სილამაზის რჩევები სტამბულიდან
სტამბული ულამაზესი ქალაქია. ბოლო წლებია საქართველოდან ძალიან ბევრი მიაშურებს სტამბულს ღირშესანიშნაობების სანახავად და კარგი დროის გასატარებლად. მაგრამ ისტორიული ადგილების, კარგი კაფეებისა და ტანსაცმლის მაღაზიების გარდა, არის კიდევ სტამბულის სხვა მხარე: აქ შეგიძლიათ გაახალგაზრდავდეთ და გალამაზდეთ.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნი და ზეითუნის ზეთი თურქული სუფრის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ მას იყენებენ არა მარტო სამზარეულოში, არამედ ზეითუნს საპაიტო ადგილი უჭირავს აბაზანაშიც. ნამდვილი სასწაულია ნატურალური ზეითუნის ზეთის საპნები. ის კანს არბილებს, ატენიანებს, კვებავს.
ვარდის ზეთი
ვარდის სახის თუ ტანის დასაბანი საშუალებები, სახის ტონიკები, შამპუნები, სუნამოები ასევე ძალიან პოპულარულია სტამბულში. ოდითგანვე ცნობილია ვარდის წყლის და ზეთის დადებითი თვისებები კანისთვის და მას დღემდე არ ღალატობენ თურქი ქალბატონები და არა მხოლოდ.
ვარდის ზეთის დამზადება პირველად ხომ სპარსეთში მოუხერხებიათ და ვარდის ზეთი დღემდე განთქმულია მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ვარდის წყალს ასევე ამატებენ ჩაის, ნამცხვრებს, ლახათ-ლოხუმს (ლოკუმი), ვარდისგან ასევე ამზადებენ მურაბას. დიდი კოსმეტიკური კომპანიები, მათ შორის DKNY, Jo Malone ეშურებიან თურქეთის ისპარტის პროვინციას. ამ პროვინციის იგივე სახელწოდების მთავარი ქალაქი განთქმულია და მონათლულია ვარდების ქალაქად, რადგან აქ მოყავთ და ამუშავებენ ვარდებს. რამდენიმე მოქმედი ფაბრიკა კი შემდგომ ვარდის ზეთით აწარმოებს შამპუნებს, საპნებს, სუნამოებს.
ნატურალური კოსმეტიკის შესაძენად შეგიძლიათ მიაშუროთ დიდ ბაზარს, მაგალითად აბდულას მაღაზიას, რომელიც განთქმულია დარიჩინის ზეითუნის ზეთის საპნით.
ისტიკლალის ქუჩას თუ ბოლომდე ჩაუყვებით გადავა გალიპ დედეს ქუჩაში (ჩემი ყველაზე საყვარელი ქუჩა), სადაც HomeSpa-ს მაღაზია მდებარეობს. აქ უამრავი სახის, ფორმის და არომატის (ზაფრანა, ვაშლი, მარწყვი, ნესვი…..) არაჩვეულებრივ ნატურალურ საპონებს და ზეთებს ნახავთ.
გალათას კოშკთან ახლოს, ჯამერკანის ქუჩაზე მდებარეობს მაღაზია ლალაი, სადაც აბაზანისთვის ყველა საჭირო ნივთს გადააწყდებით დაწყებული პირსახოცებით, ხალათებით სააბაზანო აქსესუარებითა და პროდუქტებით დამთავრებული. აქ თქვენი სული და გული გაიხარებს.
ჰამამი – თურქული აბანო
თურქული აბანო ფრიად სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა. მექისე თქვენ სიცოცხლეს და სისუფთავეს დაგიბრუნებთ. ამასთან ერთად ძლიერი პილინგი კანს არბილებს, ნაზს და პრიალას ხდის. აბანო არაჩვეულებრივი საშუალებაა მოწყდე ყოფით პრობლემებს და დაისვენო, განიტვირთო ყველაფრისგან.
ცნობილი აბანოები სტამბულში Cağaloğlu Hamamı და Çemberlitaş Hamamı
ხილის წვენები
თუ სტამბულში ხართ, გაინებივრეთ თავი და 2-3 ლირად მიირთვით ახლად გამოწურული წვენები, შეივსეთ ვიტამინებით. დახლიდან ხილს თქვენ აარჩევთ და იქვე თქვენთვის გამოწურავენ როგორი კომბინაციითაც გნებავთ. ჩემი არჩევანი გახლდათ ვაშლი და სტაფილო ხან კივით და ხან ანანასით. ნახეთ ჩემი ძველი პოსტი სტამბულის წვენების შესახებ.
მაკიაჟი
წარმოუდგენელია რომ სტამბულში ჩასულმა არ შეამჩნიოთ ისტიკლალზე მოსეირნე გოგონები სქელი აილაინერებით, მკვეთრი ტუჩსაცხებით, რუჟით, ა.შ. ერთი სიტყვით სტამბულში მაკიაჟი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით თვალის ფანქარი.
ძალიან მიხაროდა მაკიაჟიანი, მოწესრიგებული და ლამაზი სახეების ყურება, გოგონებისთვის მეცქირა, რომელთაც გამბედაობა ეყოთ და საკმაოდ თამამი თვალის მაკიაჟით იყვნენ გამოსულები გარეთ. სტამბულიდან შთაგონებული და გახალისებული ჩამოვედი, შემდგომ მეც ვცადე აილაინერი (ნახე ჩემი ისტორია და სურათები აქ) და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
სილამაზის სალონები
სილამაზის სალონები ყველა ნაბიჯზეა და იქაური ქალბატონები რეგულარულად სტუმრობენ მათ. არ ვიცი მითია თუ რეალობა, მაგრამ თუ ჩემს ერთ დაქალს დავუჯერებთ თურქები თმებს ძალიან კარგად ღებავენ და ჭრიანო. ჩვენი ერთობლივი სტამბულის ვიზიტის დროს, მას ძალიან მოეწონა ჯევაჰირის ცენტრში ზარაში მომუშავე გოგონას ქერად შეღებილი და შეჭრილი თმები და დაუყონებლივ მივაშურეთ მასთან, რომ გაგვეგო თუ რომელ სალონში ჰქონდა მას თმები გაკეთებული. მეორე დღეს ბევრი ვეძებეთ ნიშანთაშიში ეგ სალონი და აიშე კუაfორი მაგრამ ამაოდ. ვერც სალონს მივაგენით და ვერც ის გავარკვიეთ სტამბულში თმებს მართლა კარგად ღებავენ თუ არა:)
პლასტიკური ოპერაციები
რომლებიც ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად გახშირდნენ სტამბულში. ამასთანავე პლასტიკური ოპერაციის სესხის რეკლამა გამოჩნდა, სადაც ერთი გოგოს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი სურათია ასახული. სლოგანი კი ასე ჟღერს Sen al başkası ödesin – სესხი აიღე შენ და გადაიხდის სხვა 🙂 ჭკვიანურია:)
rogor miyvars eseti kuskusela da gogoshkuri postebiiii. exla maqvs erti saponi romelic rdzit da taplitaa damzadebuli da dzalian kargia.atenshi shevidzineee.imdennairi iyo da iseti saocari surneli qonda yvelas dzlivs avarchie!!!!
ვაიმე მართალი ხარ, ასეთი საპნის მაღაზიებში იმხელა არჩევანია ხოლმე რომ რომელი იყიდო არ იცი, პირდაპირ იბნევი ადამიანი:) თაფლის და რძის საპონი ათენიდან? რა კარგი იქნება წარმომიდგენია<3<3<3
ki atenshi shevidzine ert-ert magaziashi.didi natexebit udevt da ramden gramsac ginda imdens chamogichrian,tan shegircheven saxis kanis mixedvit.vaime iseti surneli trialebs am magaziashi gamosvla ar mgindebaa. :*
ვაიმე ასაწონი საპნები ჰქონდათ? მე სადაც კი მინახავს ყველგან უკვე დაჭრილი და შეფუთული იყო:) ერთის მხრივ გამზადებული უკვე კარგია მაგრამ მეორეს მხრივ ასე ერთ დიდ რულონ საპონს იყიდი და დადებ სახლში:))) საბერძნეთში არ ვარ ნამყოფი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი, რამდენი სანახაობაა, ლამაზი სასიარული ადგილები გემრიელი საჭმელი, მზე, სითბი, ზღვა და ალბათ ასევე ზეითუნის ზეთზე დამზადებულ უამრავი თავის მოვლის საშუალებები. სხვათაშორის მე ეხლა ბერძნული ფირმის სახის კრემს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ki aq mtavari ingredienti zeitunis zetia tavis movlis sashualebebshiii!!! kargia saberdzneti magram sul vidzaxi rom chven qveyanaze lamazi mainc araa!!!ateni didi veraperi, ai rac sheexeba kundzulebs dzalian lamaziaaa!!! ui romeli pirmis krems xmarob?
მარი როგორც ვხვდები ათენში ცხოვრობ! რა კარგია. სამწუხაროდ არ ვარ მანდ ნამყოფი. თუმცა კუნძულები მართლაც და ულამაზესი უნდა იყოს. სამშობლო მაინც სულ სხვაა, სხვაირად ლამაზია, ალბათ იმიტომ იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ:) მე ვხმარობ Korres და ისე მომწონს ეხლა კიდე დამატებით რაღაცეები გამოვიწერე. ყველა ძალიან აქებს. შენ სხვა ბერძნულ კოსმეტიკას იცნობ ალბათ ხომ? სილამაზის რჩევებს ხომ არ გაგვიზიარებ საბერძნეთიდან?
Pingback: New Year, New Skin « A Magazine
ki, droebit vart aq me da chemi meugle 🙂 koress -is tuchis balzami mqonda da isic dzalian kargi iyooo 🙂
მეც ვგიჟდები ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენზე! ხელებს რომ გაბანინებენ კიდევ ის მომწონს, რაღაც ლიმონიანი წყლის მსგავსია, სურნელოვანი.
ახალგამოწურული წვენები რა კარგია, რა ჯობს მაგას. არ ვსვამ სუპერმარკეტის წვენებს. ჯერ ეს ერთი არც მეგემრიელება და თან ტონა შაქარს შეიცავს ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. ხელების დაბანა გამახსენდა, ლიმნიანი სველი სალფეთქები ჰქონდათ ზოგ ადგილას:)
როგორ მომეწონააა. არ ვიცოდი თავის მოვლის ასეთი მაღალი კულტურა თუ ჰქონდათ.. ძალიან კარგია.
სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ფორთოხლის წვენს კი ყოველ დილით სვამენ საუზმეზე ესპანელები.. საჭმლის მომზადებისას კი ყოველთვის ზეითუნის ზეთს 🙂 საერთოდ, ჯანსაღ კვებას ძალიან დიდი როლი აქვს ამათ ცხოვრებაში, ალბათ ამიტომ არიან 80-90 წლის ქალები 60 წლისებს რომ გავნან 🙂
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ნამდვილად ძალიან უყვართ თავის მოვლა თურქეთში და ამას ხელს უწყობს ნატურალური პროდუქტები როგორც ზეითუნის ზეთი, ასევე უამრავი კოსმეტიკური საშუალება რომელიც იწარმოება თურქეთში (სხვადასხვა ზეთები, თმის მოვლის საშუალებები, ნიღბები, კრემები, დეკორატიული კოსმეტიკა). ზეითუნის ზეთი, ვარდის წყალი, რა თქმა უნდა მარტო თურქული კულტურისვის არ არის დამახასიათებელი:) ესპანური ზეითუნის ზეთი გემრიელია:) ესპანეთში არის რამე სპეციფიუირ რასაც მანდ იყენებენ თავის მოვლისთვის? 🙂 გაგვიზიარე, საინტერესო იქნება ძალიან!
არაფრიის 🙂 პირიქით მიხარია, რომ შენი ბლოგი აღმოვაჩინე
Pingback: მუდამ ლამაზები, მოვლილები და ჯანმრთელები | ♥ ♥ ♥ In Pink ♥ ♥ ♥