რა არის მატჩა მწვანე ჩაი და 10 მიზეზი თუ რატომ უნდა მივირთვათ იგი

ახალი სასმელი აღმოვაჩინე. მართალია იაპონიაში მას საუკუნეების მანძილზე იყენებენ ჩაის ცერემონიის დროს მაგრამ წელს ამ სასმელმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და სოციალურ ქსელში არაერთ სტატის გადაეყრებით მის უამრავ კარგ თვისებებზე. მას ასე, ეს არაჩვეულებრივი სასმელი გახლავთ მ ა ტ ჩ ა – რომელიც მწვანე ჩაის მთლიანი ფოთლების წვრილად დაფქვის შედეგად მიიღება. მატჩა პუდრასავით მასაა. შედეგად ის ბევრად უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი (დასაყენებელი თუ  პაკეტის) და ყველაფერთან ერთად ბოჭკოც (fiber) აქვს შენარჩუნებული.

matcha

მატჩა ფხვნილი და მისი გასაზავებელი ხელსაწყო

მატჩაში შემავალი ტეანინი გონებრივ შრომისუნარიანობას ამაღლებს, მაგრამ ყავისგან განსვავებით არ აღაგზნებს ნევრულ სისტემას, არამედ პირიქით აწყნარებს.

მწვანე ჩაის სხვა დადებით თვისებებზე ყველას გვსმენია, მაგრამ მაინც ჩამოვთვალოთ:

  1. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა
  2. გულისთვის არის კარგი- არტერიების ფუნქციას აუმჯობესებს და ასევე ამაღლებს კარგ ქოლესტერინის დონეს სისხლში
  3. ამცირებს მაღალი წნევიანობის რისკს
  4. წვავს მუცლის გარშემო ცხიმებს- აბა:)
  5. ორგანიზმის განტვირთვისთვის არის კარგი – ანუ იცავს ორგანოებს ტოქსინებისგან
  6. ეხმარება მონელების სისტემას
  7. აჩქარებს მეტაბოლიზმს და შესაბამისად წონის დაკლებაში გვეხმარება
  8. აძლიერებს იმუნურ სისტმას

რადგან მატჩა ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა მისი დადებითი თვისებები ბერვად უფრო ძლიერია ჩვეულებრივ მწვანე ჩაისთან შედარებით.

იაპონური ჩაის სმის ცერემონის არასდროს არ დავსწრებივარ, მაგრამ მისი ლატეს სახით მირთმევა არის პოპულარული. შეგიძლიათ როგორც ცხელი ისე ცივი რძე გამოიყენოთ. მე პირადად ორივენარად მომწონს, გააჩნია განწყობას, ამინდსაც. რადგან ზაფხულია ცივი ყინულებით მირჩევნია. ცოტათი ვატკბობ კიდევაც და ქაფწამომქმნელით (frother) ვთქვიფავ. ძალიან გემრიელი გამოდის.

  • 1/2 ჩ.კ. მატჩა
  • 1 ჭიქა ძროხის, ნუშის ან ბრინჯის რძე
  • ვანილის პუდრა ან სიროფი გემოვნებით
  • თაფლი ან შაქარი ან სხვა დამატკბობელი გემოვნებით

მატჩა კულინარიაშიც გამოიყენება (ნამცხვრებში, შოკოლადებშ, ცომეულში, სმუზებში, ა.შ.),  და მწვანე ჩაის მოყვარულებს რეცეპტებისთვის შეგვიძლია მივმართოთ პინტერესტს დააჭირე ამას 

წარმატებები,

Amag