მეგობრის “makeover”-ღია ფერის თმებიდან მუქ ყავისფრამდე

ძალიან მიყვარს ცვლილებები. არასოდეს სულ ერთი და იგივე ტუჩსაცხს არ ვხმარობ, ბლოკნოტებსაც სულ ვიცვლი, ისე რომ არასოდეს ბოლომდე არ ვამთავრებ. ათასს სხვა წვრილმანში გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ცვლილებების მიმართ, მაგრამ ყველაზე მეტად გერმანიაში სტუდენტობის დროს განწყობის მიხედვით ოთახში ავეჯის სხვანაირად განთავსება მიყვარდა. ამის შემდეგ უცნაურად კარდ და მსუბუქ განწყობაზე ვდგებოდი.

ასე რომ, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა თმების ღია ფერიდან მუქად შეღებვაზე ვფიქრობო, მიხვდევით ალბათ, რომ მის ამ აზრს სიხარულით შევეგებე და და უფრო მეტიც გამოვხატე სურვილი ამ პროცესის ხელმძღვანელი მე ვყოფილიყავი. შევთანხმდით, რომ ძალიან მსუბუქ მაკიაჟსაც გავაკეთებდი. ეს ჩემთვის პრაქტიკის კარგი საშუალება იქნებოდა, ხოლო მისთვის საინტერესო, რადგან ცხოვრების ტემპის, გადატვირთული დღეების ფონზე თან მაკიაჟის მიმართ ნაკლები ინტერესის და გამოცდილების გამო, მას უმაკიაჟო, ბუნებრივი სახე ურჩევნია.

ესეც სურათები.

ჩემს მოდელს ქერა თმები ჰქონდა, შემდეგ ღია ყავისფრად გადაიღება. ეხლა კი მუქად შეღებვის სურვილი აქვს.

ესეც შეღებვის პროცესი. ზოგადად სახლის პირობებში რეკომენდირებულია მხოლოდ 2 ტონით განსხვავებული ფერით შეღებვა. თუ ძალიან გამუქება ან გაღიავება გინდათ, ყოველთვის აჯობებს რომ სალონს მიმართოთ. გამოცდილი და საქმის მცოდნე სტილისტი რჩევებსაც მოგცემთ და შესაბამისად ფერსაც ალბათ უკეთ “დასვავს” ვიდრე თქვენ.

ესეც საბოლოო შედეგი, მუქი ყავისფერი თმებით და ბაცი მაკიაჟით.

გამოვიყენე შემდეგი პროდუქტები ამ თანმიმდევრობით:

  1.  სახის დატენიანება კრემით, ასევე ცალკე თვალის კრემი. ცოტახანი ვაცადე რომ შეწოვილიყო/გამშრალიყო
  2. კონსილერი – თვალების ქვეშა რგოლების დასაფარავად  და ასევე სახის სხვადასხვა ნაწილზე საჭიროების მიხედვით
  3.  ტონალური- მთლიან სახეზე, რომ სახე ერთი ფერის და გლუვი გამხდარიყო
  4.  რუმიანა-  ძალიან ნაზად, ისე რომ თითქმის არ ემჩნევა
  5.  თვალის ჩრდილები ბეჟი და ყავისფერის ტონალობით საუკეთესო არჩევანია დღის მაკიაჟისთვის და ასევე   მათთვის ვინც მკვეთრ მაკიაჟს არიდებს თავს. ძალიან ბუნებრივია და მე პირადად ყავისფერ თვალებზე ძალიან მომწონს
  6.  პუდრა სულ ბოლოს ჰაეროვანი მოძრაობით წავუსვი ყველაფერი რომ დამეფიქსირებინა. ის ასევე მაკიაჟის დიდი ხნით სახეზე “გაჩერებას” უწყობს ხელს.
  7.  ტუჩსაცხი ვარჩიე ვარდისფერი,  რომელიც ჩემი მეგობრის ბუნებრივ ფერთან ახლოს იყო.

ჩემი მეგობრის მეუღლე აღფრთოვანებული იყო ცვლილებით, ასევე სამსახურში (ჩვენ თაბამშრომლებიც ვართ), ყველას ძალიან მოეწონა მისი თმის მუქი ფერი და ერთხმად აღნიშნა ყველამ რომ მას ეს ძალიან მოუხდა.

ძალიან გამიხარდება თუ მომწერთ თქვენ რა ფიქრობთ და თქვენ რას გააკეთებდით სხვანაირად.