I can and I will…. watch me

თათა და ანინას მინდა შევუერთდე და მეც უკეთესობისკენ შევიცვალო.

ვინც არ იცით, taa.ge წარმატებული ფეშენ ბლოგერი, ახალი ნათების PR მენეჯერი, თავისი საქმის პროფესიონალი, მოსიყვარულე მეუღლე და ლამაზი ვიკიკოს დედა  გახლავთ.

ანინა ნიჭიერი მწერალია, მის მოთხრობებს არა ერთი პრიზი აქვს აღებული. მისი ყველაზე მარილიანი ბლოგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანინა ამჟამად პროექტი 99დღის ავტორი და შემსრულებელი გახლავთ. მან დაისახა მიზნად 99 დღეში 10 კილო დაიკლოს და მთლიანი პროცესი მკითხველებს გაუზიაროს. ეს პროექტი ერთგვარი რეალითი შოუა და გირჩევთ არ გამოტოვოთ  და თვალყური ადევნოთ ანინას წარმატებებს.

თათამ გადაწყვიტა რომ ანინას შეურთდეს. მას დაკლება არ სურს (და ნამდვილად არც სჭირდება) მაგრამ რაც კი აქამდე მოუგვარებელი ჰქონდა, უნდა რომ მოაგვაროს. იქნება ეს კბილის ექიმთან დაუმთავრებელი ვიზიტები თუ სილამაზის შემანარჩუნებელი სხვადასხვა პროცედურები. იხილეთ მისი პოსტი მისი გეგმების შესახებ აქ.

დიდი სიამოვნებით გავხდები ამ წამოწყების ნაწილი ჩემეული გეგმებით. მეც მინდა უკეთესობისკენ შეცვლა, თან დროში კი ვიწურები ნამდვილად.

ალუბლის ხეივანის ყვავილობა ვაშინგტონში

მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ვაშინგტონში ალუბლის ხეივანი ყვავის. ეს ხეები ვაშინგტონს იაპონიისგან საჩუქრად ერგო. ალუბლის ყვავილობას იაპონურად საკურა ჰქვია და ულამაზესი სანახავია. ამის საპატივსაცემულოდ აპრილში იმართება ვარდისფერი ფესტივალი და მის ფარგლებში დარტება 10 მილის (15 კმ) გარბენი, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. გარბენი 1 აპრილს არის დანიშნული და სერიოზული მომზადება მჭირდება, რადგან მე არც გამოცდილი მორბენალი ვარ, არც სირბილი მიყვარს დიდად და ეჭვი მეპარება, რომ როდესმე შემიყვარდეს.

გარბენი

გარბენის და ფესტივალის შესახებ, თუ რატომ მინდა რომ მივიღო მონაწილეობა, რა მიზნები მაქვს, ვარჯიშის პროცესის და შედეგების შესახებ მომავალ პოსტებში მოგიყვებით.

წარმატება მისურვეთ.