ფილმი “იაფა” და რთული არჩევანი

ცოთა ხნის წინ ვაშინგტონში ებრაული ფილმების ფესტივალი გაიმართა.  სამწუხაროდ ერთადერთი ფილმი რომლის ნახვაც მოვახერხე არის „იაფა“ (Jaffa). იაფა ქალაქ თელ-ავივის ნაწილია. აქ პალესტინელები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ. ფილმის მოქმედება ზუსტადაც და ქალაქის ამ ნაწილში ვითარდება.

ტოფიკი ახალგაზრდა პალესტინელი ბიჭია, რომელიც ებრაელი რუვენის საავტომობილო სახელოსნოში მამამისთან ერთად მუშაობს. თოფიკის და რუვენის ქალიშვილის -მელის სიყვარულის შესახებ არავინ არ იცის. არადა თურმე უკვე წლები ერთად არიან და ძალიან უყვართ ერთმანეთი და მზად არიან ყველაფრისთვის. ფილმის შინაარს რა თქმა უნდა წინასწარ არ მოგიყვებით, მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით და ფიქრობთ იმის შესახებ შეძლებენ თუ არა მა ორი ეროვნების ადამიანი ერთად ცხოვრებას.

ტოფიკი და მელის სასიყვარული ისტორია და მის გარშემო შექმნილი მოვლენები შეიძლება ნებისმიერ ორ ეროვნებას შორის განვითარებულიყო. შეიძლება ფრანგებს დიდად არ ეხამუშოთ გერმანელი თავის ოჯახში, (ერთხელ გერმანიიდან საფრანგეთში ჩასულმა ფრანგებმა მითხრეს, რაც გინდა ის გვითხარი მაგრამ გერმანელები ევროპის გლეხები არიანო) მაგრამ ტრაგედია და სირთულე ამაში არაფერია. რასაც ვერ ვიტყვით იგივეს თურქებსა და ბერძნებზე, ებრაელებზე და პალესტინელებზე და ა.შ.

როგორ ფიქრობთ მთავარი სიყვარულია თუ ეროვნება, ოჯახი, ტრადიციები, სამშობლო? ბედნიერად ცხოვრობს ასეთ შემთხვევაში წყვილი, როცა ორივე მხარე გარკვეულ დათმობაზე მიდის და შეიძლება საკუთარ ნაწილზე უარის თქმაც კი მოუწიოს?

მე ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში სირთულეები იმ დოზით არის რთული რამდენადაც ჩვენ ამას მივიღებთ რთულად. ღრმად მწამს, რომ ყვეალაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში იმაზე არ არის დამოკიდებული რაც რეალურად ხდება, არამედ იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენებს.