Rethink your Drink

ერთი კვირის წინ ვაშინგტონში Washington Convention Center-ში ჯანმთელობის და ფიტნესის გამოფენა გაიმართა. აქ მონაწილეებს შეუძლიათ უფასო ჯანმთელობის სქრინინგი გაიკეთონ, შეამოწმონ დიაბეტი, ჩააბარონ სისხლი, მოსიჯონ რომელიმე სპორტი ან ფიტნესს- ხელსაწყო, ასევე მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტებზე, მომსახურეობებზე, ორგანიზაციებზე რომლებიც უკავშირედება ან ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნა-შენარჩუნებაში.

პარალელურად იგივე ცენტრში მიმდინარეობდა მოტოციკლეტების შოუ. მე დიდად დაინტერესებული ამ მეორეთი არ ვარ, მაგრამ რადგან მარტო არ ვიყავი, გადავწყვიტეთ რომ ნახევარი დღე მოტოებზე და ნახევარი “ჯანმრთელობის ბაზარზე” გაგვეტარებინა. საინტერესო დღე იყო. ბევრს არ მოგაწყენთ, მხოლოდ ორ რამეს ავღნიშნავ. პირველი, რომ თურმე არიან ადამიანები ვინც ამდენ ფულს ასეთ რაღაცეებში ხარჯავენ (კინაღამ წამომცდა სისულელეში ხარჯავენ-თქო)

და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია: კოკა-კოლა რომ ცუდია და ხშირად “ქიმიად”, საჭირო ოთახის სარეცხ საშუალებად და კუჭის შემკვრელად არის საზოგადოებაში მოხსენიებული ეს უკვე ვიცით, მაგრამ დამატებით, 1 ბოთლი, ანუ 355 მლ 9,5 კოვზ შაქარს რომ შეიცავს, იცოდით? ასევე redbull-იც და ფორთოხლის წვენიც.

შაქრის შემცველობა სასმელებში

არც light ვარიანტებია გამოსავალი. ასპარტამის გარშემო, რომელიც შაქარის შემცვლელია და მასიურად გამოიყენება sugar free/light პროდუქტებში, დიდი ხანია უკვე ატეხილი აურზაური. ასპარტამის დიდი დოზით და ხშირ მოხმარებას უამრავი უკუჩვენება ახლავს თან (უფრო სწორედ 92!!!), დაწყებული თავის ტკივილით და ტვინის კიბოთი დამთავრებული, მაგრამ ამერიკის Food and Drug Administration-ი (FDA) აცხადებს, რომ ზოგიერთ სიმპტომებს მეცნიერული დასაბუთება არ ახლავს და გარკვეული დოზა უსაფრთხოდ არის აღიარებული. თუმცა არ გამორიცხავენ რომ ასპარტამის მიღების შედეგად არსებობს წონის მომატების რისკი.

According to a study conducted by Swithers and Davidson, aspartame can cause individuals to consume more food because their bodies are looking to fill the empty calories consumed. Also, the study found that aspartame may also cause a slowdown of metabolism; these two things together can result in weight gain.

ის, რომ არ არსებობს ასპარტამის უკუჩვენებების მეცნიერული დასაბუთება არ ნიშნავს რომ მას ეს არ გააჩნია. და ვთქვათ და არაფერს არ იწვევდეს, მაინც სასარგებლო არ არის და რაც ნაკლები დოზით მივიღებთ light თუ არა light გაზიან სასმელებს და პროდუქტებს მით უკეთესი იქნება ჯანმრთელობისთვის.
დამატებით შეგიძლიათ http://www.mkurnali.ge-ის ამ გვერდზე გადაიკითხოთ მოკლე პასუხი კითხვაზე თუ რომელი შაქრის შემცვლელებია დაშვებული და მატი გამოყენების წესები.
Source:
Skinny bitch: a no-nonsense, tough-love guide for savvy girls who want to stop eating crap and start looking fabulous!
http://www.ehow.com/facts_4844094_medical-side-effects-aspartame.html