ვარდისფერი ცხოვრება

ბევრი რაღაცეები დაგროვდა ჩემთან.  ერთი კვირა სტუმრები მყავდა- ჩემი ჯგუფელები გერმანიიდან რომელიც 3 წელი არ მყავდა ნანახი. ასევე სასიხარულო ამბავია ახალი სამსახურის დაწყება, სადაც მანამდე პრაქტიკებს გავდიოდი და ძალიან სასიამვნო ატმოსფერო სუფევს თან ძალიან კარგი ორგანიზაციაა. ასევე ჩამოვაყალიბე სამომავლო მიზნები და შევიმუშავე გეგმა მათ განსახორციელებლად. ბოლო კვირა მხოლოდ ამით არ შეიმოიფარგლებოდა- არ შეიძლება არ ავღნიშნო ჩემი pink.ge-ს კრეატიულ, მონდომებულ და ძალიან საყვარელ  ჯგუფთან გაერთიანება!

ეს ყველაფერი ძალიან კარგი დასაწყისია და დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერს ხუთიანზე გავართმევ თავს.

გუშინ, კვირა დღე- სანუკვარი დღე მქონდა. ისეთი დღე რომელიც პატარა პატარა სიხარულებისგან შედგება და მას  სამახსოვრო დღედ აქცევს.

დამღლელი  კვირისგან თხილის არომატიანმა ყავამ გამომაცოცხლა. დილა ზუსტად რომ ამ სურნელით დაიწყო და ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა, რაც მთელი დღის განმავლობაში გამყვა.

გემრიელი ყავის და საუზმის შემდეგ ცხელმა აბაზანამ და ახალ შეძენილ მარწყვის ტანის გელმა უფრო დაატკბო დღე და მეოცნებე და ვარდისფერ გუნებაზე განმაწყო.

ამას მოყვა ჩემი ყველაზე საყვარელი პროცედურა- თმის ნიღაბი. მართალია თვითონ პროცედურა არაფრით გამოირჩევა, მაგრამ აბა მითხარით ვის არ გსურთ რომ გქონდეთ რბილი და ბზინვარე თმები? მითუმეტეს, როცა ამდენი საღებავის, ფენის, სხვადასხვა პროდუქტების გამოყენებისგან ის მთლად გამოფიტულია…

თავის მოვლის პროცედურებს რომ მოვრჩი, მივადექი დაგროვილ წაუკითხავ ჟურნალებს და ერთი ამოსუნთქვით გავეცანი ახალ სტატიებს  აქტუალურ საჭირბოროტო თემებზე, კვებისა და ვარჯიშის რჩევებს, მოდისა და მაკიაჟის სფეროში ტრენდებს.

შემდეგ ჩემი ახალი სუნამო Narciso Rodriguez For Her ვიპკურე, სიმყუდროვეში მივუჯექი ჩემს ლეპტოპს, გემრიელი ბანანის და თხილის ნაყინიც გვერდზე მოვიმარჯვე და ჩავიძირე pink.ge- ვარდისფერ და ლამაზ სამყაროში და მორიგი სტატიის წერას შევუდექი.ეს ჩემი ახალი ფაზის, ვარდისფერი ფაზის დასაწყისია.