აშშ სტრატეგიული პარტნიორია?

18 თებერვალს სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში (CSIS) ნახევარ  დღიანი კონფერენცია თემაზე „აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში„ ძალიან საინტერესო გამოდგა, თან თუ გავითვალისწინებთ რომ მონაწილეებს სიურპრიზი გველოდა: სტუმარი რომელიც განრიგით არ იყო გათვალისწინებული, და ეს თვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა, რომელიც ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არ წარმოადგენენ ოფიციალურ მხარეს და მხოლოდ თავის სუბიექტურ აზრს გვიზიარებდნენ.

კონფერენცია დაიწყო გრეგ საუნდერსის სიტყვით, BP ვაშინგტონის საერთაშორისო ურთიერთობის დირექტორი, რომელიც კასპიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკის და ეროპის რეგიონებზეა პასუხისმგებელი. ბატონი გრეგი ოპტიმისტურად არის განწობილი და აღნიშნა სამი რამ:  პირველი , ის რომ კასპის რეგიონში ბევრად მეტი გაზი მოიპოვება და რამდენიმე წერტილი არის გამოსაკვლევი. მეორე, ის რომ ინვესტორები არიან დაინტერესებული და მტკიცე თავის გადაწვეტილებაში და მესამე რომ პროექტი არის ხანგრძლივი ხასათის და გათვლილია 2020-2030 წლებზე. BP-ის სტატისტიკურ კვლევაზე დაყრდნობით დამატებითი რესურსების მიუხედავათ რუსეთის როლი, როგორც ენერგო რესურსის მომწოდებელი, 2025 წლისთვის იქნება უცვლელი 30%.

ქართულ მხარეს წარმოადგენდა დავით სოუმბაძე, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი,  რომელმაც მიმოიხილა პრობლემები, როგორიც არის რუსეთის მხრიდან ჯარის გაძლიერება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების მიზეზები, აშშ-ს აქტივობის და ინტერესის შემცირება სამხრეთ კავკასიაში, და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მიუთითა რომ აშშ-მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო მხარდაჭერა, რომ [საქართველომ] ადეკვატურად უპასუხოს შემდეგი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში.

შემდეგ ისაუბრა სერგეი მარკედონოვმა, რუსეთი, ექსპერტი თემებზე როგორც კავკასია, შავი ზღვის რეგიონის უშიშროება, ნაციონალიზმი, შიდაეთნიკული კონფლიქტები და დე-ფაქტო ქვეყნები პოსტ საბჭოთა სივრცეში. დავით სოუმბაძეს თემაზე, თუ რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს ომის დაწყებისთვის, სერგეიმ პასუხი გასცა, რომ ყველაფერი იმის ბრალია რომ საქართველო-აფხაზეთი-სამხრეთ  ოსეთის მოვლენები/პოლიტიკა ზეგავლენას ახდენენ ჩრდილოეთ კავკასიაზე, ანუ „it has impact on domestic agenda“. შესაბამისად რუსეთი ამ კუთხით არის დაინტერესებულია საქართველოთი და ჩვენი პოლიტიკით.  ბატონმა სერგეიმ აღნიშნა , რომ არ იცის კარგია თუ ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს 2008 წელს 26 აგვისტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ იცის ის რომ “it can’t be replaced“. ასევე ისიც იცის რომ რუსეთს არ უნდა სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლების გადაწყვეტილება, რადგან „final choice would be bad for Russia“.

აზერბაიჯანის კონსული ამერიკაში, ელინ სულეიმანოვი მიიჩნევს რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმედ არის სამხრეთ კავკასიაში. სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტი არის გადაუწყვეტელი, საქართველოს მთლიანობის საკითხი ასევე მოუგვარებელი, აზერბაიჯან-ირანის საზღვარი არ არის დაცული. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა გიუმრიში და ხელშეკრულების 2044 წლამდე გაგრძელება აჩვენებს სომხეთის სისუსტეს და იხუმრა, რომ უკვირს სომხების ოპტიმიზმი როცა მთელი მსოფლიო 2012 ელოდება და სომხები 2044 წლამდე დებენ ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა უხსენებელი არ ყოფილა, რომ რამდენიმე წელია ყარაბახის კონფლიქტი გაყინულია და არანაირ პროგრესს არ განიცდის. ბატონი ელინი ამბობს, რომ სომხეთი იზოლირებულია და მომხრე ვარ, რომ თურქეთი -სომხეთის საზღვრები გაიხსნას და განახლდეს ჩვენს შორის მოლაპარაკებები. სხვანაირად,  “both contries won’t sustain for future”.

გერარდ ლიბარიდიანი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეციალიზირებული თემებზე როგორც სომხეთი, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი. ბატონი გერარდი მიიჩნევს რომ გაყინული კონფლიქტის ფონზე ძალიან ბევრი ცვლილებები მიმდინარეობს ამ ორი ქვეყნის შიგნით, მ.გ. დემოგრაფიული ცვლილება, სტერეოტიპების ჩამოყალიბება და გამყარება. რაც შემდგომ კიდევ უფრო შეუშლის ხელს მშვიდობის დამყარებაში. ასევე აღინიშნა აშშ-ს ინტერესის ნაკლებობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რაც აძლევს რუსეთს საშუალებას აქტიურად იმოქმედოს ამ რეგიონში.

თურქეთის მხრიდან იყო მოწვეული გაზეთ ჰურიეტის ჟურნალისტი, რომელმაც ისაუბრა, თუ როგორი კარგი დამოკიდებულება აქვს თურქეთს რუსეთთან და ცდილობს არ გააღიზიანოს ოფიციალური მოსკოვი. ამასთან ერთად 60% ენერგო რესურსების მიწოდება რუსეთიდან ხდება, რაც თურქეთს რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. მიუხედავად ამისა ბატონი ილჰანი თვლის რომ თურქეთს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს და ასევე მთავარი როლის შესრულებაც კი დაეკისროს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირებაში.

ეს ყველაფერი მოკლე შეჯამებაა. ამ გამოსვლებს მოყვა კითხვა-პასუხი დამსწრე საზოგადოებასა და მონაწილეებს შორის. მინდა ავღნიშნო რომ მიუხედავდ, იმისა რომ იმედი და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები ესწრებოდნენ კონფერენციას, კითხვები ჩვენი მხრიდან საერთოდ არ ყოფილა. თუმცა და ვცდები, ერთი კითხვა დაისვა აფხაზების და ს. ოსეთის რუსული გაპასპორტების შესახებ და ეს იყო სულ. სომხების და აზერების მხრიდან აქტიურობდა ყველა. მეტიც იყო ვიდრე აქტიურობა, და ცოტა არ იყოს და გადაიზარდა დაპირისპირებაში. რუსეთის წარმომადგენელი ხუმრობდა კიდევაც „არ მოველოდი რომ არანაირი კითხვები არ არის საქართველო რუსეთზე. ესეთი რამ ჩემს ცხოვრებაში და პრაქტიკაში პირველი შემთხვევა არისო„.

ვაშაძის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუ გაინტერესებთ იხილეთ რუსთავი 2-ის საინფორმაციო საიტზე განთავსებული 1 წუთიანი ვიდეო.

http://www.rustavi2.com.ge/news/video.php?fr=video&id_news=40358&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0

ვაშაძის გამოსვლას მოყვა აშშ-ს სამხედრო ძალების და სკოლის ასევე ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლების და ჯორჯ ფრიდმანის [STRATFOR-ის დამაარსებლის და რომელიც ასევე მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ] ანალიზი. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ

აშშ ძალიან დაკავებულია, ავღანეთი, ერაყი, ირანი, პაკისთანი და ისედაც პირდაპირი დაინტერესება სამხრეთ კავკასიაში არ გვაქვს. ჩვენ თურქეთი გვაინტერესებს, საერთო პრობლემას ვიზიარებთ-ეს ერაყია და შესაბამისად ხანგრძლივად თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულება გამორიცხულია.

აქედან მიხვდებით რა ინტერესები აქვს აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში. ასევე ღიად აღიარეს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ააქვს ყარაბახი სომხების თუ აზერბაიჯანის ნაწილი იქნება. ჩვენ შეგიქმნით მოლაპარაკებების გარემოს, ჩარჩოს და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტიაო.