მთელი სხეულის ბალიში ტკბილი ძილისთვის

ადრე უძილობაზე ვწერდი, თუ რატომ მეზარებოდა ძილი და რა უკუჩვენებები მოყვება ასეთ ქმედებას ზოგადად. ორსულობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ გამოუძინებელი ღამე ნიშნავს შემდეგი დღე ცუდად გაატარო. ანუ თავს გრძნობ უენერგიოდ, ხარ გაღიზიანებული, უხასიათიდ. აღარ მაქვს საუბარი ხელი რომ სულ სასუსნაოებისკენ გაგირბის.

რა ჯობია როცა ადამიანი გამოძინებული ხარ. ინტერნეტში უამრავი სტატია არსებობს იმის შესახებ თუ რა უწყობს ხელს კარგ და ტკბილ ძილს, საკვები იქნება ეს თუ ისეთი ხრიკები როგორც ყოველდღე ერთი და იგივე დროს დაძინება, ძილის წინ ელექტრონიკის გათიშვა და ა.შ მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ აღმოჩენაზე (ყოველშემთხვევაში ჩემთვის). მოგეხსენებათ ორსულობაში როცა უკვე მუცელი ბოლო თვეებში დიდი ზომისაა ძნელია კომფორტულად ძილი, თან რეკომენდირებულია რომ მეორე ტრიმესტრის ბოლოდან ზურგზე რამდენიმე წუთზე მეტი არ გავჩერდეთ და იდეალურია რომ მარცხენა მხარეზე გვეძინოს. აღარ მაქვს საუბარი იმაზე რომ დიდი მუცელი ხერხემალს დატვირთვას აძლევს და ზოგს ზურგი/წელის არეში ტკივილებიც აწუხებს.   არ დაღონდეთ, ორსულებო და არა მარტო– ეს მ თ ლ ი ა ნ ი  ს ხ ე უ ლ ი ს  ბ ა ლ ი შ ი ყველას გამოგადგებათ რომ ღამე ტკბილად დაიძინოთ.

White-Comfort-Pregnancy-Body-Pillow

“Total body pillow”  ერთი დიდი ბალიშია.  დანიშნულების და ფუნქციის მიხედვით იგი სხვადასხვა ფორმის არსებობს, ზოგი ასო C- ს გავს , ზოგი U-ს,  ფასებიც მერყეობს. ზოგი ხაზგასმით ორსულებისთვისაა (ან ღიპიანი მამიკოებისთვის:) სადაც ბალიშის ფორმას აქცენტი მუცლის არეზე აქვს. მე ფირმა Leachco მოვსინჯე, Snoogle Total Body Pillow, რადგან მომეჩვენა რომ ეს მოდელი ყველაზეა გათვლილი და ორსულობის მერეც გამომადგება. ამაზონზე შეგიძლიათ უამრავი სხვა სტილის და ბრენდის ნახოთ Leachco-ს ჩათვლით. რომ გამოვიწერე და პირველ დღეს ლოგინზე მოვათავსე მეუღლე გაკვირვებული მიყურებდა ხან მე და ხან ამ უზარმაზარ ბალიშს. მაგრამ ისე მოწონს თვითონ რომ როცა მე არ ვიყენებ, გემრიელად ეხუტება ხოლმე “სნუგის”🙂

სნუგის მართლაც და ბევრი დანიშნულება აქვს,  პირველი 3-4 ბალიშის გამოყენება აღარ მჭირდება, ერთი რომ მუცლის ქვეშ, ერთი ფეხებს შორის მუხლებთან (ეს ამცირებს ზურგის ტკივლის), მესამე ზურგს უკან და მეოთხე სურვილის მიხედვით ისევ ზურგის გასამაგრებლად ან ტერფების ქვეშ მქონდა მომარჯვებული.

ასევე შემიძლია სპირალივით დავახვიო და ფეხების ქვეშ ამოვიდო, ან ზურგს უკან როცა წიგნის წაკითხვა მინდა. შეგიძლია წელზე შემოიტარო თან ზურგი მიადო თან ლეპტოპი მოათავსო წინ.  ეს დანართი მოყვა ბალიშს:

snooglepositions

 

ერთი სიტყვით ჩემს ცხოვრებას ძალიან კომფორტული რამ შეემატა და არ შემეძლო რომ არ გამეზიარებინა თქვენთვის.

დამატება 17.8.14– სურათზე რომ ბალიშია ეგეთი მაჩუქეს ზუსტად და კიდევ უფრო გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე C ფორმის რომელიც მქონდა. რომელ მხარეზეც არ გადავტრიალედები ზურგი და მუცელიც კომფორტულად მაქვს. ვივა მთელი სხეულის ბალიში!! 

Amag