სახის კანის მოვლა, ნაწილი მეორე – კანის ტიპები და შესაბამისი მოვლის რეჟიმი

შემდეგი დახასიათებები დაგეხმარებათ რომ დაადგინოთ თქვენი კანის ტიპი, შესაბამისად მოუაროთ მას და სწორი პროდუქტები შეარჩიოთ.

ნორმალური კანი

თვისებები:

  • დაბანის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნება კანზე, დაჭიმულობის გარეშე
  • გლუვი, სწორი ქსოვილი პატარა ფორებით
  • ლოყები ყველაზე მშრალი ადგილებია
  • შეიძლება ხანდახან ბზვინვარება და გადიდებული ფორები შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში
  • წყლის და ცხიმის შემადგენლობა ნორმალურ კანში დაბალანსებულია

მოვლა:

ნორმალურ კანს სჭირდება დღეში ერთხელ სახის დაბანა. სკრაბი, ანუ მკვდარი უჯრედების მოცილება-კვირაში ორჯერ. სახის დატენიანება აჯობებს თხელი ტექსტურის კრემებით. კვება რომელიც შედგება ACE ვითამინებისგან კანს შეუნარჩუნებს სიგლუვე და სინაზეს.

მშრალი კანი

თვისებები:

  • დაბანის შემდეგ სიმჭიდროვის  შეგრძნება
  • ხანდახან იქერცლება
  • უხეშია
  • პატარა ფორები, რომელიც თითქმის არ ჩანს
  • ნაოჭები ჩნდება სხვა კანის ტიპთან შედარებით უფრო მალე

მოვლა:

მშრალ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აუცილებელია სწორი კვება, საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. ალკოჰოლი და ყავა უნდა შეამციროთ. რამდენიმე სახის პროდუქტის ერთად გამოყენება ეფექტურია მშრალი კანისთვის. მაგალითად მსუბუქი  სახის ზეთის ზემოდან გადაისვით სქელი ტექსტურის დამატენიანებელი. კარგი იქნება თუ ღამის კრემი შეიცავს alpha hydroxy acids (AHAs), რომელიც ეხმარება მკვდარი უჯრედების მოცილებას და ახლების დატენიანებას.

ცხიმიანი კანი

თვისებები:

  • ცხიმიანი კანი ბზინავს, განსაკუთრებით შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში
  • ახასიათებს დიდი ფორები
  • ხშირი გამონაყარი

მოვლა:

ცხიმიანი კანის მოვლა და გამონაყარის არიდება ასევე მოითხოვს სწორ კვებას და რეგულარულ სახის მოვლის პროცედურებს. სახე დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ. ამით ფორები სუფთა იქნება (დაუბანლობის შემთხვევაში ფორები ბინძურდება). სახის დაბანის შემდეგ გამოიყენეთ უალკოჰოლო სახის კანის შემკვრელები (astringent) ზედმეტი ცხიმი რომ მოაცილოთ კანს. ბუნებრივი შემკვრელი არის კიტრი. გახეხეთ კიტრი და წვენი სახეზე წაისვით. ასევე სასურველია ისარგებლოთ oil-free დამატენიანებლებით.

კომბინირებული კანი

თვისებები:

  • ცხიმიანობა შეიმჩნევა შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში
  • მშრალი ლოყები
  • გადიდებული ფორები შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში

მოვლა:

რეგულარული ყოველდღიური მოვლა/დაბანა, ტონირება და დატენიანება აუცილებელია. კანის მშრალ ნაწილებს შედარებით რბილი დასაბანი საშუალება და სქელი დამატენიანებელი სჭირდება. ხშირად იყიდება პროდუქტები კომბინირებული კანისთვის, ასე რომ ეს კარგი გამოსავალია. დამატენიანებელი კრემები alpha hydroxy acids (AHAs) შემცველობით ასევე სასარგებლოა ამ ტიპის კანისთვის.

მგრძნობიარე კანი

თვისებები:

  • შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი
  • კოსმეტიკა, კრემები, დასაბანი საშალებები იოლად აღიზიანებენ კანს
  • მგრძნობიარეა, და ახასიათებს სიწითლესკეგ მიდრეკილება
  • ახასიათებს მუწუკები, ლაქები, ქავილი

მოვლა:

აუცილებელია რბილი გამწმენდი საშუალებები რომელიც არ შეიცავენ პარფუმს. გამოიყენეთ უალკოჰოლო ტონერები (ტონიკი) რომელიც სპეციალურად ამ ტიპის კანისთვის არის შექმნილი. იგივე ეხება დასაბან და დამატენიანებელ საშუალებებსაც.

ეხება ყველას:

კანის მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს გარემოს ცვილებები, ჯანმთელობის მდგომარეობა, კვება და ასევე ის პროდუქტები რომლებსაც ეხლა თქვენ ხმარობთ იქნება ეს დასაბანი საშუალება, ტონერი, კრემები თუ კოსმეტიკა. ხანდახან სიწითლე, სიმშრალე, აქერცვლა თქვენი მშრალი კანის ტიპზე კი არ მიუთითებს არამედ შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე წამლით, ან არასწორად შერჩეული პროდუქტით, ან ზედმეტად მისი გამოყენებით, ან შეიძლება ალერგიული რეაქცია იყოს რომელიმე საკვებზე. ასე რომ ფრთხილად იყავით და სწორად დაადგინეთ თქვენი კანის ტიპი. სახის კანის მარტივი ტესტის გარდა დამატებით აუცილებლად დააკვირდით თქვენს კანს დღის განმავლობაში. შუადღისას სახე ბზინვარეა ცხიმისგან? თუ მიუხედავად იმისა რომ დილას დამატენიანებელი წაისვით მაინც დაჭიმულობის და სიმშრალის შეგრძნება გაქვთ? არის რამე რამაც შეიძლება თქვენ კანზე იქონიოს ზეგავლენა? სტრესი, ჰორმონალური ცვლილებები, გარუჯვა? კვება?

თუ თქვენი კანის ტიპი დაადგინეთ, შესაბამისად მოუარეთ და არანაირი ცვლილება არ არის, ან გაურესებას აქვს ადგილი, მიმართეთ დერმატოლოგს. არ გადადოთ!

P.S. beaty blog brotseuli -ის ერთ ერთი პოსტში არის საიტ http://www.myskin.com-ის მიმოხილვა. იგივე რომ არ გავიმეორო, შედით აი აქ. დაგეხმარებათ პროდუქტების პოვნა და არჩევაში.

Source: Bobbi Brown makeup manual