ახალი იმიჯი, ანუ მაკიაჟის ეფექტი

ბევრს არ უყვარს მაკიაჟი, გონია რომ სახის კანს აფუჭებს, ზოგს მარიტვად ეზარება ეს პროცედურა, ზოგს ბუნებრიობას არაფერი ურჩევნია, ზოგს მაგის დრო არც ააქვთ და თვლის რომ ეს „შრომატევადი“ საქმეა. ერთი სიტყვით უამრავი მიზეზეი არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უთმომებნ დროს ქალბატონები ამ არაჩვეულებრივ ხერხს, რომლითაც შეგვიძლია ჩვენს სახის ლამაზ ნაკვთებს ხაზი გავუსვათ, ხოლო პატარა ნაკლოვანებები კი დავფაროთ.

გთავაზობთ სურათებს, რომ დარწმუნდეთ თუ რა შეუძლია სწორად შერჩეულ ფერებს, კარგ კოსმეტიკას, ცოტა დროს და მონდომებას.

მოდელი გახლდათ ის, ვისაც არც დრო და არც სურვილი აქვს „პრანჭიაობისთვის“. ამასთან ერთად ის არც საწყის ცონდას ფლობს ამ სფეროში და შესაბამისად იმ ზღვა პროდუქტებიდან რაც იყიდება არც იცის რა უნდა აარჩიოს და როგორ მოირგოს. ფიქრობს რომ მაკიაჟის გაკეთებას ძალიან ბევრი დრო სჭირდება.

ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო ადამიანი რომ თუ სურვილი აქვს 2 წუთშიც შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა (თუ როგორ იხილე მომდევნო პოსტში) . საბოლოოდ დავითანხმე ჩემი მოდელი, რომ ერთხელ გვეცადა და ცოტაოდენი დრო დაგვეთმო მისი გარეგნობისთვის. შედეგი თქვენ თვითონ შეაფასეთ და ძალიან გამიხარდება თუ თქვენ აზრზსაც გამიზიარებთ.

სურათის გასადიდებლად  “დააკლიკე” მასზე.

"ა ლა ნატურელ"

დატენიანების პროცესი

ტონალურის პროცესი

შემოწმება

პუდრი, რუჟი

თვალის ჩრდილები, წარბების პროცესი

შედეგი