შეიცან თავი შენი (ასე იოლი რომ იყოს რა გვიჭირს)
როდესაც გინდა შენი ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრა, ჩაიტარო ფსიქოლოგიური ტესტი, ამ ამოიცნო შენი პიროვნება, ამის შემდეგ იმაზე ნაკლებად იცნობ თავს ვიდრე აქამდე გეგონა ვინ იყავი, რადგან იმდენი ინფორმაციაა, იმდენი ტესტები, სხვადასხვა მოდელები, რომ საერთოდ ვინ ხარ აღარ გახსოვს და არც გინდა რომ იცოდე.
დღეს მთელი დღეა ვცდილობ დავადგინო ჰიპოკრატეს მიერ დადგენილ რომელ ტემპერამენტის ტიპს მივეკუთვნები. აღარც მახსოვს საიდან წამოვიწყე ეს ყველაფერი, მაგრამ ჩამითრია. გამოიყოფა 4 ტიპი: სანგვინიკი, ხოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანხოლიკი. აი შეხედეთ ამ სურათს, რომელიც მხატვარ-კარიკატურისტ ჰერლუფ ბიდსტრუპს ეკუთვნის. ნახატზე გამოსახულია 4 ადამიანის რეაქცია როცა მის ქუდზე, რომელიც გვერდზე უდევს, ვიღაცა შემთხვევით ჯდება. შესაბამისად ხოლერიკი ცოფდება, ფლეგმატიკი ყოველგვარი ემოციის გარეშე იხურავს ქუდს თავზე, მელანხოლიკი საშინლად ნაწყენდება და ხოლო სანგვინიკს კიდე გაეცინა და გამხიარულდა.
ამ ოთხი ტიპის დახასიატება ასევე კარგად ჩანს შემდეგ მაგალითზე. ვთქვათ არის დაბრკოლება, პირობითად ავიღოთ დიდი ქვა, რომელიც დევს შუა გზაზე. ხოლერიკი მას დაინახავს და თავით გაიტანს, ფლეგმატიკი მას გვერდს აუვლის, მელანხოლიკი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში ტრიალდება და უკან იხევს, ხოლო სანგვინიკი დიდ ქვას „ჰოპ“ და იოლად ახტება ზევიდან. ერთი სიტყვით ოთხივე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა აქედან მელანქოლიკი და ფლეგმატიკი ინტროვერტი ტიპები არიან, ხოლო ხოლერიკი და სანგვინიკი შესაბამისად ექსტროვერტებს წარმოადგენენ.
როგორც გავარკვიე აუცილებელი არ არის მხოლოდ ერთი ტიპის ქვეშ ვექცეოდეთ. მაგრამ ხომ შეგიმჩნევიათ რომ ზოგი ადამიანი ძალიან გულჩათხრობილია, მგრძობიარე, ჩუმი, წყნარი, უემოციო ან პირიქით ხომ შეხვედრილხართ იმპულსურ, ან აგრესიულ ადამიანებს, მხიარულებს, ლაღებს, სირთულეებს რომ იოლად უმკლავდებიან, კონტაქტურებს? ასევე შეიძლება ერთ ერთი ტიპი იყოს შენი დომინანტური და დამატებით რომელიმე ერთის დამახასიატებელი ნიშნები გქონდეს. ჩემი თავი სად მივაკუთვნო არ ვიცი. დღეს რამდენიმე ტესტი გავაკეთე, ასევე გავაანალიზე ჩემი ქცევები პრობლემების არსებობის შემთხვევაში და საბოლოოდ ხელთ მაქვს აშკარად ოთხივეს ნაზავი და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში სხვადასხვა ტიპები იჩენენ თავს. ეს კიდევ შესწავლას და დროს მოითხოვს. მინდა ჩემი დომინანტი გამოვავლინო.
“ შეიცან თავი შენი“- ტყუილად არ არის ნათქვამი. როდესაც საკუთარ თავს კარგად იცნობ, შესაძლებლობა გაქვს იმუშავო საკუთარ თავზე, დაძლიო ან პირიქით შენს სასარგებლოდ გამოიყენო შენი ხასიათის ნაკლოვანებები და შესაბამისად დადებითი მხარე კიდევ უფრო გააძლიერო.
შენ რომელი ტემპერამენტის ტიპი ხარ?
ჩემა უახლოესმა მეგობარმა ერთ- ერთი ტესტის ლინკი მომაწოდა. რომელიც ძალიან მომეწონა, რადგან ტესტს 5 წუთიც არ უნდა, რამდენიმე კითხვაზე უნდა გასცეთ გულწრფელი პასუხი და შეჯამებას თვითონ აკეთებს. სასურველია რაღაც პერიოდის მერე გაიმეოროთ ეს ტესტი. თუ ხშირად ერთი და იგივე შედეგი გექნებათ, ესეიგი შეგიძლიათ იმ ტიპს მიაკუთვნოთ თავი.
წარმატებები!
მე აშკარად სანგვინიკსა და მელანხოლიკს შორის ვარ :დ
კარგი პოსტი იყო ^^ ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი! ♥♥♥
ძალიან ძალიან მიხარია თუ მოგწონს<3<3<3