მთავარია მონდომება

ძალიან კარგი შეგრძნებაა როდესაც მიზანს დაისახავ და მას განახორციელებ. 5 თებერვალს “I can and I will…. watch me” პოსტში  ვწერდი რომ 1 აპრილს საკურას გარბენში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას,  ანუ 10 მილის/16 კმ გარბენას. ძალიან მიხარია რომ დღეს შემიძლია თამამად დავწერო რომ მე მოვემზადე, ვივარჯიშე და 1 აპრილს წარმატებით გადავკვეთე ფინიშის ხაზი.

მომზადების პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველი სირთულე გახლდათ ის, რომ საჭირო იყო ჩემი მხრიდან ვარჯიშისთვის მეტი დროის დათმობა, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდი. მონაწილეები კვირაში ერთხელ ვიღებდით ვირტუალური ტრენერისგან მთელი კვირის ვარჯიშის გრაფიკს, რაც უმეტესწილად კვირაში 5 გარბენს ნიშნავდა და 2 დასვენების დღეს. მაგრამ ძნელია ამის შესრულება, როდესაც სამსახური, ოჯახი, მეგობრები, სხვადასხვა ღონისძიებები და საინტერესო ამბები ხდება შენს გარშემო.

ვარჯიშები დაიწყო 20 წუთიანი სირბილ-სიარულით და 8 კვირის განმავლობაში ნელ ნელა იზრდებოდა დატვირთვა. მიუხედავად ამისა მაინც მქონდა დისკომფორტი, კუნთების ტკივილი, ხანდახან სირბილის ბოლოს გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევა, რასაც იმ აზრამდე მივყავდი რომ ხომ არ აჯობებდა დამენებებინა ამისთვის თავი და ძველებურ რეჟიმში გამეგძელებინა ცხოვრება.

მთლიანი მომზადების პროცესი, როგორც აღმოვაჩინე, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე თვით გარბენი. მომზადების ფაზა ცდის შენს დისციპლინას, დასახული მიზნისთვის ბრძოლის უნარს, როგორც ფიზიკურს ასევე ემოციურს. საკუთარ თავზე სწავლობ ბევრ რამეს, ანუ აკვირდები შენს სხეულს, მის შესაძლებლობებს, თუ რამდენი რამ შეუძლია გონება-განწყობას, რას ნიშნავს თავზე ცოტათი თავის დატანება, რა მნიშნველობა აქვს კვებას და ძილს.

გარბენის წინა დღეს ცოტათი ვნერვიულობდი. მხოლოდ 4 საათი მეძინა. მიუხედავად ამისა სახლიდან გავედი თუ არა ენერგიით ავივსე. დილის 6 საათზე მეტრო მხოლოდ მონაწილეებით იყო სავსე. ეიფორიული და მხიარული განწყობა სუფევდა ვაშინგტონის მონუმენტის გარშემო. საერთო ჯამში 15 000 მონაწილე გამოდიოდა საკურას გარნებში და 6 ჯგუგად ვიყავით დაყოფილი. როცა ჩვენი ჯგუფისთვის სტარტის ხაზზე საყვირის ხმა გავიგე და ყველამ სირბილი დაიწყო მეც მექანიკურად ავყევი ყველას. პირველი 6 კმ არ გამიჭირდა საერთოდ, მაგრამ რომ გამიელვა თავში კიდე 10 გქვონდა გასარბენი, შემეშინდა ნამდვილად. მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, ყველა მირბის, შენც გარბიხარ. ერთი დიდი ძალაა, და ის გამოძრავებს. თან ულამაზესი ხედებია, აყვავებული ალუბლის ხეები, ჯეფერსონის მემორიალი, პოთომაქის მდინარე.  ბოლო კილომეტრზე ფანტასტიური შეგრძნება გაქვს, რადგან იცი რომ სულ ცოტა დარჩა და ფინიშთან ხარ.

ფინიშის ხაზი ზუსტად 1 საათსა და 48 წუთში გადავკეთე. მერე რა რომ ეს სპორცმენის შედეგი არ არის. მთავარია დაწყება და შემდეგ წელს ნამდვილად გავაუმჯობესებ შედეგს.

ასეთი ტიპის ღონისძიება გაიმართა შარშან თბილისშიც, რომელიც ორგანიზაცია „ჰერა“-ს მიერ იყო ორგანიზებული. 3000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა კუს ტბაზე და მას 5 წრე შემოურბინეს. ეს გარბენი ემსახურებოდა მოსახლეობის ძუძუს კიბოს შესახებ უკეთ ინფორმირებას, დონორების მოძიებას და ასევე მოიცავდა უფასო სკრინინგს.

ვისაც სურვილი გექნებათ აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა გარბენში. (სავარაუდოდ  „პერა“ წელსაც გაუწევს ორგანიზებას ამ ღონისძიებას). ეს დაგეხმარებათ არა მარტო იმაში, რომ ჩადგეთ კარგ ფორმაში, ან გააუმჯობესოთ თქვენი შედეგები, არამედ ბევრ ახალ რამეს ისწავლით და საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ.