როგორ მოვიცილოთ მავნე ჩვევები – [წიგნი The Power of Habit]

დღეს ძალიან კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ-The Power of Habit, ავტორი- ჩარლს დუჰიგი. მავნე ჩვევების მოცილებაზე ან ახალი ჩვევების დანერგვაზე თუ გიფიქრიათ, მაშინ ეს წიგნი სათქვენოა.

რა არის ჩვევა? ესა თუ ის მოქმედება რომელსაც ვაკეთებთ რუტინულად, ნაკლები ფიქრი და აზრის დატანების გარეშე შეიძლება ჩაითვალოს ჩვევად (მაგალითად დილაობით კბილების გამოხეხვა:)). ჩვევების ჩამოყალიბება ტვინის თავდაცვის მექანიზმია, ანუ როცა რაღაცეებს ვასრულებთ ავტოპილოტზე, ტვინს ნაკლებად ვტვირთავთ ამით და შესაბამისად მეტი ენერგია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებად რჩება.

ეს წიგნი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ ყალიბდება ჩვევები, იოლია თუ არა მათი შეცვლა რა არის საჭირო ამისთვის, ა.შ. ავტორს მოყავს უამრავი მაგალით ბიზნესს სამყაროდან, საინტერესო ადამიანების ცხროვრება-გამოცდილებიდან. წიგნი იკითხება ერთი ამოსუნთქვით.

 მოკლედ გეტყვით, რომ მოქმედება ჩვევაში რომ გადაიზაროს საჭიროა შემდეგი 3 რამ:

Cue- მითითება, მინიშნება-ის რაც იწვევს მოქმედების სურვილს

Repetition-გამეორება (მოქმედების)

Reward- ჯილდო მოქმედების შესრულებისთვის

ავტორმა პატარა ვიდეო გადაიღო კონკრეტულ მაგალითზე და ვფიქრობ კარგად არის ახსნილი ზემოთ ხსენებული კონცეპტი. არ დაგეზაროთ და ნახეთ, სულ 3 წუთიანია.

ჩარლს დუჰიგი ამბობს რომ cue-ს მამოძრავებელ სურვილს არავითარ შემთხვევაში არ ვუკეთებთ იგნორს , არამედ ვუფიქრდებით და ვცდილობთ გავაანალიზოთ რა უდევს ამას საფუძვლად. მერე ვდგებით და ძველი ჩვევის ნაცვლად რამე ახალს მოვიმოქმედებთ და ვიმეორებთ სანამ ჩვევაში არ გადავა თუ რა თქმა უნდა ამ ახალი ჩვევის დანერგვა გვსურს. აი სამოქმედო გეგმის ილუსტრაცია:

დააჭირე გასადიდებლად

დააჭირე გასადიდებლად

თუ თემამ დაგაინტერესათ აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, გემრიელი საკითხავია უამრავი სასარგებლო ინფორმაციით. კინდლის ვერსია ინგლისურად თუ გნებავთ მომწერეთ და გამოგიგზავნით.

ერთი ორი რამ:

  • მაგალითად თუ დილის ვარჯიში გინდათ წესად გახადოთ, აუცილებელია შეიქმნათ cue- მაგალითად ბოტასები ისე დადეთ ოთახში რომ როცა გაიღვიძებთ პირველი მას მოკრათ თვალი. იგივე მუშაობს თუ საღამოს აპირებთ ვარჯიშს. რომ არ დაგეზაროთ, ბოტასები ისე დადეთ რომ სამსახურიდან მოსულს ეგრევე შენიშნოთ. ჯილდოს დაწესება არ უნდა დაგავიწყდეთ:)
  •  მოქმედება რომ ჩვევაში გადაიზაროდს თურმე საჭიროა 21 დღე. არის ვებგვერდი www.habitforge.com – აქ მიუთითებ რომელი ჩვევის დანერგვა გინდა და გიგზავნის იმეილებს რომ შეგახსენოს ხოლმე, ასევე ზომავს როგორ მიდის პროგრესი და მთელი ამბები:)

ბევრი სხვა საინერესო მასალა არის ავტორის ვებგვერდზეც: http://charlesduhigg.com/additional-resources/

აბა წარმატებები!

Amag