ასიამოვნე საყვარელ ადამიანს!

თუ საყვარელ ადამიანს გინდათ ასიამოვნოთ, და თან თუ მისი დაბადების დღე ახლოვდება, რატომაც არ უნდა გაახაროთ და მოუწყოთ სიურპრიზი, იმით რომ გამოაცხოთ ტორტი, და რაც მთავარია – დაურთოთ ისეთი გაფორმება რაც მის საყვარელ საქმიანობას ან ნივთს, მის ხასიათს, ან თქვენთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო დეტალს გაუსვათ ხაზი. ეს კიდევ ერთხელ გახდის ნათელს, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ, ზრუნავთ, და გინდათ რომ ასიამოვნოთ და თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ. უყვარს ფოტო-ვიდეობის გადაღება? გამოწერძე ფოტოაპარატი. უყვარს ფეხბურთი? მაშინ ბუცები, ან ბიჭუნა გეტრებში და ფორმაში კარგი გამოსავალია. ბურთიც არ დაგავიწყდეთ. ერთი სიტყვით არ დაიზაროთ და  დამიჯერეთ შრომა დაგიფასდებათ!

როგორ გავაკეთოთ? დაგჭირდებათ:

  • საყვარელი ადამიანი!
  • იდეა!
  • ტორტი! გამოაცხვეთ ან შეუკვეთეთ სადა. ფერი აარჩიეთ თემატიკიდან გამომდინარე.
  • შაქარის პასტა ფიგურების გამოსაძერწად! შეგიძლიათ იყიდოთ მზა ან თქვენთვითონ გააკეთოთ. რეცეპტი ამოღებულია ფორუმ.ჯე-დან:

კვერცხის ცილაში გადაზილე თანაბარი პროპორციებით გაზავებული შაქრის პუდრა, სიმინდის სახამებელი, გლუკოზას ნარევი + ცოტაოდენი კარგი ხარისხის კარაქი, ესეც მხოლოდ ხელზე უნდა გადაისვა, როცა პასტას დაამუშავებ. არ მიგეკრობა და სიპრიალესაც მისცემს.

რჩევა: აჯობებს შეიძინოთ თეთრი შაქრის პასტა და სხვადასხვა ფერის საჭმლის შესაფერებლები. შაქრის პასტას კბილის ჩხირით შეურევთ ფერს. შემდეგ აზილავთ, სანამ კარგად არ გადანაწილდება. თუ ღია გამოვიდა, დაამატებთ ფერს, აზილავთ. ამას გააგრძელებთ სასურველ შედეგამდე.

ფიგურების გამოსაძერწად ნიჭი ან პრაქტიკა დაგჭირდებათ.  ქართულენოვანი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ http://www.perfectcook.org – ს ან უბრალოდ დაგუგლეთ fondant figures.

ესეც ჩემი ტორტი ჩემი უსაყვარლესი მეუღლისთვის, რომელიც მისი დაბადების დღისთვის მოვამზადე.

ძალიან გაუხარდა და საერთოდ არ მოელოდა, რადგან არც ტორტის მცხობელი ვარ და მითუმეტეს არც დეკორატორი. მეც უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვიყავი ჩემი სიურპრიზით და შემოქმედებით.