Kawaii, როგორ მოვამზადოთ გემრიელი და საყვარელი ლანჩი

სულმოუთმენლად ველი Kawaii Bento Boxes წიგნს, რომელიც უკვე გზაშია, რომ ასეთივე საყვარლობა, ჩასაყლაპი ბრინჯის, კვერცხის, ბოსტნეულის პანდა, გოჭუკა (აბა სხვა რა ვუწოდო?), დათუჩა და სხვადასხვა ცხოველები გავაკეთო.

カワイイ კავაიი- იაპონური სიტყვაა და ლამაზს, საყვარელს, მომხიბვლელს აღნიშნავს. იაპონურ კულტურაში ეს ქვე-მიმდინარეობაა. ამაში შედის ყველაფერი რაც საყვარელად გამოიყურება:  იაპონური მულტფილმები (გაიხსენეთ პიკაჩუ პოკომონიდან), პერსონაჟები (Hello Kitty), სათამაშოები, სამოსი, კერძები და ა.შ.

ესეთი ლანჩები ბავშვებისთვის მოიაზრება, მაგრამ არა ნაკლები სიხარულით მოვიმზადებ ჩემთვისაც და ყველა საყვარელი ადამიანისთვის!

P.S. Update 10.12.11

წიგნი არ ჩანს, ველოდები! ვერ მოვითმინე და აი ჩემი პირველი შედევრიც! წიგნის მოსვლიდან შედეგების გაუმჯობესებას გპირდებით! მაგრამ მაინც რა საყვარელიააა! ბრინჯი და ტუნა ბევრად უფრო გემრიელი გახდა უცბად!

კავაის პირველი მცდელობა 🙂