უძილობა

საშუალოდ რამდენი საათი გძინავთ დღეში?

you-need-more-sleep-infographic

კიდევ კარგი დღეს 8 საათი მეძინა, თორემ მე მეტს ვეღარ გავუძლებდი. უძილობა მაწუხებს. ოღონდ ნებაყოფლობითი. როგორც ღამის მოყვარულ ადამიანს და ასევე ბევრად უკეთ მოაზროვნეს საღამოს საათებში მიწევს საშუალოდ 18 საათიანი დღის გრაფიკის და 6 საათიანი ძილის რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ არის დღეები როცა 3-4 საათი მძინავს ხოლმე და ზუსტად ამ დროს თუ დროზე არ შევწყვიტე ესეთი გრაფიკი, განადგურება მემუქრება ხოლმე. ბავშობაშივე აღმოვაჩინე, რომ ღამე ბევრად უფრო კარგად ვითვისებდი ყველაფერს, ხოდა ლოგინში ჩუმად ფანრით მეცადინეობა თუ წიგნის კითხვა ჩვევად ვაქციე. უნივერსიტეტიც მხოლოდ ღამე მეცადინეობების ხარჯზე მაქვს ლამის დამთავრებული. მაგრამ პროფესიულ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანარიად არის. უნივერსიტეტის მოქნილი გრაფიკი, ლექციების გაცდენა, ღამის თენებები წარსულის ამბავია. ვისაც 9-დან 6-მდე სამუშაო საათები აქვს ალბათ კარგად ესმის ჩემი. ასე რომ დღე ვმუშაობ და შემდეგ მოსდევს კითხვა, ვარჯიში, ოჯახი, ფილმები, ბლოგები, მეცადინეობები, გართობა, სხვასხვა ღონისძიებები და ასე შემდეგ. ღმერთო ჩემო, რამდენი საინტერესო რამ არსებობს დედამიწის ზურგზე. ძილი მიყვარს, მაგრამ მეზარება.

სამწუხაროდ ბევრისთვის ეს სიტუაცია შეიძლება ნაცნობი იყოს. ჩემი გამოცდილებიდან და ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ უძილობა ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყოველშემთხვევაში მათთვის ვინც ამას ვერ უძლებს. რათქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც 5-6 საათი ძილი სრულიად საკმარისია.

გადავწყვიტე რომ ასეთი რეჟიმით აღარ გავაგრძელო ცხოვრება და რაიმე ვიღონო ახალი გრაფიკის იოლად დანერგვისთვის. და აი შესასრულებელი სიაც:

  • წყვიტავ გვიან ღამით ვარჯიშს

არ ვიცი ასეთ სისულელეს ვინ აკეთებს კიდევ. მაგრამ როცა ვერ ვასწრებ ვარჯიშს, და დღის ბოლოს ყველაფერი მორჩენილია, მერე ვუდგები ჩემს 15 წუთიან ინტენსიურ ვარჯიშებს. შედეგად გამოღვიძებული და ენერგიული ვარ. რა დამაძინებს ასეთ დროს?

ვარჯიში სასურველია დაწოლამდე 2 საათით ადრე მორჩენილი იყოს.

  • ვწყვიტავ გვიან ღამე ვახშამს და სუსნაობას

ამას მემგონი დიდი განმარტება არ სჭირდება. ღამე ჭამა ასუქებს, ასევე გახეთქილ მუცელზე ძილი მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, ხანდახან შეუძლებელი კიდევაც.

  • შევეცდები ერთი და იგივე დროს დავწვე დასაძინებლად
  • ვიწყებ თვალებზე ნიღაბის გამოყენებას
  • ძილის წინ ტელეფონზე ფეისბუკს, ახალ ამბებს, სტატიებს აღარ შევამოწმებ

რატომ?

უძილობას მოყვება რიგი უკუჩვენებები:

  • თვალებიქვეშ შეშუპება
  • ჩასისხლიანებული თვალები
  • უხასიათობა
  • მადის მომატება
  • დაქვეითებული შრომისუნარიანობა
  • კონცენტრაციის ნაკლებობა

დამატებითი ინფორმაციისთვის თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უძილობა, ნახეთ აი ამ ლინკზე.

ხოლო14 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ  უკეთ დაძნებაში, მოცემულია აქ.

გამოძინებას გისურვებთ!!