New Year, New Skin
სახის კანის მოვლა სერიოზული პროცესია, რომელიც არა მარტო სახეზე კრემის წასმას გულისხმობს, არამედ მოიცავს სწორ კვებას, სახის კანის ცოდნას, სწორი პროდუქტების არჩევას და მათ სწორად გამოყენებას. თუ რა საკვებია საჭირო გლუვი სახისთვის ნახეთ ჩემი ადრეული პოსტი სახის კანის მოვლის პირველი ნაწილი, ხოლო კანის ტიპის ამოსაცნობად და შესაბამისი რეჟიმის შეთავსებით მეორე ნაწილი მოინახულეთ.
ვფიქრობ რომ დროა ჩემი სახის კანის მოვლა ცოტა გავართულო. 20+ ასაკთან ერთად ნაოჭები იწყებს თავის გამოჩენას, სახეს დაღლილი, არანათელი ელფერი აქვს, თვალების ქვეშ მუქი რგოლები შესამჩნევი ხდება. რა თქმა უნდა მაკიაჟი ამ ყველაფერს მშვენივრად ფარავს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩემი წლევანდელი მიზანია სახის კანს საკმარისი დრო დავუთმო და მაკიაჟის გარეშეც სახის კანი იყოს ჯანსაღი, გლუვი და ნათელი.
უზომოდ მოხარული ვარ რომ ახალ წელზე ჩემმა უსაყვარლესმა დეიდამ არაჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთეა. ეს არის სახის დასაბანი ხელსაწყო Mia Clarisonic-ისგან.
დასაბანი ჯოხის თავი ტრიალებს სწრაფად და კარგად ასუფთავებს სახის კანს. ფორები უფრო პატარად ჩანს და სახეს ბევრად უფრო ჯანსაღი იერი აქვს ყოველი დაბანის შემდეგ. კრემებიც უფრო კარგად აითვისება კანის მიერ. ერთი სიტყვით ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.
Mia ძალიან კარგი დასაწყისია სახის მოვლისთვის, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. გადავწყვიტე აზიელი ქალბატონების მაგალითზე მეც დავამატო სახის მოვლის რამდენიმე ეტაპი. ცნობილია რომ აზიელებს ძალიან კარგი სახის კანი აქვთ და სჯობს მათ დავუჯერო და მივბაძო. თურმე აზიელი ქალბატონი საშუალოდ 6-9 სახის კანის მოვლის საშუალებას იყენებს ერთ წასმაზე, აქედან რამდენიმე სახის სერუმს, ნაოჭების წინააღმდეგ კრემს და დამატენიანებელს. 6-9 შეიძლება მართლაც და ბევრია მაგრამ დროა მეც ჩავრთო სერუმები ჩემს რეჟიმში.
ბოლო პერიოდია ბერძნული ფირმის Korres-ის ბროწეულის სახის კრემს ვხმარობ, რომელიც ძალიან მომიხდა. მას აქვს ხავერდოვან-ჟელეს ტიპის სტრუქტრუა და არის ზუსტად რომ კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი.
ვარდის წყლის და ზეთების დადებითი თვისებებით შტაგონებულმა არ დავაყოვნე და ამ ფირმის სხვადასხვა დამატებითი საშუალებები გამოვიწერე.
1. ვარდის და C ვიტამინის ძილის წინ წასასმელი სახის კრემ-მასკა
2. ვარდის თვალის სერუმი
3. ვარდის სახის დასაბანი საშუალება
კლინიკის სერუმი, რომელმაც სახის მკვდარი უჯრედების ახლებით ჩაანაცვლების პროცესს უნდა შეუწყოს ხელი და შესაბამისად ხანი უფრო ცოცხალი, ახალგაზრდა და ნათელი უნდ გახადოს.
რუტინა კი შემდეგნაირი იქნება:
1) სახის დაბანა Mia-თი
2) ტონერი, რომელიც აღადგენს სახის ph- ბალანსს და ჭუჭყს/მაკიაჟს უკეთ აცილებს. ტონერები შეიცავენ ისეთ ინგრედიენტებს რაც კარგია სახის კანისთვის. ვარდის წყალი მაგალითად – ატენიანებს სახის კანს, კიტრის- ამცირებს ფორებს და ჭიმავს კანს.
3) ტონერის შემდეგ გადავალ სერუმზე, რომელიც კრემისგან განსხვავებით უფრო თხევადია და შესაბამისად კრემის წასვლამდე უნდა დავიტანოთ სახეზე. სასურველია ჯერ თითებზე დავისხათ, ცოტა გავათბოთ თითებით და შემდეგ ხელის თათუნის მოძრაობით წავისვათ სახეზე.
4) დადგა თვალის კრემის დროც. არათითით ნაზად იტანება თვალზე და თვალის ქვემოთ.
5) ნებისმიერი დამატენიანებელი სახის კრემი.
იყენებთ სერუმებს? სახის კანს როგორ უვლით?
ano,me ufro bunebriv sashualebebs vanichen upiratesobas saxis kanis movlisas,nebismieri xilis,bostneulis,kvercxis,gerkulesis da ase shemdeg nigbebs,serumebsac ar vikeneb da tu shegidzlia ufro meti informacia ro mogvacodo magis shesdaxeb.sxva danarchens rac sheexeba vikeneb gamcmend rdzes makiajis mosashoreblad,shemdeg kosmetikur sapons,losions,damatenianebels da tvalis irgvliv kremsac,amjamad am kvelafers dolivas firmisas.manamde weledas vanichebdi upiratesobas.aseve saxes sagamos vicmindav xshirad tbil ckalshi dasvelebuli bambis tamponze dacvetebuli zeitunis zetit,rac aseve dzalian kargad ashorebs makiajs tvalze.aseve zeitunis zetit vimasajeb xolme saxes,rac dzalian momcons,sakmaod aumjobesebs saxis konturebs.mec kombinirebuli saxis kani maqvs da ertaderti rac macuxebs da nervebs mishlis shav certilebtan brdzolaa 🙂
ნინო ზეითუნის ზეთი ძალიან ძალიან კარგია, როგორც მაკიაჟის მოსაშორებლად (ისე ნებისმიერი ზეთი შეგიძლია გამოიყენო, ნუშის, მზესუმზირის..) და ასევე არაჩვეულებრივია სახის მასაჟისთვის და დასატენიანებლად. ადრე ხან ხაჭო, ხან კვერცის გული და ლიმონი, გერკულესი, “შალფეის” ნაყენებს და ნიღბებს ვიკეთებდი ხოლმე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე დროის უქონლობის( და ზარმაცობისაც?? ) მხოლოდ უკვე მზა ნიღბით ვიფარგლები. როგორც წესი კვირაში ერთხელ ნიღაბს ვიკეთებ. კარგი იდეა მომაწოდე, დროა ისევ ჩავრთოთ ბუნებრივი საშუალებები სახის კანის მოვლის რეჟიმში და აუცილებლად დავწერ რას და როგორ ვიზამ. ზეითუნის მასაჟი მომეწონა. დღესვე განვახორციელებ მაგას:) რაც შეეხება ველედა და დოლივა – ორივე არაჩვეულებრივი არჩევანია. მეც ეს სერუმი ამ წლის ექსპერიმენტია, აქამდე არასდროს არ მქონია და ჩვეულებრივი სახის კრემით ვიფარგლებოდი. ჯერ 2 თვე გავიდა, კიდე ცოტაც და შედეგებზეც დავწერ:)
შავი წერტილები– ასევე ნერვებს მიშლის! ტონალურით ვფარავ,ვერ ვიშორებ:( თუ რამე ხერხები იცი გთხოვ გამიზიარე, იქნებ სხვა კომბინირებული კანის მქონდე მკითხველებსაც გამოადგეთ.
ra tqma unda,maqvs ramodenime recepti da gagiziarebt kidevac mxolod sakutar tavze gamocdil da efeqtur sashualebebs.vickeb saxis gacmendis shemdegi procedurit:saparsi qafi(mamakacis 🙂 vearsdros carmomedgina tu aseti efeqturi iqneboda da tu gamovikenebdi odesme)+1s/k perekisi(aaduget 100 gr ckali,chaagdet 2tableti perekisi,chaasxi botlshi,bneli churcheli unda ikos,tavze daaxuret im cutasve.es xsnari sheidzleba gamoikeno shemdegshic saxis sacmendad.)+3 cveti nishaduris spirti.aaqafeb bintit masas,caisvam saxeze 20 cutit,tbili cklit chamoiban.shemdeg bambas daasveleb tbil ckalshi,daakri cvril marils da daixexav saxes.tu grma cmenda gindat,amis shemdgom daiortqlet saxe gvirilis nakenit,orive variantis shemdeg shav certilebs imushaveb xelit,shemdeg ideb saxeze boris mjavas(1 pachka ixsneba naxevar litr adugebul ckalshi,marlas daasveleb boris mjavashi da ifen saxeze ramodenime cutit).bolos gacmendil saxeze ideb shemdeg masas-sabavshvo pudra 1s/k+1s/k perekisi+2 cali dafshvnili streptocidi,unda miigo arajniseburi masa,20 cutit ideb saxeze da chamoiban
rac sheexeba shemdeg gamosakenebel maskebs,kvelaze efeqturia soda,magalitad piris dabana dasabani qafit(musit) romelsac xelis gulze umateb cota sodas da imushaveb saxes.sul exlaxans gamovcade da dzalian momecona 1s/k sodas+1s/k limoni,criuli modzraobit isvam saxeze da ichereb 20 cuts.
1s/k gerkulesi cklit gafuebuli+1s/k soda+1s/k marili,xelis modzraobit isvam da ichereb aseve.
kvercxis cilas umateb 1sk shaqars,amoikvan kargad,isvam saxze,daelodebi gashrobas,shemdeg meore fenas isvam da titebis datkmiti modzraobit imushaveb saxes gashrobamde,shemdeg isev mesame fenas igive procedurit.
aseve saxlshi momzadebuli losioni shavi certilebis cinaagmdeg efeqturi sashualeba-erti chiqa limonis cvenshi gatqvefili erti kvercxis cila,chaasxam botlshi da ikeneb saxis sacmendad.
es kvelaferi,ra tqma unda xshirad unda imeoro,efeqti rom qondes da amis shemdeg makiajic idealurad jdeba saxeze,shavi certilebic mcirdeba da fermkrtaldeba.
დაახლოებით ერთი თვის წინ სულ შემთხვევით ვნახე ეს პოსტი.
29 წლის ვარ და არ მახსოვს დრო და ასაკი, როდესაც ჩემი ზემშრალი კანის გამო პრობლემები არ მქონდა. ერთადერთი დადებითი, რაც მახსენდება ის არის, რომ თითქმის არასდროს შევუწუხებივარ გამონაყარს. სხვა მხრივ ალბათ დღემდე ტონამდე საცხი და სახის საწმენდი თუ დასატენიანებელი კრემი მექნება გამოყენებული 🙂 ტონალურ კრემს მაქსიმუმ 3 საათი ვიჩერებ სახეზე, დილით წასმული შუადღის 2 საათისთვის უკვე ისე მაწუხებდა კანზე, რომ აუცილებლად უნდა ჩამომებანა. 2-3 დღეში კი კანი ისე მიბინძურდებოდა შიგნიდან, რომ შიგნიდან მეწვოდა და ისე მაწუხებდა, მეგონა ალერგია მქონდა. ალერგიული საერთოდ არ ვარ. მთელი ბავშვობა კანის სიწითლემ დამტანჯდა და როგორც იქნა მგონი მეშველა :))
ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ დაახლოებით ათი დღის წინ მივიღე, როგორც იქნა, ჩემი Clarisonic Mia 2 (თქვენი პოსტის წყალობჲთ გადავწყვიტე შეძენა) და მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ პირველი შთაბეჭდილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთხელაც კი არ ამწვია ან გამწითებია კანი, არ მაწუხებს ტონალური (არადა ისედაც იმდენად ცოტას ვისმენ, რომ არც მემჩნევა) და რაც მთავარია, სამსახურში სახის 12-ჯერ ჩამობანა არ მიწევს… ❤
პ.ს. დიდი რჩევის და რევიუების გაცნობის შემდეგ მაინც Clarisonic Mia 2 გამოვიწერე. ვიფიქრე მაინც უფრო ახალია და ბარემ უფრო დახვეწილი რომელიც არის იმას ვიყიდითქო, მაგრამ მგონი უბრალო მარკეტინგული გაზვიადებაა, თორე მგონი დიდად არ განსხვავდება Clarisonic Mia-სგან…
კიდევ ერთი პ.ს. – ის საცხი, რაც მოჰყვა იმდენად პატარაა და ცოტა, რომ მალე გამითავდება… შემცვლელად რას იყენებთ? ჩვეულებრივი სახის გამწმენდი ტონიკი შეიძლება? თუ იგივე ეფექტი არ ექნება?
ლიკა, პირველ რიგში უდიდესი მადლობა გამოხმაურებისთვის. გამიხარდა რომ მომწერე და კიდევ უფრო გამიხარდა თუ ამ ბლოგის მეშვეობით რაღაც ახალი და სასარგებლო აღმოაჩინე შენთვის. ამ ჟურნალის მიზანია სხვა არაფერი თუ რომ გოგონებმა ერთმანეთს შევახსენოთ, მოვანდომოთ რომ კიდევ უფრო კარგები და ლამაზები რომ გავხდეთ.
რაც შეეხება მია 2 შეძენას- მე თუ მკითხავ კარგი არჩევანი გააკეთე, თან ორი სიჩქარე აქვს და იმისდამიხედვით სახის კანი როგორ მდგომარეობაშია, ან უფრო სწრაფ ან ნელ გაწმენდის რეჟიმში დააყენებ ხელსაწყოს და ისე მოიხმარ. არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს მეც. მართალია მე მშრალი კანი არ მაქვს მაგრამ ძალიან მიშველა, ბევრად უფრო გლუვი სახის კანის ფერი მაქვს, უფრო ჯანმრთელი იერი შემძინა მთლიანობაში. ერთადერთი ის არის რომ ტუჩის ქვემოთ ხანდახან გამონაყარი მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ვრწმუნდები რომ ამაში ჰორმონალური ამბებიცაა გარეული და მიას გარდა კიდევ უფრო ღრმა გაწმენდაც მესაჭირეობა რადგან მაინც კომბინირებული კანის პატრონი ვარ.
დასაბანი საცხლი მეც მალე გამითავდა, მაგრამ ჩემი კანის შემთხვევაში ჩავანაცვლე ზემოთ მითითებული კორესის ვარდის წყლის დასაბანი საშუალებით, ეხლა ჩაის ხის (tea tree) ზეთის შემცველობის სახის გამწმენდზე გადვადი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩაის ხეს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და იდეალურია ჩემი კანისთის.
მშრალი, ნაზი, მგრძნობიარე კანისთვის მიასთან კომბინაციაში შემდეგი ვარიანტებს შეგიძლია გადაავლო თვალი, არა მგონია აუცილებელი იყოს მაინცდამაინც ის კრემი გამოვიყენოთ რაც მოყვება. თუმცა კლარისონიკს მშრალი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებაც აქვს
Clarisonic-Gentle Hydro Cleanser
აი სხვებიც: თუმცა კონკრეტულად ეს დასაბანი საშუალებები მე არ მიცდია, რადგან სხვა ტიპის კანი მაქვს, მაგრამ ჩემთვის განკუთვნილი კრემები დაცდილი მაქვს.
Origins- Mega Mushroom Skin relief facial cleanser
Murad- Soothing Gel Cleanser
Korres-Milk Proteins Foaming Gel Cleanser
Clinique-Redness Solutions Soothing Cleanser
mogesalmebit. xom ver metyvit rogor da saidan gamoviwero Clarisonic Mia 2? winaswar didi madloba :))
Taking the oviewerv, this post hits the spot
AKAIK you’ve got the answer in one!
da kidev erTs davamatebdi, dzalian kargi saitia, martla sachiro da sasargeblo statiebia.dzalian momewona, dges ukve mesamed vewvie tqvens saits, shemtxvevit agmovachine da ise momwons, minda yvela statia wavikitxo :d :d madloba aseti saintereso informaciebisatvis :*
Pingback: August Favorites- ამ თვის ფავორიტი ნივთები | A Magazine