My Favorite iPhone Apps

…AND SMILE პოსტის შემდეგ, ხშირად მკითხეს თუ რითი “ვამუშავებდი” სურათებს. არაფერი განსაკუთრებული, არანაირ რთულ პროგრამებს არ ვიყენებ, ყველაფერი მარტივი ფოტო აპლიკაციების შედეგია, თუმცა აიფონი ან ნებისმიერი ტაბლეტი დაგჭირდებათ. ვიფიქრე, ფოტო და ვიდეოს გარდა, ჩემი სხვა საყვარელი აპლიკაციებიც გაგაცნობთ.

applications

 

FITNESS

RunKeeper (უფასო)- ძალიან კარგი პროგრამაა სირბილის მოყვარულთთათვის. ითვლის გარბენილ მანძილს, დროს, საშუალო სიჩქარეს.

Heart Rate (უფასო)- ეს პროგრამა ფოტოკამერაზე თითის დადებით ზომავს პულს. გადავამოწმე და ზუსტია. ინახავს ბოლო 5 მონაცემს და საშუალო გულის ცემას ითვლის. ასევე შეგიძლია მიუთითო რა დროს გაიზომე გულის ცემა, ვარჯიშის დროს თუ დილას გაღვიძებისას, სტრესის დროს, ა.შ.

Workouts by Skimple (უფასო)-უამრავი ვარჯიშებია, როგორც პროგრამის მიერ შედგენილი, ასევე მომხმარებლებისგანაც. ვარჯიშს აარჩევ და შეგიძლია გამხომავანებაც დაუმატო, ანუ როცა პროგრამა გეუბნება როდის და რა გააკეთო თავისი სურათებით. ძალიან მიყვარს. როცა სახლში ვარ და დრო არ მაქვს ბევრი, 20 წუთიან ვარჯიშებს ვაკეთებ. შეგიძლიათ თქვენც შეადგინოთ თქვენი ვარჯიში.

Pink Pad (ფასიანი, Lite ვერსია უფასო)- ყველაზე საყვარელი აპლიკაცია.  ეს კალენდარია, სადაც შეგიძლია მიუთითო თავს როგორ გრძნობდი ამა თუ იმ დღეს სმაილიკების საშუალებით, რამე ჩივილები გქონდა თუ არა, მენსტრუაციული ციკლის პერიოდი დაააფიქსირო, აჩვენებს მთვარის ციკლსაც, ა.შ. მე იმდენად მომეწონა რომ ფასიანი ვერსია ჩამოვტვირთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა უფასოც მშვენივრად მუშაობს და გამოსადეგია.

EAT

The Eatery (უფასო)- კალორიებს ვითვლიდი ადრე, მაგრამ მეზარება, ხან მავიწყდება. თან დიდაც არც ვაქცევ ყურადღებას. მაგრამ ეს აპლიკაცია სულ სხვა რამ არის. აქ საჭმელს სურათს უღებ და უბრალოდ უთითებ 10 ქულიან სისტემაში რამდენად ჯანსაღ საკვებს მიირთმევ. ასევე სხვებიც ნახულობენ შენს სურათს და გიფასებენ საკვებს, შენც სხვებს უფასებ და საბოლოოდ შეგიძლია კვირეულ რეპორტში ნახო რამდენად ჯანმთელად იკვებები.

PHOTO/VIDEO

8mm ($3.99)-  სხვადასხვა ეფექტით შეგიძლია გადაიღო ვიდეო. უმრავლესობა შემთხვევაში ჩანაწერებს ვაკეთებ ხოლმე. ამ რამე თუ მომეწონა უცბად გადავიღებ ხოლმე.

Pinterest (უფასო)- ძალიან სასარგებლო რამ არის. რასაც კი ინტერნეტში სურათებს ვნახავ და მომეწონება, ვინახავ აქ. საშოფინგოდ თუ მივდივარ, ჯერ ინტერნეტში გადავავლებ ხოლმე თვალს მაღაზიებს, “დავპინავ” სურათებს და მერე ყველა ერთად მაქვს და თუ მაღაზიაში ვარ, არ მავიწყდება რეები მომეწონა რომ შევავლო თვალი.

80,000W (უფასო) – უამრავი ვოლფეიფერებია. განსაკუთრებით ხილის სურათები მომწონს, ადრე ბლოგზეც კი გამოვიყენე აქ მონახული სურათი.

Instagram (უფასო) –  ფანტასტიური აპლიკაცია სურათების მარტივი დამუშავებისთვის და მეგობრებისთვის გასაზიარებლად. არ დაგავიწყდეთ ჰაშთაგები თუ გინდათ რომ სხვებმაც იპოვონ თქვენი სურათი.

PhotoGrid (უფასო) – ეს პროგრამა აერთიანებს სურათებს. ძალიან მოხერხებულია, რადგან შეგიძლია რამდენიმე სურათი რამდენიმე ვარიანტად გააერთიანო. ტექსტის დამატებაც შეიძლება, ოღონდ აიფონზე ამას არ აკეთებს და ტაბლეტზე კი.

Krop Circle (უფასო) – ეს პროგრამა სურათს მრგვალ ფორმას აძლევს და  შეგიძლია პირდაპირ ინსტაგრამში გადაიტანო შემდგომი დამუშავებისთვის. გენიალურია:)

Pixlr Express (უფასო) – აქ უამრავ ფილტრებს ნახავთ, სურათს დაჭრით, საზღვრებს გაუკეთებთ, თან შეგიძლიათ თითო ფილტრის სიძლიერეც განსაზღვროთ.

MEMO/HELPERS

PassKeeper (უფასო) – მარტივი რამ, სადაც შეგიძლია ყველა შენი პასვორდი შეიყვანო და მთლიან პროგრამას ერთი პასვორდი მიანიჭო. მარტივი და გენიალური.

SuperNote (უფასო) – აქ შეგიძლიათ გააკეთოთ სიები, ჩანიშვნები, და ასევე აუდიო ჩანაწერები.

Swackett (უფასო) -ამინდის პროგნოზი კარგია, მაგრამ ხანდახან რასაც აცხადებენ, რეალურად ქარი და სხვა ფაქტორების გამო ეგრე არ იგრძნობა ტემპერატურა. თებერვალში ძალიან ციოდა. 0 გრადუსს აცხადებენდნ. ეს პროგრამა კი მაჩვენებმდა რომ როგორც – 8 ისე ცივაო. შესაბამისად უფრო ჩავიფუთნე და წელს პირველი ზამთარი იყო როცა სიცივისგან მხრებ აჩეჩილი არ მივლია.

Wake Up (უფასო) – ეს მაღვიძარა აპლიკაცია ითხოვს შენს ადგილმდებარეობას და ამინდის მიხედვით სხვადასხვანაირი მუსიკით გაღვიძებს.

Sleep Cycle ($0.99) – ახალი აპლიკაცია რომელიც გუშინ წინ ჩამოვტვირთვე. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ამ პროგრამის მექანიზმი შემდეგია: აიფონი ბალიშთან უნდა დაიდო და პროგრამა დატოვო ჩართული. სპეციალური სენსორი გრძნობს ლოგინში როგორ მოძრაობ და ფორმულით ანგარიშობს ძილის რომელ ფაზაში ხარ. უთითებ დროის განაკვეთს როდის გინდა რომ გაიღვიძო და პროგრამა დაადგინეს როდის არის ფხიზელი ძილის ფაზა და მაგ დროს დარეკავს ზარს რომ ადგომა უფრო გაგიიოლდეს და შესაბამიდად უფრო დასვენებულმა გაიღვიძო. ფასიდან გამომდინარე არაუშავს თუ ექსპერიმენტს ჩავატარებ, გააამართლებს ხომ კარგი, თუ არადადა არაუშავს. თან პროგრამის ჩართვიდან მაღვიძარას გამორთვამდე ითვლის რამდენი საათი გეძინა და რამდენად მოძრაობდი. საინტერესოა.

თქვენ რა პროგრამებს/აპლიკაციებს იყენებთ?