თვალის ჩრდილის ექსპერიმენტი

ეს მაკიაჟის პოსტია. სეფორაში შევიძინე თვალის ჩრდილის ნაკრები სეფორას კოლექციიდან და საცდელად გავიკეთე მაკიაჟი. შემდეგ ფოტოები გადავიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომელმაც შარშან პროფესია შეიცავალა და შესყიდვები/კონტრაქტებიდან ვიდეო/ფოტო სფეროში ცდილობს იპოვოს თავი. ჯერჯერობით სწავლობს, მაგრამ კარგად გამოსდის ყველაფერი. ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მისი ვებგვერდი და მისი ნამუშევრები მოინახულოთ www.igordmitry.com

ძალიან მიხარია რომ აწი შედარებით კარგი ხარისხის სურათები შემეძლება რომ დავდო ბლოგზე. რა თქმა უნდა თვითონ პოსტების შინაარსს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ როცა სილამაზის, მოდის, სტილის ქართულ ბლოგებზე შევდივარ  მიუხედავად იმისა რომ ბლოგის კონტენტი მომწონს, ხანდახან იმედს მიცრუებს ისეთი რამ, როგორიცაა  საკუთარი სურათი გადაღებული მობილურით (პრინციპში ეს პრობლემა არ არის კარგ განათებაში) აბაზანაში უნიტაზის თავზე სადაც ხელსაბანიც ჩანს, და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვნახოთ ესა თუ ის ჩაცმულობა🙂

ძალიან მიყვარს მაკიაჟი და იმედია კიდევ სხვადასხვა ახალ -ახალი თვალის ჩრდილების გამოცდა შემეძლება.

ეს არის რაც შევიძინე. შავი- ვარდისფერი ვარჩიე ამჯერად.

s1238476-main-Lhero

ნაკრების უკანა მხარეს მითითებაა რომ ამ ფერებით როგორც დღის ისე ღამის მაკიაჟი შეიძლება გავიკეთოთ. ქვედა შავი აილაინერია.

ზოგადად ძალიან მიყვარს ყავისფერები,ოქროსფერები მაგრამ ამჯერად მინდოდა ჩემთვის განსხვავებული რამ და აი ესეთი შედეგი გამოვიდა:

Photos for calendar-7103

sephora makeup3

sephora makeup5

sephora 4

ადრე მითხრეს რომ ვარდისფერი თვალის ჩრდილი მხოლოდ ღია ფერის თვალებს უხდებაო (კიდე რამდენი ათასი სისულელე უთქვამთ ჩემთვის:). მაგრამ ესე მარტივად არ არის საქმე. ნებისმიერი ფერის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, ზოგი თბილი, ზოგი ცივი ტონალობის ფერი,რომელიც სხვადასხვა კანის ტიპზე სხვანაირად ჯდება. ასევე გასათვალისწინებელია თმების ფერიც. თუ გინდათ მეტი შეიტყოთ ფერების თეორიის შესახებ ეწვიეთ pink.ge-ს და ნახეთ ჩემი პოსტი  სწორი ფერების შესახებ.

რაც მთავარია ჩაატარეთ ექსპერიმენტები, შეადარეთ შედეგები გამოიტანეთ დასკვნები. ეს ყველაზე კარგი ხერხია, რომ დაადგინოთ რა გიხდებათ და რა არა და სხვებს არ დაუჯეროთ ბრმად:)

მომწერეთ თუ რამე ახალის მოსინჯვას აპირებთ მაკიაჟის სფეროში, იქნება ეს თვალის ჩრდილები, თუ ტუჩსაცი, თუ თმის ფერი, და ა.შ.

წარმატებები!