ის რაც ეხლა ყველაზე მეტად მიყვარს
ჩემი ვალენტინი, ჩემი სიყვარული, ჩემი მეუღლე, ჩემი ყველაფერი <3<3<3

ჩემი ერთერთი საყვარელი კაფე სტამბულში. ეს ოცნებების, სილამაზის, სიყვარულის, დასავლეთის და აღმოსავლეთის, გემრიელობების, სანახაობების, ისტორიის, მსოფლიო დედაქალაქია. რომ მახსენდება შარშან ამ არაჩვეულებრივ ქალაქში ერთი თვე დავყავი, ეგრევე სიხარულით ვივსები. ეს ჩემი ოცნება იყო და არ მჯერა რომ ამისრულდა. მანამდე თითო დღით 2 ჯერ ვიყავი და ისე მოხდა რომ ორჯერვე ჩავიფიქრე სურვილი, რომელიც ამიხდა. მესამე სურვილიც ამიხდება ნეტა?

სხვადასხვა “ჯინჯილაკები” ჩაცმულობას და განწყობასაც ახალისებს.

ეს კვერცხის ფორმის ტუჩის ბალზამია. საყვარელი ფორმის, პრაქტიკული და მკვებავი.

ბევრს იაფი კოსმეტიკა არ იზიდავს, მაგრამ რა ვქნათ თუ თანხები შეზღუდული გვაქვს? თუ ტონალურს ეძებთ, რომელიც თან კარგია და თან ძვირიც არ არის, მაშინ მეიბელინის Fit me მშვენიერი გამოსავალია. 7$
სულ მალე, კერძოდ კი 8 მარტს H&M-ის მაღაზიებში მარნის მიერ შექმნილი საგაზაფხულო კოლექცია გაიყიდება. მშვენიერი კლიპია მშვენიერი რეჟისორისგან. თქვენ მოგწონთ კაბები და პრინტი?
hm rogor miyvarss ❤
ეხლა ისეთი კარგი რაღაცეები აქვთ 🙂
სოფია თავის ამპლუაშია. მიყვარს მისი რეჟისორობა. სტილი იგრძნობა მისი.
მშვენიერი ტონალური და ჰიგიენური პომადაა. მეც მომინდა.
ნამდვილად ძალიან კარგია და არ არის ძვირი არც ტონალური და არც ბალზამი.
გამარჯობა, მაინტერესებს კომბინირებული კანისთვის ამ ტონალურს მაინც გაუწევდი რეკომენდაციას? ხომ არ აცხიმიანებს კანს?
ელე გამარჯობა! კი გაუწევდი, რადგან აღწერაში წერია რომ oil-free-ია. მეც კომბინირებული კანი მაქვს და ნორმალურად ვხმარობდი, თუმცა მსმენია სხვებისგან ამ ტონალურის ნეგატიური შეფასებები. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ შეგიძლია მოსინჯო, ფასიდან გამომდინარე არც ისე ცუდი ვარიანტია. Dior, Estee Lauder, Bobbi Brown, აშ. $45-$50 დოლარი ღირს.
ფასი მართლაც საუკეთესოა, გამოწერა მომიწევს და ფერს იმედია სწორად შევარჩევ, ამასწინათ რევლონის ტონალურის ქებასაც გადავაწყდი და ამ ორიდან რომელიმეზე შევაჩერებ არჩევანს.
მადლობ