ის რაც ეხლა ყველაზე მეტად მიყვარს

ჩემი ვალენტინი, ჩემი სიყვარული, ჩემი მეუღლე, ჩემი ყველაფერი <3<3<3

ჩემი ერთერთი საყვარელი კაფე სტამბულში. ეს ოცნებების, სილამაზის, სიყვარულის, დასავლეთის და აღმოსავლეთის, გემრიელობების, სანახაობების, ისტორიის, მსოფლიო დედაქალაქია. რომ მახსენდება შარშან ამ არაჩვეულებრივ ქალაქში ერთი თვე დავყავი, ეგრევე სიხარულით ვივსები. ეს ჩემი ოცნება იყო და არ მჯერა რომ ამისრულდა. მანამდე თითო დღით 2 ჯერ ვიყავი და ისე მოხდა რომ ორჯერვე ჩავიფიქრე სურვილი, რომელიც ამიხდა. მესამე სურვილიც ამიხდება ნეტა?

სხვადასხვა “ჯინჯილაკები” ჩაცმულობას და განწყობასაც ახალისებს.

ეს კვერცხის ფორმის ტუჩის ბალზამია. საყვარელი ფორმის, პრაქტიკული და მკვებავი.

ბევრს იაფი კოსმეტიკა არ იზიდავს, მაგრამ რა ვქნათ თუ თანხები შეზღუდული გვაქვს? თუ ტონალურს ეძებთ, რომელიც თან კარგია და თან ძვირიც არ არის, მაშინ მეიბელინის Fit me მშვენიერი გამოსავალია. 7$

სულ მალე, კერძოდ კი 8 მარტს H&M-ის მაღაზიებში მარნის მიერ შექმნილი საგაზაფხულო კოლექცია გაიყიდება. მშვენიერი კლიპია მშვენიერი რეჟისორისგან. თქვენ მოგწონთ კაბები და პრინტი?