2012 წლის ფჩხილის ლაქის პოპულარული ფერები

როგორ ფიქრობთ ფჩხილის ლაქის ფერს აქვს მნიშვნელობა?

შეიძლება სისულელედ ჟღერდეს მაგრამ იმისდამიხედვით ფჩხილებზე ლაქი მისვია თუ არა, განწყობაც, ჩემი თავის მიმართ და გარშემომყოფების მიმართ დამოკიდებულება მეცვლება. ფაქტი ფაქტად რჩება, გრძელი და გამჭირვალე თეთრი, თუ მოკლე და წითელი, ოვალურად თუ ცოთათი ოთხკუთხედად გაქლიბული, ერთი სიტყვით ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ლამაზი, მოვლილი, ფერადი ხელების მიხედვით მეც თავს უფრო ლამაზად, სასურველად, ბედნიერად ვგრძნობ. გაგეცინებათ და უკეთესადაც ვმუშაობ და საქმეს უფრო დიდი სიხარულით ვასრულებ.

ფჩხილის ლაქი მარტივი ხერხია დიდი დანახარჯების გარეშე ცოთადი რომ გადავხალისდეთ, რაღაცა შევცვალოთ, ვიგრძნოთ თავი გლამურულად. ადრე ამის შესახებ ფჩხილის ლაქის და ტუჩსაცხის ინდექსის პოსტში ვწერდი. ეხლა კი შეგიძლიათ გადაათვალიეროთ თუ რა არის 2012 წელს მოდაში.  მე ყველა ფერი მომწონს. მართალია წითელი არ არის სიაში, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ფერი როდესმე მოდური არ იყოს.

This slideshow requires JavaScript.