თბილისი – 2 ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

როგორ მიყვარს თბილისი. ულამაზესი ქალაქია პატარა ქუჩებით, მაღაზიებით, ეკლესიებით, ძველი უბნით, მშრალი ხიდით, აბანოებით, მყუდრო კაფეებით, დიდი რესტორნებით. განსაკუთრებით მიყვარს ღამის მონარინჯისფრო თბილისი, განათებული ქუჩები, ეკლესიები, ბზინვარე შუქები სახლებიდან. წელიწად ნახევარია თბილისში არ ვყოფილვარ და როგორც კი ფეხი დავდგი მშობლიურ მიწაზე ეგრევე განცდა დამეუფლა თითქოს არსადაც არ ვყოფილვარ წასული. თბილისის ცივ დღეებშიც კი ქალაქის დიდ სითბის და სიყვარულს ვგრძნობდი ჩემს მიმართ. ასე მგონია რომ უხარია ხოლმე თბილისს ჩემი ჩამოსვლა და მხვდება ხოლმე სულ გაღიმებული და ხელგაშლილი.

Tbilisi view-A Mag

ეს ხედი იშლება კაფე 144 კიბედან. არ ვიცი ახალი გახსნილია თუ არა მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო აღმოჩენა გახლდათ. იმის გარდა რომ ამ კაფესთან მისასვლელად მართლაც და 144 კიბე უნდა აიაროთ მოედნიდან, შუა გზაში აუცილებლად საყვარელი კატა დაგხვდებათ, რომელიც აგაცილებთ ბოლომდე.

ano and cat

კაფეს რამდენიმე საათიანი თურქული აბანოს შემდეგ ვესტუმრე. მოშიებული და ცოტა შემცივნებული ვიყავი, მაგრამ იქ დაგხვდა გემრიელი სენდვიჩები, მყუდრო გარემო, სითბო და ულამაზესი ხედი თბილისზე.

144 Stairs

144 Stairs

 

ტუნა სალათი და გახუხული პური

ტუნა სალათი და გახუხული პური

ლორის და ყველის ლავაშის სენდვიჩები

ლორის და ყველის ლავაშის სენდვიჩები

როგორც იქნა ვესტუმრე გოგირდის აბანოებს.

Sulfur Bath in Tbilisi- A Mag

შენობის გარე ფასადმა არ შეგაშინოთ, შიგნით ნამდვილი სასტაული ტრიალებს და ეს სულ რაღაც 5 ლარად, სადაც 2 ლარი შესასვლელი გადასახადია და 3 ლარი კი მექისეს მომსახურება ღირს. მე კუპეთი არ მისარგებლია, რადგან საერთო აბანოს იდეა უფრო მხიბლავს.  როცა აბანოში კარგად გათბებით, დასველდებით, დარბილდებით მექისე მოგხედავთ აუცილებლად და გოჯიჯებს სათანადოდ აგაცლით. ძალიან სასიამოვნო პროცედურაა, რომელიც კანს არაჩვეულებრივად ასუფთავებს და არბილებს. ამას არ დავჯერდი და მოსადუნებლად მთელი სხეულის მასაჟი ჩავიტარე (ფასი 10 ლარი), რომელსაც ასევე მექისე აკეთებდა.  თავს მჩატედ, მსუბუქად, ბედნიერად და მხნედ ვგრძნობდი.

რჩევები:

  • თან იქონიეთ თქვენი ქისა
  • არ გაისაპნოთ ქისამდე

მენატრება თბილისი ძალიან.