წითელი, ყვითელი, შავი და 30-იანები

The ladies were cool in fragile pastel prints: most of them were heavily powdered but unrouged; the only lipstick in the room was Tangee Natural. Cutex Natural sparkled on their fingernails, but some of the younger ladies wore Rose. They smelled heavenly.

ეს ტექსტი წიგნიდან „არ მოკლა ჯაფარა“ (ზოგან „მოკალი ჯაფარა“-დ მოხსენიებული) ანუ ჰარპერ ლის To Kill a Mockingbird-იდან არის. წიგნში ამბები ვითარდება 1930-40- იანი ამერიკის ერთ ერთ ქალაქში. ფრაზიდან ჩანს რომ ქალებს პასტელის ფერების ტანისამოსი აცვიათ და Tangee და Cutex-ის ბრენდის ნატურალური ფერის პომადა და ლაქი უსვიათ. ზოგ ახალგაზრდას კიდე ვარდისფერი. ინტერნეტში Tangee და Cutex Natural-ის ძებნისას ძალიან საინტერესო მასალას გადავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ჩემთვის 30-50იანები პირდაპირ წითელ ფერთან არის დაკავშირებული. მაგრამ ქვევით სურათებზე ნახავთ რომ ქალბატონები ფერებში არანაირად შეზღუდულები არ იყვნენ და სამოსზე მორგებულ სხვადასხვა ფერის ლაქს და პომადას იყენებდნენ. ლურჯი, შავი, ყვითელი, ფირუზისფერი ლაქი როგორ მოგწონთ 30-იანებში?

ლაქის წასმის მანერაც ძალიან საინტერესოა. 20-იან წლებში თურმე ლაქს მხოლოდ შუაში ისმევდნენ, ქვევით რკალს და ზევით ბოლოებს თეთრად იტოვებდნენ. 30-აიენბში გადავიდნენ ბოლოების დაფარვაზე, მაგრამ რკალს ისევ იტოვებდნენ.  თუ მეტი გაინტერესებთ, არ დაიზაროთ და ეს გვერდი მოინახულეთ.

ასევე სტაფილოსფერი პომადა დიდი ჰიტი იყო თავის დროზე.

არც ეხლა არის ნაკლებად პოპულარული და რამდენიმე საიტზე გადავაწყდი ინფორმაციას რომ გაზაფხული 2011-ში იქნება ისევ coral, hot pink  fuchsia და orange-red მოდაში.

თუ ჩემსავით გადაწყვიტავთ, რომ ნაცრისფერი ან ლურჯი ლაქი მოსინჯოთ, ჯერ გირჩევთ ამ გოგონას სურათები დაათვალიეროთ. არ დაეზარა და სხვადასხვა ლაქის ფერები შეიძინა და სურათები გადაუღო თითებს.