დაიხმარე პროფესიონალი შენი სტილის პოვნაში
არსებობენ ქალები, ვისთვისაც იოლ პროცედურას წარმოადგენს იპოვოს და შეარჩიოს ჩასაცმელი, მაკიაჟი, თუ აქსესუარები ისე, რომ ეს მის ყველა დადებით მხარეს უსვამდეს ხაზს. სამწუხაროდ ასეთი ნიჭით ყველა დაჯილდოვებულები არ ვართ და ბევრისთვის საკუთარი სტილის პოვნა ნამდვილი თავსატეხია.
სიტუაცია ბევრად იოლდება როცა საქმეში ერთი არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანი ერევა. მან ზუსტად იცის, რა გიხდება, რა უნდა ჩაიცვა, როგორი მაკიაჟი გიაკეთო, რა როგორ მოიხდინო, საკუთარი სტილი როგორ შექმნა და განსაკუთრებულ დღეებში, იქნება ეს დიდი დღესასწაული, ქორწილი, კარნავალი, თუ უბრალოდ „ფართი“, დაგეხმაროს საუკეთესო გარეგნობის/ჩაცმულობის მომზადებაში.
თეა ცქიფურიშვილი პროფესიით დიზაინერია. მან დაამთავრა სამხატვრო აკადემია ტანსაცმლის დიზაინის კუთხით. თეამ ასევე გაიარა 9 თვიანი ონლაინ კურსები ბარსელონის პრესტიჟულ ვიზაჟისტების სკოლაში და საპატიო “make up artist“-ის დიპლომის მფლობელი გახლავთ.
ყველას მოგეხსენებათ რამდენად აუცილებელია ოჯახზე ზრუნვა. შვილების გაზრდა არა მარტო დიდ შრომას და ყურადღებას მოითხოვს, არამედ სტაბილური შემოსავალი აუცილებელია შვილების ნათელი და კარგი მომავლისთვის. თეა უკვე დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მილსადენის კომპანიაში, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის იყოს შემოქმედი ადამიანი.
უმეტესწილად მისი მოდელები მეგობრები არიან და ერთად სხვადასხვა სახალისო პროექტებს ახორციელებენ. მაგალითად, თეამ თავის მეგობრებზე ექსპერიმენტი ჩაატარა და ერთი დღით სხვა ადამიანებად აქცია. როგორ? ეს მიმსგავსების პროექტი გახლავთ. თეამ ეს იმაზე ადრე წამოიწყო ვიდრე მსგავს პროექტს ჟურნალი ამარტა განახორციელებდა. გადახედეთ სურათებს იმის დასტურად რომ დარწმუნდეთ მაკიაჟს, სწორად შერჩეულ აქსესუარებს რამდენი რამ შეუძლია.
თეა მხოლოდ თავის მეგობრებს არ უთმობს დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას სტილისთვის, გარეგნობა-მაკიაჟისთვის, კონსულტაციისთვის მიმართოს. საზღვარგარეთ ხომ პრესტიჟულად ითვლება ყავდეთ საკუთარი სტილისტი, რომელიც არა მარტო შენს ჩაცმულობაზე, არამედ თმებზე, მაკიაჟზე, თქვენს სტილზე და მთლიან გარეგნობაზე იზრუნებს. ჩვენთან ეს ჯერ ჯერობით უცხო ხილია. ასევე ყველაფრის სათავე მაინც ის არის რომ საქართველოში ყველა თვლის რომ კარგი გემოვნება აქვს და აზრს არც არავის არ უნდა დაეკითხოს. თუმცა სასიხარულოა რომ ეს დამოკიდებულება ნელ ნელა იცვლება ჩვენთან. ინტერნეტში მოპოვებულმა ინფორმაციამ, იქნება ეს ტრენდების, სხვადასხვა (თუ ქართული, თუ უცხოური) ფეშენ ბლოგერების თუ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა/გარეგნობის თვალყურმა, თბილისში მოდის კვირეულის და სხვა ღონისძიებების გამართვამ გამოიწვია შეგვეცვალა დამოკიდებულება გემოვნებასა და გარეგნობაზე. დამეთანხებით გემოვნება სუბიექტური რამ არის, მაგრამ სხვადასხვა სტილის მიმდევრები გემოვნებიან, დახვეწილ ჩაცმულობას მაინც ერთნაიარად აფასებენ და ერთნაირად მოწონთ.
შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან ვისაუბრო, როგორ არ ვითვალისწინებდი არავის რჩევებს. აღარ ვსაუბრობ რამდენ დროს და ენერგიას ვკარგავდი აქეთ-იქით მაღაზიებში, თეატრებში, ფორმების გამქირავებელ სტუდიოებში სიარულით რომ კარნავალისთვის თუ სხვა ღონისძიებისთვის შემერჩია კოსტუმი. ასაკთან ერთად მივხვდი კიდევაც სად დავუშვი შეცდომები და საბოოლოდ ისე მოხდა რომ ნებისმიერი დიდი ღონისძიებისთვის თეას რჩევებს ვითვალისწინებდი და ერთად ვარჩევდით საუკეთესო ვარიანტს. შედეგი ნამდვილად საამაყოა ამჯერად.
გთავაზობთ ჩემი ქორწილის ვიდეოს 2 წუთიან ნაწყვეტს. მაკიაჟი თეას მიერ არის გაკეთებული. ფეხსაცმლის დიზაინიც მას ეკუთვნის. კაბა ქეთი კალანდაძის შეკერილია. მაგრამ თეა ყველა შეხვედრას ესწრებოდა და მთლიანად ჩართული იყო დიზაინის შექმნის და შეკერვის პროცესში.
როცა საქმე საკარნავალო კოსტუმებს ეხება, არა მგონია მოიძებნებოდეს თბილისში ადამიანი ვისაც ეს ასე კარგად ეხერხებოდეს როგორც მას. ამ ფოტოებში თვითონ თეა გახლავთ მისი სამსახურის მიერ, სხვადასხვა წელს მოწყობილ კარნავალზე. კოსტუმი და იმიჯი ორგანიზატორების მიერ დაწესებული თემის მიხედვით აქვს შერჩეული. ყოველ წელს ის რაიმე პრიზის მფლობელი აუცილებლად ხდემა ხოლმე.
ეს სურათები ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა წარმატებით მოირგოს ბევრნაირი სახე. საკარნავალო კოსტუმებს თეა აწყობს სახლში არსებული მასალიდან. რაც სახლში არ მოიპოვება, მას მეგობრებისგან, ნაცნობებისგან იძიებს.
თეამ ერთხელ ჩემს ბებოს მაკიაჟი გაუკეთა. სარკეში რომ ჩაიხედა, თქვა არაფრის დიდებით ასე ქუჩაში არ გავალ! ყველა მე დამიწყებს ყურებას, ეს ბებერი ქალი სულ მთლად გამოშტერებულაო. სახე დაიბანა და ისე წავიდა. მეორე დღეს როდესაც თავისი ფოტოები იხილა კომპიუტერში, მიხვდა რომ არაფერი ვულგარული მაკიაჟში არ იყო, უბრალოდ გაახალგაზრდავებული იყო რამდენიმე წლით. ძალიან გული დაწყდა წინა დღით რომ სახე ჩამოიბანა.
მოკლედ ჩვენი ბებოები უნდა შევაგუოთ იმ ფაქტს რომ 70 წლის ასაკშიც ნამდვილად არ არის სირცხვილი ქალმა გაიკეთოს მაკიაჟი და ფერადი ტანსაცმელი ატაროს. პირიქით ეს მათ სიხალისეს და სილამაზეს შემატებთ. ამიტომ გირჩევთ თქვენი დედები და ბებიები გააგზავნოთ თეასთან, რათა ისინი უფრო დარწმუნებულები და ხალისიანები წავიდნენ წვეულებებზე.
ძვირფასო ქალებო, მოვლამ, კარგად ჩაცმამ, არც მაკიაჟმა ასაკი არ იცის.
თეა, ის ადამიანია ვინც ხედავს და იცის შენ რა ფერები გიხდება, რა არის შენი სტილი. თუ შენ საკარნავალო, ან საქორწილო, სხვადასხვა ღონისძიებისთვის თუ მაკიაჟი, მარტივი ვარცხნილობა (რთული ვარიანტისთვის სურვილისამებრ შეუძლია გამოცდილ ხელოსანთან სალონში გაგაგზავნოს) თუ სხვა რჩევები და მხარდამჭერი გჭირდება, თამამად დაეკონტაქტე მას.
თუ ერთხელ მიმართავ თეას, აუცილებალდ მეორეჯერაც მოგინდება მისვლა.
თეა “magic up“- ის სახელით მუშაობს. თუ მოგეწონათ მისი შესრულებული სამუშაო, არ დაიზაროთ და მისი ფეისბუკის ვებგვერდიც მოინახულეთ (დააჭირეთ magic up-ს), სადაც კიდევ უფრო ბევრ სურათებს, დამატებით და საკონტაქტო ინფორმაციას ნახავთ.
თავდაპირველად ჩემი ეს სტატია დაიპოსტა pink.ge-ზე.
მიყვარს შენი პოსტები. უფრო ხშირად წერე ხოლმე 🙂
ბროწეული, დიდი მადლობა! მინდა რომ მეტი ვწერო და შევეცადო შედარებით უფრო ხშირად განვაახლო ბლოგი. წესით ამ ზაფხულს არაფერმა არ უნდა შემიშალოს ხელი.