როგორ შევარჩიოთ ტონალური სხვადასხვა ტიპის სახის კანისთვის
ტონალური გვეხმარება რომ სახის კანი ერთ ფერზე დავსვათ, დავმალოთ სიწითლეები და ერთიანი გლუვი იერი მივცეთ. თუ მას სწორად წავისმევთ სახეზე შედეგად უნდა მივიღოთ ნაზი და ბუნებრივი სახის კანი. ტონალური მასკასავით სახეზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყურებოდეს. ესე რომ არ მოხდეს, ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი სახის კანის ტიპი და მასზე დაყრდნობით გამოვიყენოთ სწორი მკვებავი საშუალება (იხილე პოსტი სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით) და ჩვენი ტიპის კანისთვის განკუთვნილი ტონალური.
ტექსტურის მიხედვით ტონალური იყოფა შემდეგ ტიპებად:
Tinted moisturizer
ეს არის სახის კრემი რომელსაც აქვს დამატებული ფერი.
ნორმალური, ნორმალურიდან სიმშრალისკენ მიდრეკილი სახის კანისთვის არის კარგი. სახეზე მსუბუქად და თხლად ჯდება, შესაბამისად ვიღებთ ბუნებრივ “ლუქს”-ს. ტონალურის შემცვლელია.
Tinted face balm
ძალიან მშრალი კანისთვის. თხლად ჯდება სახეზე. ინტენსიურად კვებას და აძლევს გლუვ, ტენიან იერს სახის კანს. “face balm”-ი ნაოჭებს ნაკლებად ხილულს ხდის, რადგან ის სახის კანს “ბურცავს” და “ასწორებს”.
Stick foundation
ცხიმიანი სახის კანის გარდა ყველა ტიპისთვის მისაღებია. საშუალოდან მთლიანად ფარავს სახის კანს (ანუ მგ. Tinted moisturizer-სთან შედარებით უკეთ ფარავს სახეზე სიწითლეებს, გამონაყარს, ა.შ.) და ასევე იოლად შეიძლება მხოლოდ წერტილების დაფარვა.
Liquid foundation
მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. სახის კანს ატენიანებს და ხდის გლუვს. ფარავს საშუალოდან მთლიანად.
Oil-free liquid foundation
გამოიყენება ცხიმიანი (ან კომბინირებული კანისთვის ზაფხულის პერიოდში). ტონალური იწოვს ცხიმს, სახე არ პრიალებს. ფარავს მსუბუქად, საშუალოდ.
Oil-free cream foundation
ნორმალური, ცხიმიანი კანისთვის. იწოვს ცხიმს, ფარავს საშუალოდან მთლიანად. კარგია აკნე და დიდი ფორების დასაფარავად.
Whipped foundation
კომბინიერებული კანისთვის არის კარგი. ატენიანებს მშრალ ნაწილებს და იწოვს ცხიმს T- ზონიდან. ფარავს საშუალოდან მთლიანად.
როდესაც აარჩევთ სწორ ფორმულას შემდეგი ეტაპი სწორი ფერის არჩევაა. ტონალურმა სახის კანის ფერი არ უნდა შეცვალოს, არამედ უნდა შევარჩიოთ ზუსტად ის ფერი რომელიც წასმისას სრულიად “დაჯდება/გაქრება” სახის კანზე.
არ შეარჩიოთ ფერი ხელზე, არანედ პირდაპირ სახეზე დაიტანეთ. მოსინჯეთ რამდნეიმე ფერი.
შერჩევა უნდა მოხდეს დღის შუქზე. თუ შენობა ბნელია, აჯობებს თუ ფანჯარას მიუახლოვდებით ან გასასვლელ კარებთან შეამოწმებთ.
წყარო: ბობი ბრაუნის მაკიაჟის სახელმძღვანელო
dzaliann sachiroo postiaaa :)) madloba didiii :**
შენი კითხვიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი:) მადლობა შენ!
exla vxmarob maybelline-s super stay 24h da kmayopili var.misagebi pasic aqvs da tan dzalian kargi archevani aqvs ferebshi
გეთანხმები, მეიბელინს ნამდვილად მისაღები ფასი აქვს. და ამ ფასისთვის ძალიან კარგი ხარისხი.მეც ვხმარობდი მეიბელინს ოღონდ FIT ME-ს. https://anosmagazine.com/2012/02/14/thingsiminlove1/
ეხლა ვაპირებ რევლონის Whipped გამოვცადო:))
xoo FIT ME adre mqonda da kargi iyoo,exla es maqvs da esec momwons.:)
მე მაქვს ისეთი მშრალი კანი, რომ ზოგჯერ საჰარას გამხმარ მიწას მიმიგავს, ბრენდს თუ მირჩევდი, რომელი შეიძლება ვცადო?
fefinio, აი რამდენიმე ვარიანტი მშრალი კანისთვის:
Cover Gir l- CoverGirl and Olay Tone Rehab Foundation
Givenchy – Photo’Perfexion Fluid Foundation SPF 20 PA+++
Nars- Sheer Glow Foundation
Clinique – Moisture Surge Tinted Moisturizer SPF 15
Tarte- Maracuja Miracle Foundation 12-Hour Broad Spectrum SPF 15
მე პირადად კომბი კანი მაქვს და შესაბამისად კონკრეტულად ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან არც ერთი არ მიხმარია. თუმცა ძალიან აქებენ ნარსის Sheer Glow Foundation-ს და რადგან ლოყების მიდამო მშრალი მაქვს შემდეგში ეგ ტონალური უნდა ვსინჯო.
ეხლა ვექსპერიმენტობ კორეული BB კრემით (ფირმა Misha) და ძალიან კმაყოფილი ვარ. ონლაინ გამოვიწერე და ფერი არ დამაჯდა, ღია გამოვიდა და თან აშკარად ათეთრებს, მაგრამ შედარებით მუქ ტონალურს ვურევ ოდნავ და შესანიშნავი ფერი და კონსისტენცია გამოდის. ამ BB კრემებს სასწაულებს მიაწერენ, რომ ერთ კრემში ყველაფერი ერთად შედის. აუცილებლად დავწერ ამის შესახებ.
🙂 ველოდები მიმოხილვას და ისეთი ამმწურავი პასუხი გამეცი, ვფიქრობ ღამის გათენება მიწერია მათი მოძიებით ინტერნეტში 😀
ჰეჰე:) რაც შეეხება ბბ კრემს მართლა ცალკე პოსტი ეკუთვნის თავისი ფოტოებით. იმიტომ მომწონს რომ მართლაც და რამდენიმე ელემენტს შეიცავს (დატენიანება, ფერი, მზის დამცავი…) თან ყველაფერს კარგად ფარავს და არც ძალიან სქლად ჯდება სახეზე.
ისე მშრალი კანი ყოველთვის წკრიალაა ხოლმე. ანუ შავი წერტილები, ა.შ. არ იცის. შენ სურათებშიც ჩანს როგორი ერთი ფერის და უპრობლემო კანი გაქვს ❤
შორიდან შეიძლება მასე ჩანს, მაგრამ ამ ბოლო დროს განწყობა გაუფუჭდა ჩემს კანს და მეურჩება 😦
მე ცოტა დავიბენი, მშრალ კანზე რამე დამატენიანებელი და დღე მკვებავი უნდა გამოვიყენო?
გამარჯობა. Paris Professional ის სტიკი სად შეიძლება შევიძინო ხომ არ იცით?