როგორ დავისვენოთ, დავმშვიდდეთ, მოვიკრიბოთ ძალები და განვეწყოთ დადებითად

ყველა ვიღლებით, ყველას გადატვირთული დღეები გვაქვს. ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ორივეს ერთად ასწრებს, ზოგი სახლის და ოჯახის წერების მოვლა-ზრუნვით არის დაკავებული და საქმე არ ილევა. ერთი სიტყვით ყველა დაკავებულები ვართ სხვადასხვა საქმეებით და საჭიროა რომ  შუალედებში გონება და სხეული დავასვენოთ, მოუაროთ და მივხედოთ. აუცილებელია რომ ხანდახან თავს მივცეთ უფლება და გამოვყოთ დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. საუკუთესეოა შაბათი-კვირას, ან უბრალოდ მაშინ როცა იცით რომ არსად არ გეჩქარებათ და საკმარისი დრო გაქვთ. მთლიანად რომ გადაერთოთ, გამორთეთ მობილური (დიახ, ტექსტური შეტყობინები, ზარები მხოლოდ ხელს შეგიშლიან), რადიო, ტელევიზორი. შეგიძლიათ რამე სასიამოვნო მუსიკა ჩართოთ, რაც აუცილებელად მხოლოდ დადებით ემოციებს გამოიწვევს თქენში. არაფერია ახალი მზის ქვეშ, ყველასთვის ნაცნობ რაღაცეებზე ვწერ. სულ ავღნიშნავ, მინდა რომ უბრალოდ შეგახსენოთ, რომ არ დაგეზაროთ პატარა პატარა რაღაცეები რაც გვეხმარება თავს კარგად ვგრძნობდეთ და ვიყოთ ლამაზები. ჩემი საქმეა გაგამხნევოთ, თქვენ მხოლოდ დრო უნდა გამონახოთ ამისთვის.

სახლის სპა აბაზანა

აბაზანა ეს არის სახლში ის ადგილი სადაც შეგიძლიათ ყველასგან 20 წუთით განმარტოვდეთ. იპოვოთ სიმშვიდე და სიწყნარე. უამრავი სახის აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ. ზოგადად ამ თერაპიას მთლიანობაში ჰიდროთერაპია ჰქვია და ძალიან სასიამოვნო რამ არის. შეეცადეთ რომ მოაწყოთ აბაზანა შესაბამისად, ანუ შუქი გამორთეთ, ან დატოვეთ მხოლოდ ერთო ნათურა, აანთეთ არომატული სანთლები, გამოიყენეთ სხვადასხვა ზეთები, ჩაწექით, დახუჭეთ თვალები. დატკბით პროცედურით. თავის უკან დაიდეთ პირსახოცი რომ კისრის კუნთები არ დაგეძაბოთ და უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი. შეგიძლიათ მედიტირებაც. რატომაც არა.  წარმოიდგინეთ დიდი ტალღები, ზღვა, მზე, ისუნთქეთ ნელა და  ღრმად.

ესეთი არომათერაპიული 20- წუთიანი აბაზანა კარგი საშუალებაა რომ გამხნევდეთ, გახალისდეთ. ეთერზეთებს სამკურნალო თვისებები აქვთ, ასე რომ გამოიყენეთ ისინი გონების დასამშვიდებლად, სხეულის მოსადუნებლად მძიმე დღის შემდეგ ან ძალიან დამღლელი ვარჯიშის მერე. დაამატეთ 6-10 წვეთი რომელიმე ეთერზეთი, ან ერთი ჭიქა რამდენიმე ეთერზეთის ნაზავი. ასეთ დროს  წინასწარ უნდა მოამზადოთ მასალა. მაგალითად ორ-ორი წვეთი რომელიმე ეთერზეთი გაურიოთ ძირითად ზეთში (იგულისხმება ზეითუნის, ნუშის, მზესუმზირის, ქუნჯუთის, აშ)  და 24 საათის მანზილზე გააჩეროთ. ასევე იყიდება უკვე წინასწარ გარეული და დამზადებული ზეთები. მგ Weleda-ს აქვს სპეციალურად აბაზანის ზეთები. თუმცა სახლის პირობებშიც მოიძებნდა ესა თუ ის ინგრედიენტები ამ სასარგებლო და სასიამოვნო პროცედურისთვის.

მაგალითად აბაზანაში, თბილ წყალში (ცხელში ჩაწოლა არ შეიძლება) დაამატეთ:

2-4 ჭიქა რძე (წმინდავს, არბილებს და ატენიანებს კანს).

მწვანე ჩაი-5-6 პაკეტი დააყენეთ წინასწარ  და აბაზანაში გაურიეთ წყალს (შეიცავს ანტიოქსიდანტებს, არბილებს და კვებას კანს). ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აბაზანაში მოათავსოთ, თუმცა მაშინ როცა ცხელი წყლით ავსებთ აბაზანას და შემდეგ დატოვოთ მთლიანი პროცედურის მანძილზე.

წითელი ღვინო – 1 ჭიქა (მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ატენიანებს და იცავს კანს).

ასევე დაამათეთ სურვილისამებრ თაფლი, ზეითუნის ზეთი, სურნელოვანი ყვავილები (მგ. ვარდის ფურცლები) .

მოუსმინეთ ამ მუსიკას და უბრალოდ დაისვენეთ, ყველაფერი დაივიწყეთ და მხოლოდ კარგზე იფიქრეთ.