კავაიი კერძის კონკურსი!!!

ვინც იაპონური კავაის კერძების სურათები ნახა ამ პოსტში, გთხოვთ არ მითხრათ რომ ამ საყვარელი ცხოველების ფიგურების მიმართ გულგრილი დარჩით! აბა ვის უნდა რომ გამოსცადოს თავისი კრეატიულობა, ხედვა, კომპოზიცია, ხელმარჯვეობა? კრიტერიუმებიც გამომიცხადებია და კონკურსი დაწყებულად ჩაითვალოს. თუ ისედაც გიყვართ საჭმელების მომზადება,  მოამზადეთ კავაიის კერძიც, გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამაინი, შემდეგ გადაუღეთ კერძს სურათი და მომაწოდეთ მე! უკლებლივ ყველა სურათი ბლოგზე დიდი სიამოვნებით (და ნერწყვის ყლაპვით) გამოქვეყნდება! რაც მთავარია გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი-სიურპრიზი!!!

არ გამოტოვოთ! მიიღეთ მონაწილეობა მიუხედავად იმისა თქვენ საქართველოში, ამერიკაში, გერმანიში თუ დედამიწის სხვა წერტილში იმყოფებით!

შეფასების კრიტერიუმი უკვე მოცემულია: კრეატიულობა და ხელმარჯვეობა! შემფასებელი მე გახლავართ და გამარჯვებულს დავასახელებ! ასევე ყველა სურათის მოწოდების და გამოქვეყნების შემდეგ  ყველას შეუძლია 3 დღის მანძილზე თავისი ერთი რჩეული დაასახელოს! რა თქმა უნდა საკუთარი ნამუშევარი არ ითვლება! ვინც ყველაზე მეტად იქნება არჩეული, ისიც დაჯილდოვდება შემდგომ!

გთხოვთ სურათები მომაწოდოთ 21 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: anosmagazine@gmail.com. თუ გნებავთ მიუთითეთ ნამდვილი სახელი, თუ გნებავთ ფიქტიური, ან მოფერებითი, ან ბლოგის, ერთი სიტყვით მომწერეთ ის რაც თქვენ გინდათ რომ იყოს მითითებული სურათის ავტორის ქვეშ.

23 ოქტომბერს გამოქვეყნდება ყველა სურათი და დასახელდება ჩემი რჩეული. დასახელებიდან სამი დღის (24-25-26 ოქტომბერი) მანძილზე შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენი რჩეულიც. ხოლო 27 ოქტემბერს ერთად გამოვავლენთ შემდეგ გამარჯვებულს!

იმედია ყველა გაერთობით!

ყველას წარმატებებს ვუსურვებ!