…AND SMILE!

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სურათების დამუშავება. უკანასკნელი ხმამაღალი ნათქვამია, უფრო სწორედ ვხსნი მარტივ პროგრამას ჩემს ტაბლეტზე და ვიწყებ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების დაჭრას, ფერების და ფილტრების დადებას, გაერთიანებას, ტექსტის წარწერას, და აშ.

ხანდახან როცა ვერაფერს ვერ ვუდებ გულს, ეს საქმიანობა ძალიან მეხმარება ხოლმე. იმის გარდა რომ იმ დღეს არაფერი გავაკეთე, მათ შორის სამეცადინოს ხელი არ მოვკიდე, სახლის დალაგების თავი არ მქონდა და საჭმლის მომზადება სასტიკად მეზარებოდა, დამრჩა ეს ფოტო სახსოვრად.

cant focus

სტამბული მიყვარს და როცა ნოსტალგია მაწვება ხოლმე, ამოვარჩევ გადაღებული სურათებიდან  რომელიმეს და სანამ სტამბულზე ფიქრი არ მომბეზრდება ვერთობი მათი „დამუშავებით“.

Istanbul Bogazi

Istanbul - Galata bridge

 

თოლიას სურათი სარბენად რომ ვიყავი გასული მაშინ გადავიღე. ჩემი ყველაზე საყვარელი სარბენი ბილიკია ვაშინგტონში მდინარე პოტომაკის გასწვრივ. მთლიანი წრე 5 მილია, ანუ 8 კმ. თუ დრო მაქვს 0 გრადუსშიც არ მეზარება სირბილი. 7 აპრილს ისევ გამოვდივარ ალუბლის ყვავილობის 10 მილის გარბენზე. იმედია სულ ფრენა ფრენით გავირბენ 16 კილომეტრს.

flyfind inner balance

 

ეს სურათი კილიმანჯაროზეა გადაღებული. მეორე ბანაკამდე არ მისული გზის ერთ ნაწილზე სულ ასეთი ქვაკუთხედებია მოფენილი. ლამაზი და სიმბოლურია. ყველა ვინც კილიმანჯაროზე ხვდება თავის ქვას ამატებს ან უკვე არსებულ ქვათა გროვას ან ამსვლელთა ჯგუფი საკუთარს აღმართავს ხოლმე. კილიმანჯარო მართალია ტექნიკურ მთამსვლელობას არ მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ მაღალი მთაა და რთულია ასვლა. იქ გამოვცადე საკუთარი თავი. მთაზე განსაკუთრებული შინაგანი განწყობა და ძალაა საჭირო. მაგრამ სულიერი წონასწორობა ბარშიც მიზანშეწონილია, ამისთვის კი ჩემი უსარყვარლესი მეგობრის რჩევას ვითვალისწინებ ხოლმე და თუნდაც 5 წუთით თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე ყვეალფერს კარგს. უმეტეს შემთხვევაში ეს მოიცავს მზიან დღეს, მწვანე მინდორს, მდინარის ნაპირს, გაზაფხულის სურნელს, სითბოს. მეც ვთბები ხოლმე. ეს „მედიტაცია“ ცოტა ხნის წინ დავიწყე და ძალიან მომწონს. მეგობრის რეკომენდაციით  შესაფერისი სიმღერების სიაც გავაკეთე. თან ვუსმენ ამ სიმღერებს და თან ცოტახნით სხვაგან სხვა სამყაროში ვიძირები.

სულიერი სიმშვიდეს ტკბილეულიც მიბრუნებს. ეს შოკოლადის „ქაფქეიქი“ მარწყვის კრემით სამსახურში მოგვართვეს თანამშრომლებს ვალენტინობის დღეს. მიყვარს ჩემი სამსახური.

cupcake

ბოლო ლუკმის დროს კი აი ასეთი განცდა დამეუფლა:

Tell me

ყველაზე მეტად სუსნაობა მიყვარს. იდეალური საღამოა როცა მე და ჩემი მეუღლე სახლში ვართ, ყველს, კრეკერებს, ყურძენს, თითო ჭიქა ღვინოს მივირთმევთ ხოლმე.

snacks

ეს კი ჩვენი ბენტო ყუთია. თუ დრო გვაქვს, ორივეს გვიყვარს საჭმლის კეთება და მერე სამსახურში წასაღებად ამ საყვარელ, ორ უჯრიან ყუთებში გამზადება.

mr n ms bento box

ეს კი ჩვენი პატარა ოჯახის პაწაწუნა წევრი გახლავთ, ჩინური ზაზუნა სახელად ბუსя. სიგიჟემდე უყვარს გოგრის თესლი და მზესუმზირა.

busya

და ბოლოს, საკუთარი სურათების დამუშავების გარეშე აბა როგორ იქნება? =)

გაიღიმეთ.

ano smile and makeup