მუქად შეღებილი თმების გაღიავება

წლინახევრის წინ უაზროდ შევტანტალდი ერთ ერთ სალონში (სადაც არასდროს მისარგებლია მათი სერვისით, მაგრამ მათ ქვედა ქართულზე აერობიკაზე დავდიოდი) და რადგან თმას ბოლო პერიოდი ყავისფრად ვიღებავდი, ვთხოვე ასევე ყავისფრად შეეღებათ ჩემთვის თმა. აღმოჩნდა რომ სალონში ყავისფერი აღარ ჰქონდათ, მაგრამ შემომთავაზეს შავი და რომელიღაცა ღია ფერი აერიათ ერთად და დამარწმუნებს “ყავისფერი გამოვაო“. რადგან ამ ამბებში დიდად ვერ ვერკვეოდი, დავთანმხდი.

საბოლოოდ ჩემი თმები გამოვიდა შავი, რაც ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ აშკრად ბუნებრივი თმის ფერი ყავისფერი ბევრად უფრო მიხდება, ასაკს არ მმატებს და უფრო ბუნებრივი ჩანს ჩემს კანის ფერთან მიმართებაში.

თუ თქვენ მუქი ფერით უკმაყოფილო ხართ, ნამდვილად აჯობებს მიმართოთ სანდო და გამოცდილ ანუ პროფესიონალ ქოლორისტს კონსულტაციისთვის. ჩემსავით შეცდომა არ დაუშვათ. გაღიავება, შეღებვა, კონკრეტული ფერის „დასმა“ საკმაოდ რთული პროცესია და მხოლოდ საქმის მცოდნეს ჯობია ანდოთ თვქენი თმები.

მაგრამ თუ მაინც სახლის პირობებში გსურთ  ცოტათი მაინც გაიღიავოთ შავად/ზედმეტად/მუქად შეღებილი თმები, მაშინ ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით ჩემდეგ ხერხებს შეგიძლიათ მიმართოთ:

  • ნებისმიერი ზეთოვან თმის ნიღბებს, იქნება ეს ქოქოსის, ზეითუნის თუ მსესუმზირის, ცოტატი გამოყავთ საღებავი თმებიდან. ზეთი აუცილებლად შემთბარი უნდა იყოს.
  • ნებისმიერ ქერტლის, სებორეას საწინააღმდეგო შამპუნებს (თუნდაც Head&Shoulders) იგივე ეფექტი აქვთ. წაისვით რამდენიმეჯერ თავზე და თავადაც ნახავთ რომ თმა გახუნებული გექნებათ. რადგან ესეთი შამპუნები საკმაოდ უხეშია თმებისთვის, ის აზიენებს მას და თუ მაინცდამაინც ამ ხერხს მიმართეთ, არ დაგავიწდეთ შემდგომ თმის ნიღბის (deep conditioner) გამოყენებაც.
  • მზე ახუნებს თმას. დღეში რამდენიმე საათი თუ გიწევთ გარეთ ყოფნა, ან ბასეინზე დადიხართ, თმები აუცილებლად გაგიღიავდებათ.
  • ლიმნის წვენი მარტივი და იაფი საშუალებაა თმის გაღიავებისთვის. გაწურეთ სამი ლიმონი და სითხე აურიეთ ერთ ბოთლ ბალზამში. უკეთესია თუ ბალზამს და ლიმნის წვენს ცალკე ჯამში აურევთ და შემდეგ ისევ ბალზამის ბოთლში მოათავსებთ. თმები პირსახოცით შეიხვიეთ და ყოველ დაბანაზე 10 წუთით გაიჩერეთ.

შემდეგი ხერხი მსმენია, მაგრამ მეთვითონ არ განმიხორციელებია:

  • აურიეთ ერთმანეტში წყალი და დაფშვნილი C ვიტამინის ტაბლეტები სქელი მასის მიღებამდე და გაიჩერეთ სველ თმებზე 1 საათით დაბანამდე. ამ პროცედურას ყველაზე დიდი ეფექტი აქვს თუ მას შეღებვიდან რამდენიმე დღეში გამოიყენებთ.

სანამ რამეს მოიმოქმედებთ, იქნება ეს პროცედურა სახლის თუ სალონის პირობებში, აჯობებს მოიძიოთ მეტი ინფორმაცია, კარგად დაგიქრდით, გაითვალისწინოთ თქვენი თმების მდგომარეობა, და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ რა იქნება საუკეთესო თქვენი თმებისთვის.