ძალიან სასარგებლო საიტები ორსულობა, მშობიარობა, ძუძუს კვებასთან დაკავშირებით

ძალიან დიდი ხანია მინდა მოგაწოდოთ დედიკოებს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია რამდენიმე სასარგებლო ლინკის შესახებ რომელიც უხვ მასალას იტევს ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

ყველა დედა ნერვიულობს შვილის კეთილდრეობაზე. განსაკუთრებით პირველ შვილს მოყვება მღელვარება-დაბნეულობა და ასეთ დროს ოჯახის წევრები, გამოცდილი მეგობრები, ნათესავები თუ ქუჩაში გამვლელები არ იშურებენ რჩევებს ახალბედა დედიკოებისთვის.

მიმართეთ ექიმს

მიმართეთ ექიმს

ჩემი პირადი გამოცდილებით აჯობებს თუ ყოველთვის პროფესიონალს მიმართავთ გადასამოწმებლად. არ დამავიწყდება მეხუთე დღეს იმდენი რძე მქონდა რომ მილაპლაპებდა და მიხურდა გადასიებული მკერდი, და ამ დროს მირჩიეს დამეცალა სასწრაფოდ თუ არ მინდოდა რომ ინფექციასთან მქონოდა შეხება. ავდექი და საწველით რაც კი იყო გამოვიწველე. სამწუხაროდ მაგ დროისთვის არ მქონდა გააზრებული რომ რძის წარმოქმნა მოთხოვნა-მიწოდების კანონს ექვემდებარება და ჩემა ორგანიზმა სამართლიანად ჩათვალა რომ რადგან ძუძუ დაიცალა ესეიგი მომხმარებელი ყავს და საჭიროა მარაგების გვარიანად შევსება. ერთი ორი ასეთი დაცლითი პროცესის მერე მივხდი რომ ჩემს ორგანიზმს ეგონა რომ ტყუპები მყავდა 🙂 საშინელი ტკივილების და დისკომფორტის შემდეგ გადავწყვიტე ლაქტაციის კონსულტანტთან დამერეკა და შველა მეთხოვა. სწორი მიდგომით ყველაფერი მოწესრიგდა და მე დ ნიკომ ბედნიერი 7 თვე გავატარეთ ერთად. თუ რატომ მხოლოდ 7 თვე ეს ცალკე თემაა.

რა თქმა უნდა შეცდომები ხდება თუ უცოდინრობით, თუ გარემოებებიდან გამომდინარე. ასევე აღმოვაჩინე რომ რამდენი პედიატრია იმდენი აზრი და მეთოდი არსებობს ყველაფერთან დაკავშირებით. ასე რომ საუკეთესოა თუ თქვენთვის სანდო ექიმს დაეკითხებით, ინტერნეტშიც გადაამოწმებთ სანდრო წყაროებიდან და გაითვალისწინებთ თქვენი პატარას მოთხოვნებს.

ამ სამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი ინფორმაცია ორსულობაზე, თქვენს ნაყოფზე, რომელიც ორსულობის ყველა კვირაზეა მოცემული ,სადაც შეგიძლიათ ამომწურავად მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. babycentre და what to expect გვერდები ძალიან პოპულარულია. what to expect-ს აქვს ყოველკვირეული ვიდეოები, და შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თუ როგორ ვითარდება თქვენი პატარა. გეცოდინებათ ზომა- წონა ყველა კვირაზე, როდის იწყებს სინათლეზე რეაგირებას, როდის არჩევს გემოებს და ა.შ.

www.babycentre.co.uk ბებისენტრის მე პირადად ბრიტანული ვარიანტი უფრო მომწონს.

ასევე არაჩვეულებრივია ლუსის ლისტი და ალფამომი. ამ გვერდების სათავეში კონკრეტული დედა დგას და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, რა თქმა უნდა კარგი ახსნა დასაბუთების თანხლებით.

რამდენიმე წყარო რაც უშუალოდ ძუძუს კვებასთან დაკავშირებით.

kellymom არის არაჩვეულებრივი წყარო განსაკუთრებით მათთვის ვისაც ბუნებრივ კვებაზე ყავს ბავშვი. რამდენჯერ დამეხმარა კელიმომი არავინ იცის. ბავშვის კვება, ჭანმრთელობა, ძუძუს კვებასთან არსებული კითხვები და პასუხები- ყველაფერი არის აქ. Stanfortd-ის ვიდეოები ძველია, მაგრამ სასარგებლო. ხელით გამოწველა როგორ უნდოდა არ ვიცოდი მაგრამ მჭირდებოდა ხოლმე ხანდახან დაჭიმულობა რომ მომეხსნა.

ყვითელი პრესა და ასევე სასარგებლო პოსტები ორსულობა და ბავშვების ირგვლივ

ბავშვის გაჩენის მერე

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ყოველკვირეული იმეილები ბავშვის განვითარების შესახებ. იგივე რამეა, როგორც ორსულობის დროს. ვიდეო (პედიატრი საუბრობს) და წასაკითხი მასალა გვიყვება თუ რას უნდა ველოდოთ ბავშვის განვითარების მხრივ და ასევე არ ივიწყებს დედიკოს კეთილდღეობის საკითხს პარალელურად და კარგ რჩევებს/დავალებებს იძლევა.

და ბოლოს ესტუმრეთ ჩემს მიერ მოგროვილ უამრავ საინტერესო მასალას პინტერესტზე

რას დაამატებდით? საიდან იძიებთ სასარგებლო ინფორმაციას? გამიზიარეთ.

Amag