ვემზადებით ლაშქრობისთვის. რჩევები თუ რა წავიღოთ თან [სილამაზე და სისუფთავე]

შარშან ამ დროს ზუსტად კილიმანჯაროს ლაშქრობაზე ვიყავი. კარგია მთაში ყოფნა. მომენატრა ხედები, ბოდიალი, კარავი. სამწუხაროდ კილიმანჯარო და თოვლიანი მთები ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ეგ არაფერი, ეს შაბათი-კვირა ისევ ლაშქრობები მელის, თუმცა ამჯერად არსად შორს არსად მივდივართ და აქვე ჩვენთან ახლოს ვაპირებთ გასვლას.

თუ ჩემსავით ლაშქრობაშიც კი გსურთ მოწესრიგებული და მოვლილი გამოიყურებოდეთ მაშინ აი რამდენიმე რჩევა რაც ძალიან გამომადგა კილიმანჯაროზე და ზოგადად ყველასთვის მოსახერხებელია ნებისმიერ ლაშქრობაში.

მშრალი შამპუნი

not-your-mothers-clean-freak-dry-shampoo

არაფერი არ მიმწარებს სიცოცლეს როგორც ცხიმიანი თმა. მშრალი შამპუნი ნამდვილი მოსწრებაა. შეიშხაპუნებ, ცოტას დაელოდები, გადაივარცხნი თმას და ცხიმიანი თმა წარსულს ჩაბარდება.

სველი ხელსახოცი ტანისთვის და სახის დასაბანი/მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები.

ეს მემგონი მარტივია. სადაც არ არის დაბანის საშუალება, სველი ხელსახოცები ნამდვილად საჭიროა.

საცვალი,  რომელიც მაგარი გამძლეა

ბრენდი ExOfficio-ს Give-N-Go ტრუსიკები საქვეყნოდ ცნობილია მოლაშქრეთა შორის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ხანგძლივი პერიოდით მიდის მოგზაურობაში. საცვლების ლოგო- სახელი შემდეგია: Seventeen countries. Six Weeks. One pair of underwear. OK, maybe two.” ამით ყველაფერი აიხსნება🙂

საცვალი შედგება სპეციალური ნაჭრისგან რომელიც მიკრობებისგან იცავს მას და შესაბამისად არ უწყობს ხელს სუნის წარმოქმნაში. ასევე შრება ძალიან მალევე.

მწერების საწინააღმდეგო სპრეი

instect repellent

სამწუხაროდ კოღოები და მწერები ყველგან მპოულობენ. სულ დაგლეჯილი მაქვს ხოლმე ფეხები. ამას მოეღო ბოლო რაც მწერების საწინააღმდეგო სპრეი შევიძინე. არის დიდ ბოთლებშიც, მაგრამ მე ეს კალმისტრის ზომის სპრეი ყველაზე მეტად მომწონს. მჩატეა და არ მამძიმებს.

ხელის ანტიბაქტერიული კრემი

სახის კრემი

პატარა ზომის პლასტმასის სათავსში გადამაქვს სახის კრემი (SPF-იანი სასურველია), რომელიც სახის, ტანის და ყველაფრის კრემად გამოდგება თუ საჭიროა.

საპონი – პატარა ნატეხი

BB კრემი

ლაშქრობები ბუნებასთან გვაახლოებს და შესაბამისად ვფრიქრობთ, რომ  a la naturel უნდა გამოვიყურებოდეთ კიდევაც. შორს კოსმეტიკა! დავასვენოთ კანი! კი ბატონო, მაგრამ მზისგან დასაცავი კრემი მაინც ხო საჭიროა? სახის დამატენიანებელი კრემი? საჭირო არა, მაგრამ ვისაც მშრალი კანი აქვს აბა იმას კითხეთ :)  ხოდა რა უჭირს ცოტა ფერიც რომ მიემატოს ამ ყველაფერს და სახის კანი უფრო გლუვი და ერთი ფერის გახადოს? მე ვფიქრობ გენიალური იდეაა. მიესალმეთ უკვე ძალიან ცნობილ BB კრემს.

რიმელის BB კრემი ჩემი არჩევანია. კანის მოვლის 9 საშუალება ერთად არის თავმოყრილი.

Rimmel-BB-Creamაი რა უწერია დახასიათებაში:

This 9-in-1 Skin Perfecting Super Make Up BB Cream is made by Rimmel London. The details include: a lightweight formula designed to prime, mattify and moisturize, minimize the appearance of pores, conceal blemishes and protect the skin with SPF 25.

მკვებავი ტუჩსაცხი,  სასურველია SPF-იანი

თუჩებიც უნდა დავიცვათ მზის მოქმედებისგან. გამომშრალი დახრახნული ტუჩები არც ბარში და არც მთაში მიმზიდველი  არ არის. ტუჩის ბალზამი, რომელსაც მოვარდისფრო ფერი დაკრავს ასევე ლოყებზეც შეგიძლიათ ნაზად გადაისვათ, რომ სახეს მეტი სიციცლის ფერი დაეტყოს. თუმცა ლაშქრობაში აღვარღვარებულ ლოყებს არავინ უჩივის ისედაც:)

ტუში

საკამათოა. თუ მაინცდამაინც ალბათ წყალგამძლე (waterproof) ჯობია.

თქვენ რას დაამატებდით, რას ამოიღებდით?