მარტივი და გემრიელი კრეპის (ბლინის) რეცეპტი

ნეტა არსებობს ვინმე ვისაც კრეპები არ უყვარს?:)

სურათი აღებულია pinterest.com-დან

სურათი აღებულია pinterest.com-დან

ადრე არ გამომდიოდა ხოლმე, მაგრამ დავრწმუნდი რომ გემრიელი კრეპის მოსამზადებლად ორი რამ არის საჭირო- კარგი ტაფა და კარგი რეცეპტი. ტაფა თქვენზეა და უმარტივესი რეცეპტი კი ჩემზე:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 კვერცხი
  • 1 სკ შაქარი
  • 1/4 სკ მარილი

მარილი და შაქარი გემოვნებით, თან გააჩნია კრეპს როგორ შიგთავს უკეთებთ. მე ნუტელათი მიყვარს უზომოდ, მარწყვს ან ფორთოხალს ვამატებ სეზონის მიხედვით. სგუშონკა და მოცვით ასევე კარგი ვარიანტია. იგივე რეცეპტით ხორციან ბლინჩიკები გავაკეთე, ოღონდ ნაკლები შაქრით რა თქმა უნდა და ასევე კარგი გამოვიდა. არ მიცდია მაგრამ პინტერესტზე ლორისა და კვერცხის, ყველი და ისპანახის კომბინაციებს წავაწყდი. გემრიელი იქნება:)

ძალიან მომეწონა რატატუიზე სულგუნი და ხაჭოს კრეპის რეცეპტი. სურათებიც ისეთი გემრიელი უდევთ.

თქვენი საყვარელი კრეპის შიგთავსი რომელია?

Amag