რამდენიმე თავის მოვლის საშუალება რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

 

IMG_4733

ცოტახნის წინ ჩემთან სტუმრობდა ჩემი დეიდაშვილი რომელმაც გამოაღვიძა ჩემში მიძინებული სურვილი რომ თავს გულმოდგინედ მივხედო. დროს დეფიციტის გამო მაკიაჟის პროდუქტები მინიმუმამდე მქონდა დაყვანილი და ხშირად მის მოცილების გარეშეც ვიძინებდი დაღლილზე. სიმართლე რომ გითხრათ მომწონს მინიმალური მიდგომა, ანუ მაქვს ერთი არჩევანი თითო ნივთზე- ერთი ტონალური, რუჟი, ტუჩსაცხი, თვალის ფანქარი და ტუში. მოვიცილე ყველა ზედმეტი კოსმეტიკა რასაც იშვიათად ვხმარობდი ან უკვე სავარაუდოდ ვადა ჰქონდა გასული. გადავწყვიტე ახალი მხოლოდ მაშინ შევიძინო თუ მსგავსი ნივთი არ მაქვს ან რომელიმე სხვა ნივთი დატოვებს ჩემს “beauty bags”. ასე ავირიდებ თავიდან ტყულა ვხარჯო ფულები პროდუქტებზე რომელსაც არ ვიხმარ და არ გადავჭედავ კაბინეტს უსარგებლო ნივთებით.

მაშ ასე, რა მოხვდა ჩემს კაბინეტში?

1. Bioderma Solution Micellaire

ბიოდერმას წყალი მაკიაჟის მოსაცილებლად- მე ჯერ მსგავსი რბილი და ნაზი ყოველგვარი მძაფრი სუნების გარეშე სახის წყალი არ შემხვედრია. უმძიმეს მაკიაჟს აცილებს ერთი ხელის მოსმით და სახეს ტოვებს რბილს და სუფთას. ჩემი დეიდაშვილის რეკომენდაციით ვასველებ ორ ბამბას და ვიდებ თვალებზე და წრიული მოძრაობით ვიცილებ ტუშს. ძალიან სასიამოვნი პროცედურაა. შემდეგ კიდე ერთი სველი ბამბით მთლიან სახეზე გადავდივარ.

2. TonyMoly Pocket Bunny Moisture Mist

კორეული კოსმეტიკა 2 წლის წინ აღმოვაჩიცე და დღემდე აღფრთოვანებული ვარ. დიდი არჩევანი, კარგი ხარისხი, მისაღები ფასები, უსაყვარლესი შეფუთვა.  TonyMoly ძალიან ცნობილი ბრენდია კორეაში და მის ფარგლებს გარეთაც. როგორც იქნა ამ კოსმეტიკამ ამერიკაშიც მაღაზიის დახლებზე ამოყო თავი, თუმცა ჯერ ჯერობით Sephora და Urban Outfitter-ში შევნიშნე მხოლოდ.  Ebay-ზე უკეთესი არჩევანია თუ გადაწყვიტეთ გაეცნოთ კორეულ კოსმეტიკას. ეს საყვარელი ბაჭია სახეზე შეშაშხურებელი წყალი გახლავთ , რომელიც ატენიანებს კანს დ სახეს უფრო გლუვს ხდის. დღის განმავლობაში ვიშხუპებ ხოლმე. სასიამოვნო ატმის სურნელი აქვს.

 

3. Maybelline Deam Bouncy Blush

ვარდისფერი რუჟი ყველას უხდება და სახეს აცოცხლებს. ყველას ვურჩევ რომ არ გამოტოვოთ მისი წასმა. ეს რუჟი იმით გამოირჩევა რომ მისი ტექსტურა კრემოვანსა და პუდრას შორის არის და ერთი წასმით ბევრი არ ისმევა სახეზე ანუ მატროშკის ლოყები არ გემუქრებათ:)

 

4. Etude House Missing U Hand Cream #3 Panda

Etude House ასევე ძალიან პოპულარული კორეული ბრენდია.  ხელის კრემი მართალია პატარა ზომისაა, 30 მლ, მაგრამ შეფუთვა ძალიან საყვარელია და რომ არ შემეძინა არ შეიძლებოდა.

5. Ole Henriksen- ის ღამის კრემები.

Invigorating Night Gel- ეს კრემ-გელი ყველა სახის კანის ტიპისთვის არის განკუთვნილი. ხელს უწყობს ნაოჭების, გამონაყარის, კანის პიგმენტაციის მოცილებას. შეიცავს alpha hydroxy acids (AHAs), რომელიც განსაკუთრებით კარგია კომბინირებული კანისთვის.  იხილე პოსტი კანის ტიპები და შესაბამისი მოვლის რეჟიმი.

Express the Truth- ასევე ყველა ტიპის კანისთვის მიმართული კრემი, რომელიც ებრძვის ნაოჭებს აფრიკული წითელი ჩაით და ვიმატინ C-თი.

6. Weleda Birch Cellulite Oil

ორსულობის დროს მომატებულ წონასთან ერთად ცელულიტიც უფრო გამოიკვეთა ასე რომ ვებრძვი ორივეს. როგორც ამბობენ “на войне все средства хороши” 🙂

7. Argan Oil

არღანის სასწაულმოქმედი ზეთი მოროკოდან ჩამომიტანეს. არაჩვეულებრივია როგორც თმებისთვის, სხეულისთვის ისე სახისთვისაც. მრავალმხრივი დანიშნულება აქვს:

  • თმების მასკა დაბანამდე
  • სველ თმებზე როგორც Leave in Conditioner დაბანის მერე
  • მშრალ თმაზე ბზინვარების მისაცემად
  • სახის დამატენიანებელი (ძილის წინ)
  • სხეულზე ლოსიონის მაგივრად

8. Benefit Hello Flawless Oxygen now Foundation

კორეული მაკიაჟით ვარ მოხიბლული. არ უყვართ მძიმე მაკიაჟი, ბრონზერები, ა.შ. სახე რაც შეიძლება მსუბუქად და ახალგაზრდულად უნდა გამოიყურებოდე, უნდა ანათებდეს და იყოს გლუვი. ამის მიღწევა რთულია, მაგრამ Benefit Hello Flawless Oxygen now საკმაოდ თხევადი და მსუბუქი ტონალურია და წასმის შემდეგ “ნოტიო სახის” [dewy] შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩემი გამარტივებული მაკიაჟის რუტინიდან მხოლოდ ფანქარს, რუჟს და ღია ფერებში ტუჩსაცხს ვიყენებ ხოლმე. ამ გოგონას მაკიაჟი ძალიან მომწონს.

იმედია მოგეწონათ სია. მომწერეთ თქვენი ფავორიტი პროდუქტები. თუ კორეულ კოსმეტიკას იყენებთ, ძალიან გამიხარდება თქვენს გამოცდილებას თუ გამიზიარებთ.

Amag