აქტიური ცხოვრება

მიუხედავად იმისა რომ ამ ბოლო დროს ძალიან ვიღლები, მაინც არ ვაგდებ 15 წუთიან ვარჯიშებს. ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მას აუცილებლად ვაკეთებ. ამ ბოლო დროს ჩემი ვარჯიში არის უბრალოდ აქტიური ცხოვრება და ეს 15-30 წუთიანი მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები.

აქტიურ ცხოვრებაში ვგულისხმობ რომ ვცდილობ სამსახურიდან კვირაში 2 ჯერ ველოსიპედით წავიდე სახლში ან/და შაბათ-კვირას დამატებით ვისეირნო ველიკათი.

redbikeshareთუ არის შესაძლებლობა არ ვამბობ უარს ლაშქრობებზე.

lashroწელს პირველად ვსინჯე კანოე, სპორტული ნავი. ძალიან ვისიმოვნე მდნინარზე ამ ნავით გასვლა. მშვენიერი ვარჯიში გამოვიდა მკლავებისთვის:)

photo2ჩავეწერე მხირულ ‘გამაფერადე” გარბენში. მონაწილეებს ფერადოვან პუდრას აყრიდნენ ალაგალაგ და ზოგ ადგილებში ფერად წყლითაც კი წუწავდნენ მორბენლებს. სარბენად გასვლა მეზარება. მაგრამ თუ დავძლიე სიზარმაცე, მერე მსიამოვნებს. საჯარო გარბენები მე პირადად ძალიან მიზიდავს.

5K runningჩაეწერე სითი მარათონში და შეუერთდი მხიარულ და ჯანმრთელ წამოწყებას “ჩემი ქალაქი დარბის”. შემდეგი გარბენი 24 აგვისტოს ჩატარდება. იხილე სიახლეები აქ.

city marathon

გთავაზობთ ჩემს გუშინდელ 16 წუთიან ვარჯიშს. თითო ვარჯიში სრულდება 30 წამით, 10 წამი შესვენება შუალედებში.16 წუთიანი ვარჯიშისთვის ამ 6 ვარჯიშს 4 წრეზე შესრულება უწევს. 12 წუთიანისთვის – 3 წრეზე. ამობეჭდეთ და ივარჯიშეთ. შეამცირეთ ან გაზარდეთ წრეების რაოდენობა სურვილის მიხედვით. http://www.wokoutlabs.com -ზე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ვარჯიშიც.

cool mixიემდია ტემპს არ დავაგდებ. თქვენც წარმატებებს გისურვებთ. მომწერეთ როგორ ინარჩუნებთ ფორმას.