ უფრო სწორი არჩევანისთვის თვალების, თმების, სამოსის ფერები უნდა გაითვალისწინო.
– ვიღაცაზე რომ ტუჩსაცხის ფერი მოგწონს, არ ნიშნავს რომ ბრმად უნდა შეიძინო იგივე შენც. ერთი და იგივე ფერი ტუჩის ფერის მიხედვით სხვანაირად “ჯდება”.
– ყველას უხდება მაკიაჟი. მთავარია იპოვო ის რაც შენ მოგწონს და გიხდება.
აი რამდენიმე სურათიც.
გადაღება: კლიპი Secret , ჯგუფი: Fight the Lion, ადგილმდებარეობა: ვაშინგტონი, სურათები: IgorDmitry (www.igordmitry.com)
საინტერესოა. განათებას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს და საკუთარი კანის ფერის თუ ტიპის შესახებ, მაგრამ ძალიან ხშირად, პროფესიონალებიც ცდებიან. ამ ფოტოებზეც ბევრია ფოტო, სადაც საკმაოდ ცუდ მაკიაჟს უკეთებენ
Sophie, მადლობთ გამოხმაურებისთვის!
კი პროფესიონალებიც ცდებიან ალბათ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული რამდენად ბედნიერი გავა ადამაინი ვიზაჟისტის კაბინეტიდან:)
რაც შეეხება ამ ფოტოებს, მაკიაჟი ჩემი გაკეთებულია. მე არც პროფესიონალი ვარ და არც რაიმე კურსი მაქვს გავლილი რომ პროფესიულ დონეზე შევასრული საქმე.
შესაბამისად სათაურში სიტყვა ვიზაჟისტი პრჭყალებში ჩავსვი:)
გეთანხმები, საუკეთესო ნამუშევრები შეიძლება არ არის, მაგრამ იმ ფონზე რომ არავინ ყავდათ და ყველანი უკამიაჟოდ საშინლად გამოიყურებოდნენ, ეკრანზე ესეც კარგად ჩანდა და ჩემთვისაც კარგი პრაქტიკა გამოვიდა.
ანო, ძალიან მომეწონა ეს პოსტი. და სურათებზე გავგიჟდი, შესაბამისად შენმა ნაღვაწმა მომხიბლა. რომ დაგვიბრუნდები აუცილებლად ჩავეწერები შენთან მაკიაჟზე 🙂 მომენატრე ძალიან! :*
ნინი შენ რომ არა და შენი საჩუქარი არაფერიც არ იქნებოდა!<3<3<3 მიხარია რომ მოგეწონა. შენი მოსაზრება ხომ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის!
ერთ ცნობილ ვიზაჟისტთან დადიან ჩემი მეგობრები და რა კარგად სწავლობენ რომ იცოდე. 😦
მართლა? რა კარგია. ანუ სპეციალურ კურსებზე დადიან? თავისთვის თუ მერე სამუშაოდ? რა საინტერესოა!
კი, სპეციალურ კურსებზე დადიან. არა, თავისთვის. მუშაობით ჩემთან მუშაობენ. ხოდა უბრალოდ ისე დადიან თავისთვის.
Kate სად დადიან ხომ არ იცი? რა კარგია რომ დადიან და სწავლობენ! მეც მინდა გაკვეთილები 😦
სად და ვიზაჟისტი რომ არის ეკა ჩანჩიბაძე. აი მაგასთან.
ეკა ჩანჩიბაძე – ვიცი. ჩანჩიკას არ ეძახიან? თმებზე ვიყავი მასთან და მე პირადად რაც გამიკეთა მთლიანობაში არ მომეწონა, მაგრამ ჩაწნილი რაღაცეეები კარგი იყო მართლა.
ძალიან საინტერესო იყო! ♥♥
Pingback: რგოლი, რომელშიც მაკიაჟი მე გავაკეთე « A Magazine
ano tu icii saqartvelosi bobi brownis eg wigni iyidebaa ???
არ ვიცი ნამდვილად, თუმცა არა მგონია. ინტერნეტიდან რომ გამოიწერო?
xo mec egre vpikrob ak versad ver vnaxee 😦 madloba :*