სახის კანის მოვლა, ნაწილი პირველი

ერთ ერთ პოსტში ვიუწყებოდი იმის შესახებ თუ როგორ დავადგინოთ სახის კანის ტიპი. ეხლა დროა ვიცოდეთ როგორ მოუაროთ მას. კომენტარებში თინა თინმა აღნიშნა რომ იქნებ ცხიმიანი კანის მოვლის შესახებ დაწეროო, მაგრამ მე ვიფიქრე რომ არა მარტო ცხიმიანი არამედ დამატებით ყველა კანის ტიპზე და კანის სიჯანმთელეზე ჩამოვაყალიბებდი ზოგად პოსტს. რადგან მე კოსმეტოლოგი არ გახლავართ, ყველა რჩევას ბრმად ნუ გაითვალისწინებთ. თუ რამე საეჭვოა, გადაამოწმეთ აუცილებლად და მეც შემატყობინეთ.

ქვემოთ რის შესახებაც იქნება საუბარი, პრინციპში ყველამ ვიცით ისედაც. ჩემი მიზანია რომ შეგახსენოთ, მოგანდომოთ, სიზარმაცე დაგაძლევინოთ, რადგან ხანდახან ხდება ხოლმე რომ ამა თუ იმ პროცედურის ჩატარება, იქნება ეს სახის ნიღბები, სქრაბი-გაწმენდა, თუნდაც რუტინული სახის მოვლა ა.შ,  გვეზარება და ვივიწყებთ მის შესახებ.

კანის ტიპზე, სტრუქტურა და ფერზე გენეტიკა აგებს პასუხს, მაგრამ თავის მოვლა მხოლოდ ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯანმრთელი და ლამაზი კანი იწყება მხოლოდ სწორი კვებით და  სწორი ცხოვრების წესით. მაშასადამე,

მიიღე ვიტამინები

ახალი, ცოცხალი უჯრედები ცვლიან მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირზე. ახალი უჯრედების ზრდის სისწრაფე დამოკიდებულია ვიტამინებზე, მინერალებზე და ჰიდრატაციაზე.

ვიტამინი A– ზოგადად პირდაპირ სახეზე გამოიყენება, მაგრამ რომ მიირთვათ სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, ნესვი არ გაწყენთ. ხოლო სახის ზედაპირზე კვერცხის გული, რძის ნაწარმი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვიტამინი B– ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს. კვერცხი, ღვიძლი, ბოსტნეული

ბიოტინი- B ვიტამინების კომპლექსის ნაწილი. საჭიროა თმის ცვენის და დერმატიტის თავის ასარიდებლად. ასევე ფრჩხილების გასამაგრებლად.

ვიტამინი C-კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და ამაზეა დამოკიდებული კანის სტრუქტურა, ელფერი და ელასტიურობა. მარწყვი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, კივი, სალათის ფურცლები, კენკრეული, პამიდორი

ვიტამინი D-არსებითია სახის კანის უჯრედების განვითარებაში კვერცხის გული, ორაგული, რძე და რძის ნაწარმი

ვიტამინი E– ეხმარება კანის ჯანმთელი ქსოვილის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას სალათის ფურცლები, თხილეული, გაუცრელი მარცვლეული (цельные зерна, whole grains)

ცხიმი– მნიშვნელოვანია რბილი კანისთვის და ბზინვარე თმებისთვის ზეითუნის ზეთი, ავოკადო,  თევზეული, კაკალი, ნიგოზი

დალიე წყალი

გაუწყლიანებამ კანის სიმშრალე იცის. ასე რომ მიეძალე ხილს, ბოსტნეულს, სუპებს და დღეში 2 ლიტრა წყალს. ზამთარში ძალიან ძნელია, მე პირადად არ მწყურდება მაგრამ ვცდილობ 1 ლიტრა მაინც დავლიო, ანუ 4 ჯიქა წყალი.

ივარჯიშე

ვარჯიშის დროს გულის სიჩქარის მატება იწვევს სხეულში სისხლის მოძრაობის გაზრდას, კანს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და ასევე სხეულც იწმინდება ტოქსინებისგან როცა ვოფლიანობთ. დღეში 20 წუთიც საკმარისა.

გამოიძინე

Beauty sleep, Schoenheitschlaf ხომ გაგიგიათ? ტყუილი არ არის. სხეული ამ დროს აღადგენს უჯრედებს.

შეამცირე მზის აბაზანები

რომელი ჟურნალიც არ უნდა გადაფურცლო, ტელევიზია, რადიო, ყველგან იუწყებიან რომ მზის აბაზანები ადრეულად აბერებენ კანს, იწვევენ ნაოჭებს, კანის ელასტიურობის ამცირებენ რომ აღარ ვთქვათ კანის კიბოზე. მესმის, ვიცი, ზეპირად ვიცი. მაგრამ ვერ ვიტან SPF 30!

არ მოწიო

ამის გაგონებაც არ მინდოდა. მაგრამ რას ვიზამ, საჭირო იყო და ძალიანაც ვამაყობ ამით. შედეგი მართლაც და სახეზეა. სიგარეტი აზიანებს იმ ძარღვებს რომელიც კანს ჯანგბადით და საკვებით ამარაგებს. შესაბამისად სახის კანი ნაცრისფერია და ელასტირუობაც კლებულობს.

მოერიდე სტრესს

სტრესი, არამშვიდი გარემო (ჰორმონების თამაში) იწვევს კანის გაღიზიანებას და კანის პრობლემებს. მე სებორეა მქონდა და სტრესის დროს მირთულდებოდა. ასე რომ არ ინერვიულოთ.

ეს ზოგადი რჩევებია. სეზონის ცვლილება, ორსულობა, სტრესი, მგზავრობა, წამლები და კიდევ სხვა ფაქტორები ზეგავლენას ახდენენ სახის კანზე და მას შესაბამისი მოვლა სჭირდება.

სახის კანის მოვლა, ნაწილი მეორე სხვადასხვა კანის ტიპის დახასიათებით და შესაფერისი მოვლის რეჟიმით იხილეთ აქ.