I can and I will…. watch me
თათა და ანინას მინდა შევუერთდე და მეც უკეთესობისკენ შევიცვალო.
ვინც არ იცით, taa.ge წარმატებული ფეშენ ბლოგერი, ახალი ნათების PR მენეჯერი, თავისი საქმის პროფესიონალი, მოსიყვარულე მეუღლე და ლამაზი ვიკიკოს დედა გახლავთ.
ანინა ნიჭიერი მწერალია, მის მოთხრობებს არა ერთი პრიზი აქვს აღებული. მისი ყველაზე მარილიანი ბლოგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანინა ამჟამად პროექტი 99დღის ავტორი და შემსრულებელი გახლავთ. მან დაისახა მიზნად 99 დღეში 10 კილო დაიკლოს და მთლიანი პროცესი მკითხველებს გაუზიაროს. ეს პროექტი ერთგვარი რეალითი შოუა და გირჩევთ არ გამოტოვოთ და თვალყური ადევნოთ ანინას წარმატებებს.
თათამ გადაწყვიტა რომ ანინას შეურთდეს. მას დაკლება არ სურს (და ნამდვილად არც სჭირდება) მაგრამ რაც კი აქამდე მოუგვარებელი ჰქონდა, უნდა რომ მოაგვაროს. იქნება ეს კბილის ექიმთან დაუმთავრებელი ვიზიტები თუ სილამაზის შემანარჩუნებელი სხვადასხვა პროცედურები. იხილეთ მისი პოსტი მისი გეგმების შესახებ აქ.
დიდი სიამოვნებით გავხდები ამ წამოწყების ნაწილი ჩემეული გეგმებით. მეც მინდა უკეთესობისკენ შეცვლა, თან დროში კი ვიწურები ნამდვილად.

ალუბლის ხეივანის ყვავილობა ვაშინგტონში
მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ვაშინგტონში ალუბლის ხეივანი ყვავის. ეს ხეები ვაშინგტონს იაპონიისგან საჩუქრად ერგო. ალუბლის ყვავილობას იაპონურად საკურა ჰქვია და ულამაზესი სანახავია. ამის საპატივსაცემულოდ აპრილში იმართება ვარდისფერი ფესტივალი და მის ფარგლებში დარტება 10 მილის (15 კმ) გარბენი, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. გარბენი 1 აპრილს არის დანიშნული და სერიოზული მომზადება მჭირდება, რადგან მე არც გამოცდილი მორბენალი ვარ, არც სირბილი მიყვარს დიდად და ეჭვი მეპარება, რომ როდესმე შემიყვარდეს.

გარბენი
გარბენის და ფესტივალის შესახებ, თუ რატომ მინდა რომ მივიღო მონაწილეობა, რა მიზნები მაქვს, ვარჯიშის პროცესის და შედეგების შესახებ მომავალ პოსტებში მოგიყვებით.
წარმატება მისურვეთ.
ძალიან კარგი იდეაა,წარმატებებს გისურვებთ! ♥♥
დიდი მადლობა!<3
tu sirbili ar giyvars ratom igeb monawileobas?
Salo aucileblad davter amis shesaxeb:)
ამაშე ჩემი აზრით მთელი დედა-აზრი დევს.
1.მთავარია მიზანი და მისი მიღწევა
2. სიახლეების გამოცდა
3 ახალი ხალხის გაცნობა
4. რაც არ გაგისინჯავს არ შეიძლება თქვა რომ არ გიყვარს ან არ მოგწონს, შესაბამისად თუ საშინელება აღმოჩნდება ანოს შეეძლება დარწმუნებით განაცხადოს რომ ამას აღრასდროს ჩაიდენს :)))
ანო! ძალიან მომწონს შენი იდეა!
გიგზავნი ლინკს:
ნინი სრული სიმართლეა რაც დაწერე. 30 დღიანი თავის გამოწვევა ძალიან მომეწონა!! სხვებსაც გადავხედე და ხშირად ვუსმენ ხოლმე!
Carmatebebi 🙂
Madloba postistvis 🙂
მადლობთ თაა!
უი შენ ვაშინგტონში ხარ??? არ ვიცოდი.
Kate, xo washingtonshi var. memgoni about me- rom shevavso imis droa 🙂
gisurveb carmatebebs sirbilshi (ara marto) 🙂 da sirbilze shekvarebas 🙂
Nino dzalian didi madloba. erti kviris shemdeg davter chems progresze. jer jerobit kargad mivdivar da gasakviria da dzalian momtons:)
shen rogorz vpiqrob giyvars sirbili? 🙂
🙂 me dzalian,exla cudi amindebia da samcuxarod ver vaxerxeb,moutmenlad velodebi datbobas,rom gavirbino 🙂 batumis plajze,marto varjishi araferia,sirbils kvela kunti mokavs ertobliv modzraobashi da saxsrebistvis,suntqvistvis,fizikuri amtanobis gasadzliereblad dzalian magaria,ai shen tviton naxav ❤
dzalian mixaria rom ase giyvars sirbili. namdvilad sasargeblo da sasiamovnoa roca nel nela echvevi da iseti zneli agar aris. tan sanapiroze sirbils albat araperi jobia. 🙂
carmatebebi ano:) ecade sirbilis dros “plashovka” chaicva da tan zalian tbilad gecvas, kudic daipare…chven conashi rom gvchirdeba dakleba mase advilad viklebt:) ukidures shemtxvevebshi (rodesac shejibri moaxlovda da 2-3 kilo gvaqvs zedmeti) im adgilebshi sadac charbi cona gvaqvs parkebs vixvevt:)
madlobt tati! tbilad vicvam. maika, zevidan fleece tu rasac edzaxian da tu dzalian civa ai “plashovka”sac romelic qars ar atarebs magasac vicmev. tsonis dakleba kargia, magram varjishtan ertad madac mshenieri maqvs :)))) parkebi da chaputnuli varjishit dehydration-is sashishroeba ar aris?
nu sasurveli araa mudmivad mase varjishi, magram roca sxva gza ar gvaqvs da droshi vart shezgudulni gvicevs:)
Pingback: მთავარია მონდომება. « A Magazine